“ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონია!
ესპანეთის პრიმერადივზიონის 37-ე ტურში “ბარსელონამ” მადრიდის “ატლეტიკო” ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 65-ე წუთზე ლეო მესიმ გაიტანა.
“ბარსელონამ” 93 ქულას მოუყარა თავი. კატალონიურ გუნდს უახლოესი მადევარი მადრიდის “რეალი” 4 ქულით ჩამორჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ “სამეფო კლუბს” ბოლო ტურში “ბლაუგრანასთან” გათანაბრების თეორიული შანსიც აღარ აქვს. მესამე პოზიციაზე 77 ქულით “ატლეტიკო” გახლავთ.
ამრიგად, “ბარსელონა” ისტორიაში 23-ედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
37-ე ტური
“ატლეტიკო” — “ბარსელონა” 0:1 (0:0)
გოლი: მესი 65′.
გაფრთხილებები: გოდინი 32′, კოკე 53′, გაბი 75′, ხიმენესი 89′, სიკეირა 90+4′ — პედრო 29′, ნეიმარი 90+2′, მესი 90+4′.