ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღის ხუთი საუკეთესო კადრი
გთავაზობთ ჩემპინთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ხუთ ყველაზე ემოციურ ფოტოს.
1. მასწავლებელი და მოსწავლე. მარიო გიოტცეს სახით, მიუნხენურმა კლუბმა კიდევ ერთი კრეატიული ფეხბურთელი შემატა თავის შეტევის ხაზს, რაც ესპანელ მწვრთნელს მრავალფეროვნების შეტანის საშუალებას აძლევს “ბაიერნის” სათამაშო სტილში.
2. იბრაჰიმოვიჩი და კავანი. ეს სახიფათო წყვილი კვლავ არ აძლევს მეტოქეთა მცველებს მოდუნების საშუალებას. ამჯერად მათი მსხვერპლი ბერძნული “ოლიმპიაკოსი” გახდა. შვედმა პირველი გოლი შეაგდო ხსენებულ შეხვედრაში. ურუგვაელმა კი, ბოლო წუთზე გამარჯვება მოუტანა პარიზელებს.
3. ბრაზილიურ – უკრაინული ბენეფისი “დონბას არენაზე”. ესპანური კლუბის კარში, ოთხივე გოლი ბრაზილიელი ლეიგონერების ანგარიშზეა. ლუის ადრიანო, ალექს ტეიშეირა, დუგლას კოსტა.. შესაძლოა, ბევრს ამ სახელებმა ლათინოამერიკული “საპნის ოპერების” გმირების სახელები მოაგონოს, მაგრამ ჩვენ საუბარი დონეცკის “შახტარის” საუკეთესო ფეხბურთელებზე გვაქვს. ზუსტად მათი წყალობით აგრძელებს უკრაინული კლუბი ბრძოლას.
4. “ბარსა” მესის გარეშე, მაგრამ რიცხობრივ უმრავლესობაში აგებს ამსტერდამში. “რეალი” კი უმცირესობაში, მაგრამ რონალდოსთან ერთად ამარცხებს “გალათასარაის”. კამათი კი იმის შესახებ, თუ რომელი ფეხბურთელია უფრო მნიშვნელოვანი თავისი გუნდისათვის, არ წყდება.
რაც არ უნდა იყოს, რეალის ქომაგები დაჟინებით ითხოვენ “ოქროს ბურთს” საყვარელი მოთამაშისათვის.
5. “იუვენტუსმა” როგორც იქნა მოიგო. მატჩის მთავარი გმირი კი, ექსტრავაგანტული გარეგნობით გამორჩეული, არტურო ვიდალი გახდა. მან ორჯერ აუღელვებლად შეასრულა პენალტი, ხოლო მესამე ეპიზოდში არ შეუშინდა ვარცხნილობის გაფუჭებას და თავური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი.