არგეტინა მეოთხედფინალშია
არგენტინამ შვეიცარია მხოლოდ ბოლო წუთებზე გატანილი გოლით დაამარცხა.
მიუხედავად ჯგუფურ ეტაპზე არც თუ ისე დამაჯერებელი თამაშისა არგენტინელები შვეიცარიასთან მაინც ფავორიტებად ითვლებოდნენ.
პირველი ტაიმის პირველი ნახევარი არგენტინელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. თუმცა, დი მარია და მესი შვეიცარელთა მცველებმა კარგად ჩაკეტეს და შესაბამისად არც სახიფათო მომენტები შექმნილა.
პირველი საგოლე მომენტი კი სწორედ ევროპელებმა შექმნეს. 27-ე წუთზე შაქირიმ დასარტყმელ პოზიციაზე ჯაკა გაიყვანა. შვეიცარელთა ათიანმა კარგად დაარტყა, მაგრამ რომერობ ბურთის მოგერიება ფეხით შესძლო. ზუსტად ორ წუთში შვეიცარიის აქტიურობას სახიფათო დარტყმით ლავესიმ უპასუხა.
38-ე წუთზე გოლის გატანის საშუალება დრმიჩს მიეცა, თუმცა ფორვარდმა რომეროს ვერ აჯობა.
მეორე ტაიმი შვეიცარიამ გაცილებით აქტიურად დაიწყო, მაგრამ არგენტინლებმა მალევე დაიბრუნეს უპირატესობა,
58-ე წუთზე მესი-ლავესი-როხოს კომბინაცია უკანასკნელის დარტყმით დასრულდა, ბენალიომ ბურთის მოგერიება შესძლო. მალევე შანსი იგუაინს მიეცა, მაგრამ ბენალიო აქაც მოწოდების სიმაღლეზე იყო.
არგენტინელები შეტევებს განაგრძობდნენ, თუმცა ძირითად დროში ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს
ოვერტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა. არგენტინელები უტევდენ, მაგრამ ბენალიო მოწოდების სიმაღლეზე იყო.
დამატებითი დროის ამოწურვამდე ორი წუთით ადრე არგეინტინელებმა მორიგი იერიში წამოიწყეს, მესიმ დი მარიას გადააწოდა და ამ უკანასკნელმაც გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა. შვეიცარიას ანაგრიშის გათანაბრების რამდენიმე შესაძლებლობა კი მიეცა, მაგრამ მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.
გოლი: დი მარია 118′