ბარსელონა 2013-2014 – ყველაზე უარესი სეზონი 2008 წლის შემდეგ
მიმდინარე სეზონის წინ, “ბარსელონამ” ახალი მწვრთნელი დანიშნა და გულშემატკივარი ელოდა, რომ ხერარდო მარტინო 2012-2013 წლების სეზონთან შედარებით, უკეთ ათამაშებდა გუნდს, თუმცა…
აშკარაა, რომ ტიტო ვილანოვას “ბარსელონამ” გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე ტატა მარტინოს “ბლაუგრანამ”.
2008 წლის შემდეგ, პირველად, “ბარსელონამ” სეზონი ისე დაასრულა, რომ ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო. ეს კი 2-მაგად ათავისუფლებდა მარტინოს კლუბიდან. 1. ცუდი შედეგის გამო 2. ხელშეკრულებაში არშესრულებული ერთ-ერთი პუნქტის გამო. ცნობისთვის, სეზონის წინ, მარტინოს კონტრაქტში ეწერა, რომ ერთზე მეტი ტიტული უნდა მოეგო.
ასევე, საშინელი შედეგი დადო “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზეც. მარტინომ, აქაც გაუფუჭა გუნდს სტატისტიკა. როგორც იცით, 2008 წლიდან მოყოლებული, “ბლაუგრანა” ყოველ წელს გადიოდა მინიმუმ ლიგის 1/2 ფინალში. წელს, კატალონიური გუნდი ნაადრევად, 1/4 ფინალში გამოეთიშა გათამაშებას.
ასეა თუ ისე, ერთი რამ აშკარაა, რომ “ბარსელონას” საკმაოდ ცუდი სეზონი ჰქონდა და ეს რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული. რა თქმა უნდა, ყველაფერი ტატა მარტინოს ბრალი არ იყო.
მადრიდის “ატლეტიკო”
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, იმისა, რომ “ბარსელონამ” სეზონი ჩააგდო, მადრიდის “ატლეტიკოა”. როგორც იცით, ლიგაზეც და ლა ლიგაშიც, სწორედ დიეგო სიმეონეს გუნდმა გადაუკეტა ჩემპიონობის გზები “ბლაუგრანას”. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, კენჭისყრის წინ ყველა “ატლეტიკოს” ნატრობდა და “ბარსელონასთან” დაწყვილების შემდეგ, არც არავინ ელოდა, რომ ეს გუნდი უფრო შორს წავიდოდა, თუმცა… მათ “კამპ ნოუზე” ფრე 1:1 ეთამაშეს, “ბარსელონას” და დიდი უპირატესობა ჩაიგდეს ხელში. ეს არ იკმარა დიეგო სიმეონემ და “ელ მადრიგალზე” კატალონიური გუნდი დაამარცხა 1:0. მართალია, მანუელ პინტომ შეცდომა დაუშვა და დიეგომ გოლი საკმაოდ დიდი მანძილიდან გაუტანა, თუმცა 2 მატჩის ჯამში “ატლეტიკოს” კარგი თამაში აღსანიშნავი იყო.
ეს ერთი, ახლა გავიხსენოთ ლა ლიგა, სადაც მეორეჯერ აართვა ტიტული “ატლეტიკომ” “ბარსელონას”, თანაც 80 000 კატალონიელის წინაშე. ლა ლიგის 37-ე ტურის შემდეგ, “ბლაუგრანას” 86 ქულა ჰქონდა, “ატლეტიკოს” კი 89. იმის გამო, რომ პირველი შეხვედრა “ელ მადრიგალზე” ფრედ იყო დასრულებული, “ბარსელონას” “კამპ ნოუზე” ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება აძლევდა ხელს, რათა ჩემპიონატი მოეგო, “ატლეტიკოს” მოგება არ სჭირდებოდა, მათ ფრეც ჰყოფნიდათ გაჩემპიონებისთვის.
ასეა თუ ისე, საქმე საქმეზე მიდგა და მხოლოდ ერთი თამაშის მოგებით იყო შესაძლებელი ლა ლიგის მოგება, თანაც სეზონის უკანასკნელი თამაშით, თუმცა ტატა მარტინოს გუნდმა აქაც ვერ მოახერხა ვერაფერი. “ატლეტიკო” “ბარსელონა” არ ყოფილა ის თამაში, რომელშიც “ბარსელონა” გამარჯვებას იმსახურებდა. მათ რეალურად სახიფათო მომენტები ვერ შეუქმნეს მეტოქეს და, ვერც შტურმი მოუწყვეს. საბოლოოდ მატჩი 1:1 დასრულდა და ლა ლიგის ტიტული “კამპ ნოუზე” “ატლეტიკომ” მოიგო. თანაც აღსნიშნავი იყო ის ფაქტი, რომ დიეგო სიმეონემ პირველ 20 წუთში 2 ფეხბურთელი ტრავმის გამო შეცვალა. ერთ-ერთი მათგანი გუნდის ლიდერი, დიეგო კოსტა იყო, თუმცა “ატლეტიკოს” მის გარეშეც არ გასჭირვებია სასურველი შედეგის დადება კატალონიაში.
