აზარმა დაასახელა საუკეთესო გოლი, რომელიც ოდესმე უნახავს
მადრიდის “რეალის” გარემარბმა ედენ აზარმა დაასახელა ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი საუკეთესო გოლი, რომელიც ოდესმე უნახავს.
“ყველაზე ლამაზი გოლი, რაც კი ოდესმე მინახავს, არის ტურინის “იუვენტუსის” კარში კრიშტიანუ რონალდუს მიერ ორი წლის წინ გატანილი ბურთი. ტელევიზორის წინ ვიჯექი და პირი თავისითვე გამეხსნა: “აი, ეს არის გოლი!” 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ლივერპულს” გარეტ ბეილმაც მშვენიერი გოლი გაუტანა. მოკლედ, ორივე ფანტასტიური გოლი იყო”, – აღნიშნა ბელგიელმა.
აზარს იმ გოლის დასახელებაც სთხოვეს, რომლის ავტორობასაც ინატრებდა:
“მარტივია. 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზინედინ ზიდანის მიერ “ლევერკუზენის” კარში გატანილი ბურთი… მარცხენა ფეხით ზედა ცხრიანში და ნახვამდის”.
აზარს ყველა დროის ყველაზე ლამაზი გოლის დასახელებაც სთხოვეს:
“2002 წელს დენის ბერგამკის გოლი “ნიუკასლის” კარში. შეხება, დამუშავება, დარტყმა. საოცარი სანახავი იყო, როგორ შემოუარა დენისმა მცველს”, – ციტირებს აზარის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.