ბექჰემს რონალდუს “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნება სურს
ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ნახევარმცველ დევიდ ბექჰემს სურს, რომ მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “მალმიოს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:0) რონალდუმ თავის კარიერაში მე-500 და 501-ე გოლი გაიტანა.
“საოცარია, რომ რონალდუმ ასე სწრაფად მიაღწია ამდენს. ვულოცავ. ეს განსაკუთრებული შედეგია. “რეალი” უეჭველად ამაყობს მისით.
რონალდუსა და მესის დარი ფეხბურთელები ბევრს შრომობენ, რათა ასეთი შედეგები აჩვენონ. სწორედ ამას ვეუბნები ჩემს და სხვათა შვილებს. ეს მოთამაშეები იმიტომ არიან ასეთი კარგები, რომ ბევრს მუშაობენ.
როგორც “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანს, მინდა, რომ რონალდუ “ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნდეს. ეს საოცარი იქნება, იგი “მანჩესტერში” წარმატებული ფეხბურთელი იყო, თუმცა ახლა “რეალში” თამაშობს და ალბათ, იქ ყველაფრით კმაყოფილია. ქომაგებს იგი უყვართ”, – განაცხადა ბექჰემმა რადიოსადგურ talkSPORT-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.