აშკარაა, რომ “ბარსელონას” წარუმატებლობის ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ რომ “ატლეტიკოა”.
ლიონელ მესი
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ 2013-2014 წლების სეზონი ლიონელ მესი სრულიად ჩააგდო. მაშინ როცა, 1 სეზონით ადრე არგენტინელმა 50 გოლი გაიტანა ლა ლიგაში, 2013-2014 წლებში მან 30-მდეც ვერ მიაღწია.
გულშემატკივარი მესის ცუდ ფორმას, მის ტრავმას აბრალებს. როგორც იცით, შემოდგომაზე, პირველი ნახევრის ბოლოს, არგენტინელმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ორი თვე გამოტოვა. ცხადია, ეს უსიამოვნო ფაქტი იყო “ბარსელონასთვის”, თუმცა…
სათქმელია ის, რომ 2013-2014 წლების სეზონში, მესი, ვერც მანამდე ბრწყინავდა, სანამ ტრავმას მიიღებდა და ვერც მაშინ, როცა ტრავმა მოირჩინა. აშკარაა, რომ “ბარსელონა” ყოველთვის იყო არგენტინელის იმედზე, თუმცა მან ვერ შეძლო გადამწყვეტ მომენტებში საკუთარი ძალის გამოვლინება, რაც “ბლაუგრანას” არაერთ მატჩში დაეტყო.
ხერარდო მარტინო
რა თქმა უნდა, მთავარი დამნაშავე იმაში, რომ “ბარსელონამ” ასეთი ცუდი სეზონი ჩაატარა, მთავარი მწვრთნელი, ხერარდო მარტინოა, რომელიც უკვე გათავისუფლებულია ზემოთხსენებული პოსტიდან. მარტინო თავიდანვე კრიტიკის საგნად იქცა, რადგან გულშემატკივარი თვილდა, რომ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა, ვინმე უფრო გამოჩენილ და გამოცდილ სპეციალისტს უნდა დაეკავებინა. როგორც ჩანს, მათი ეჭვები მართალი აღმოჩნდა. ხერარდო მარტინომ, 2013-2014 წლების სეზონში აფსოლიტურად ვერაფერი ვერ გააკეთა. ის გადამწყვეტ მომენტებშიც ვერ იჩენდა თავს და რაც მთავარია, ლა ლიგის ბოლო მატჩიც ვერ მოიგო, რომლის მოგების შემთხვევაშიც ლა ლიგის ტიტულს იგებდა.
ცნობისთვის, მარტინო 2012-2013 წლების სეზონში “ნიუ ოლდ ბოის” წვრთნიდა. “ბარსელონას” გამო კი მან დატოვა არგენტინული გუნდი. აქვე, ყველაზე ცნობილი გუნდი, რომელიც 51 წლის სპეციალისტს ჰყავს გაწვრთნილი პარაგვაის ნაკრებია. ის 5 წლის განმავლობაში მუშაობდა პარაგვაიში, ამ თანამდებობაზე.
ასეა თუ ისე, მარტინო “ბარსელონას” ვერ მოერგო, რის გამოც გათავისუფლებული იქნა პირველივე სეზონშივე.
სატრანსფერო პოლიტიკა
უკვე 4 წელია, რაც “ბარსელონას” ცენტრალური მცველი არ ჰყავს, თუმცა ამას გუნდი ჯიუტად არ იმჩნევს და არ ჰყიდულობს ახალ მცველებს. უკვე მე-3 სეზონია, რაც პუიოლი სისტემატიურად ტრავმირებულია და ნაწილობრივ პიკეც ტოვებს მატჩებს. გვარდიოლას, ვილანოვას და შემდეგ მარტინოსაც, ალექს სონგის, დანი ალვეშის, ადრიანოსა და ბუსკეტსის დაყენება უწევდათ დაცვის ცენტრში. მასკერანოზე ლაპარაკიც აღარ არის, არგენტინელი ნახევარმცველი უკვე მცველად ჩამოყალიბდა და პიკესთან ერთად ძირითად შემადგენლობაში დგას. შედეგი სახეზეა, ყველა მნიშვნელოვან მატჩში ის შეცდომებს უშვებს.
როგორც ხედავთ, რამდენიმე მიზეზია იმისა, რომ “ბარსელონამ” 2013-2014 წლების სეზონი ჩააგდო, თუმცა ამ მომენტისთვის ისინი გამოსწორების გზაზე დგანან. ბართომეუმ უკვე დაიწყო ტრანსფერების განხორციელება და ახალი მწვრთნელიც მიიყვანა გუნდში. სავარაუდოდ, ამან უნდა გააუმჯობესოს კატალონიური გრანდი.