ბეილის პირველი კომენტარი “რეალის” დატოვების შემდეგ
გარეტ ბეილმა მადრიდის “რეალიდან” “ტოტენჰემ ჰოთსპურში” გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
“არაფერს ვნანობ, მე უბრალოდ ფეხბურთის თამაშს ვცდილობ. მხოლოდ ეს შემიძლია, ხოლო ის, რასაც სხვები ამბობენ, ჩემს კონტროლს არ ექვემდებარება. როგორც უკვე ვთქვი, არ ვნანობ, რაც გავაკეთე. სხვებმა კი თქვან, რაც უნდათ, ეს მათი საქმეა. კარგად ვიცი, რას წარმოვადგენ, ჩემმა ოჯახმაც იცის, ვინ ვარ, დანარჩენი არ მადარდებს. სხვა კულტურაში, სხვა ქვეყანაში გადანაცვლებამ გამზარდა როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი.
სწავლობ, როგორ გაუმკლავდე სიტუაციას, რომელშიც იმყოფები. ჩემზე დიდი წნეხი იყო. სტადიონზე მოსული ხალხი მისტვენდა. ვისწავლე ასეთ სიტუაციებთან გამკლავება. გულთან ახლოს არ მიმქონდა, სერიოზულად არ ვუყურებდი. ეს ფეხბურთია, რომელიც გიყვარს, რისთვისაც ბოლომდე იხარჯები. ზოგჯერ ესაა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგიძლია”, – ციტირებს ბეილის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.
შეგახსენებთ, რომ გარეტ ბეილი “ტოტენჰემში” ერთწლიანი განათხოვრების წესით ითამაშებს.