ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი – საინტერესო ფაქტები
გთავაზობთ, goal.com-ის პუბლიკაციას, რომელიც მიეძღვნა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯს.
როგორც იცით, ლიგის ფინალი 24 მაისს გაიმართება და ლისაბონში ერთმანეთს მადრიდის “რეალი” და მადრიდის “ატლეტიკო” დაუპირისპირდებიან.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ მატჩის არბიტრს, ეს ადამიანი ბოირონ კუიპერსია. ის ჰოლანდიაში დაბადებულია და ამჟამად 41 წლის გახლავთ.
ერთ-ერთი სკანდალური მატჩი, რომელშიც მან იმსაჯა 2010 წლის ნოემბერში გაიმართა. ერთმანეთს “პსვ” და “აიაქსი” უპირისპირდებოდნენ. შეხვედრის ერთ-ერთი ეპიზოდში მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა ფეხბურთელებს შორის, სადაც თავი ლუის სუარესმა გამოიჩინა. ურუგვაელმა ფორვარდმა მის მოწინააღმდეგეს, ოტმან ბაკალს უკბინა. ეს ეპიზოდი ბოირონ კუიპერსს გამოეპარა, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყვა მის მიმართ.
ასევე, არანაკლებ სკანდალური მატჩი გამოდგა “ბარსელონასა” და “მილანს” შორის, რომელშიც არბიტრი კვლავ ბოირონ კუიპერსი იყო. ეს შეხვედრა 2011-2012 წლების სეზონში იმართებოდა, ჩემპიონთა ლიგაზე. საბოლოოდ მატჩი 3:1 მოიგო “ბარსელონამ”, თუმცა ინტრიგა დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა გამოიწვია. თამაშის დასრულების შემდეგ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევდა, რომ ბოირონ კუიპერსმა პენალტი არასამართლიანად დანიშნა, რის გამოც “მილანი” ლიგას გამოეთიშა.
ახლა რაც შეეხება, ზოგადად ამ ადამიანის ცხოვრებაზე. გაგიკვირდებათ და 2013-2014 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა იმსაჯოს ადამიანმა, რომელსაც ბიზნეს-ადმინისტრირების განხრით აქვს უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული. თუმცა მან საბოლოოდ გეზი მაინც ფეხბურთსკენ აიღო, რადგან მამამისი ამ სფეროში მოღვაწეობდა. ცნობისთვის, ოლდენ კუიპერსიც არბიტრი იყო.
როგორც ხედავთ, მამას შვილმა აჯობა და მას უკვე აქვს მატჩები წაყვანილი ჩემპიონთა ლიგაზე, ევროპის ჩემპიონატზე და კონფედერაციის თასზე.
ასევე, მოგახსენებთ ბოირონ კუიპერსის მიმდინარე სეზონის სტატისტიკას. ეს ადამიანი 2013-2014 წლების სეზონში 33 მატჩს გაუძღვა და 94 ყვითელი ბარათი უჩვენა ფეხბურთელებს, წითელი კი 4.