ჩემპიონთა ლიგის ფინალში “იუვეს” მეტოქე “რეალი” იქნება (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალურ მატჩში ტურინის “იუვენტუსის” მეტოქე მადრიდის “რეალი” იქნება. “სამეფო კლუბმა” “ატლეტიკოს” ბარიერი დაძლია. “ვისენტე კალდერონზე” გამართული შეხვედრა მასპინძლებმა ძალიან კარგად დაიწყეს და საწყის 16 წუთში ორი გოლი გაიტანეს: მე-12 წუთზე “ატლეტიკო” საულმა თავური დარტყმით დააწინაურა, მე-16 წუთზე კი ანტუან გრიზმანმა პენალტი გაიტანა და ამ დაპირისპირებაში სიტუაცია დაიძაბა, თუმცა ტაიმის ბოლოს ისკომ ერთი ბურთი გაქვითა და “რეალს” საგრძნობი უპირატესობა დაუბრუნდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში გოლის გატანის შანსი არაერთხელ მიეცა ორივე გუნდს, მაგრამ ბურთი აღარ გასულა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 3 ივნისს, უელსის ქალაქ კარდიფში გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგა
ნახევარფინალი
“ – “რეალი” 2:1 (2:1)ატლეტიკო“
გოლები: საული 12′, გრიზმანი 16′ (პენ) – ისკო 42′.