ანჩელოტი: “ნეიმარის სანაცვლოდ 220 მილიონი ნორმალური ფასია”
მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის არ უკვირს, რომ “პარი სენ-ჟერმენი” ნეიმარის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროზე მეტს იხდის. იტალიელი სპეციალისტის აზრით, ეს ნორმალური ფასია.
“ვფიქრობ, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის სანაცვლოდ 220 მილიონი ევროს გადახდა სავსებით ნორმალური მოვლენაა”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.
ნეიმარი უახლოეს პერიოდში “პარი სენ-ჟერმენში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ნეიმარის გამოსასყიდი თანხა 222 მილიონ ევროს შეადგენს.
“სქაი სპორტსი” იუწყება, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი “პარი სენ-ჟერმენში” ჯამაგირის სახით წელიწადში 30 მილიონ ევროს მიიღებს. წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “ბარსელონაში” 2013 წლიდან თამაშობს. მან კატალონიური გუნდის შემადგენლობაში 186 მატჩი ჩაატარა, 105 გოლი გაიტანა და 80 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.