“ბარსელონა” “ატლეტიკოსთან” დაზავდა (ვიდეო)
ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-5 ტურის ცენტრალური მატჩი “ნოუ კამპზე” გაიმართა, სადაც “ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკო” მიიღო. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. გუნდებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. 41-ე წუთზე კატალონიელები ივან რაკიტიჩის გოლით დაწინაურდნენ. სტუმრებმა ანხელ კორეას მიერ შეხვედრის 61-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით წონასწორობის აღდგენა მოახერხეს და “ნოუ კამპიდან” ერთი ქულა წაიღეს. აღსანიშნავია, რომ კატალონიელთა ლიდერმა ლიონელ მესიმ მატჩის მიმდინარეობისას საზარდული აიტკია და 59-ე წუთზე შესაცვლელი გახდა.
“ბარსელონა” სატურნირო ცხრილში 10 ქულით მესამე პოზიციაზეა, “ატლეტიკოს” 9 ქულით მე-4 ადგილი უკავია.
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
V ტური
“ბარსელონა” — “ატლეტიკო” 1:1 (1:0)
გოლები: რაკიტიჩი 41′ — კორეა 61′.
გაფრთხილებები: სუარესი 84′, ჟორდი ალბა 90′ — კოკე 54′, გრიზმანი 67′, თომას პარტეი 82′, ფილიპე ლუისი 86′.