არჩევანი “რეალის” სასარგებლოდ გაკეთდა
ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. წყაროს თანახმად, 23 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა არჩევანი მადრიდის “რეალის” სასარგებლოდ გააკეთა.
მბაპე და “სამეფო კლუბი” გასულ კვირას თანამშრომლობაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ. ფეხბურთელი “რეალს” ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რითაც მადრიდელები დაახლოებით 200 მილიონი ევროს ეკონომიას გააკეთებენ. მხარეებს შორის ხუთწლიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდება. მადრიდში მბაპეს ხელფასი უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე პარიზში სთავაზობდნენ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ის ამ პერიოდის განმავლობაში ოთხჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი, სამჯერ კი ქვეყნის თასი მოიპოვა, ერთხელ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.