ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მასპინძელ ქალაქად ბაქო დასახელდება?
“ასის” ცნობით, უეფას ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების გათამაშების ფინალურ მატჩს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მიიღებს. ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრის მასპინძლობაზე მადრიდის “ატლეტიკოს” ახალი სტადიონი “ვანდა მეტროპოლიტანოც” აცხადებდა პრეტენზიას, მაგრამ უეფამ ამ არენაზე ვიპ-ადგილების სიმცირის გამო უარი თქვა. ცნობისთვის, მადრიდული კლუბის სტადიონზე შვიდი ათასი ვიპ-ადგილია განთავსებული.
უეფა ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების გათამაშების ფინალური მატჩის მასპინძელ ქალაქს 21 სექტემბერს დაასახელებს.
აღსანიშნავია, რომ ბაქო ევროპის ლიგის ფინალური მატჩის მასპინძლობაც აცხადებს პრეტენზიას. აზერბაიჯანის დედაქალაქს კონკურენციას სევილია (“რამონ სანჩეს პისხუანი”) და სტამბული (“ბეშიქთაშ არენა”) უწევენ.
ბაქოს ეროვნულ სტადიონზე 70 ათასამდე მაყურებელი ეტევა და ის 2015 წელს არის გახსნილი. ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების გათამაშების ფინალური მატჩი 2019 წლის პირველ ივნისს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ტურინის გადამწყვეტ შეხვედრას კიევი უმასპინძლებს.