დღის სატრანსფერო სიახლეები
“ჩელსი” ლავეცით დაინტერესდა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, ეზეკილ ლავეცის ყიდვას შეეცდება. ცნობილია, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მზად არის სოლიდური თანხა გადაიხადოს არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ. როგორც იცით, ლავეცი ამჟამად “პარის სენტ ჟერმენში” გამოდის, თუმცა ის პარიზში კავანისა და იბრაჰიმოვიჩის ჩრდილქვეშ მოექცა. სწორედ ამიტომ, მან შესაძლოა დატოვოს საფრანგეთი.
“იუვენტუსს” კოლაროვის ყიდვა სურს
“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე მზად არის ახალი წინადადება შესთავაზოს, ალექსანდერ კოლაროვს. ცნობისთვის, სერბი მცველის ყიდვა იტალიურ გრანდს ზამთარში სურდა, თუმცა მოლაპარაკებები არ შედგა. ახლა კი ცნობილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კონტე კვლავ განაახლებს მოლაპარაკებებს.
“სიტიმ” აგუეროს ფასი დაადო
ბრიტანული გამოცემები იტყობინებიან, რომ “მანჩესტერ სიტი” მზად არის გაუშვას სერხიო აგუერო, თუმცა მის სანაცვლოდ 57 მილიონ ფუნტს ითხოვს (დაახლოებით 70 მილიონ ევროს). ჯერ-ჯერობით უცნობია ის თუ, რომელი გუნდი გადაიხდის ამხელა თანხას არგენტინელ ფორვარდში, თუმცა “ბარსელონა” უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია კუნით. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიონელ მესის სურდა მისი თანამემამულის კატალონიაში ხილვა.
ლუკაკუ “ტოტენჰემში”?
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, რომელუ ლუკაკუ შესაძლოა “ტოტენჰემში” აღმოჩნდეს. ამჟამად ბელგიელი ფორვარდი “ევერტონის” ღირსებას იცავს, თუმცა ის “ჩელსის” საკუთრებაა. რაც შეეხება “ტოტენჰემს”, შერვუდი მზად არის 15 მილიონი ფუნტი გადაიხადოს რომელუს სანაცვლოდ.
მიულერი “არსენალისა” და “ლივერპულის” ობიექტივში
უკანასკნელ პერიოდში არაერთი სიახლე დაიწერა ტომას მიულერის ტრანსფერის შესახებ. გერმანელ ფეხბურთელს უკვე არაერთ გუნდს უკავშირებენ. ახლა კი ცნობილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ბაიერნის” ნახევარმცველისთვის კიდევ ორი პრემიერ ლიგის გრანდი იბრძოლებს. ესენი არიან, “არსენალი” და “ლივერპული”.
ოზილი გიოტცეს “არსენალს” ურჩევს
ლონდონის “არსენალის” გერმანელი ნახევარმცველი, მესუთ ოზილი მის თანამემამულეს, მარიო გიოტცეს ინგლისში გადასვლას სთხოვს. როგორც იცით, ყოფილი “დორტმუნდის” ფეხბურთელი დიდად ბედნიერი არ არის “რეკორდმაისტერის” რიგებში, რაც თავად განაცხადა. ზაფხულში დიდია იმის ალბათობა, რომ მან დატოვოს ბავარია. ჯერ-ჯერობით ოფიციალური შეთავაზებით არცერთ კლუბს არ მიუმართავს “ბაიერნისთვის”.
მოურინიოს ხედირა სურს
უცხოური გამოცემები იტყობინებიან, რომ ჟოზე მოურინიოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, სამი ხედირას შეძენა სურს. ცნობილია, რომ ის რომნა აბრამოვიჩს 44 მილიონ ევროს თხოვს გერმანელი ფეხბურთელის საყიდლად. მოურინიოს ზამთარშიც სურდა გერმანელის ყიდვა, თუმცა “რეალმა” უარი განაცხადა მის გაშვებაზე.
“ლივერპული” ტელოს მიუბრუნდა
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ლივერპული” რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვას აპირებს. ცნობილია, რომ ბრენდან როჯერსი “ბარსელონას” ნახევარმცველის, კრისტიან ტელოს გადაბირებას შეეცდება. როგორც იცით, მერსისაიდული გუნდი ჯერ კიდევ ზამთარში აპირებდა ტელოს ყიდვას, თუმცა მაშინ ტრანსფერი არ განხორციელდა. ახლა კი ცნობილია, რომ როჯერსი 10 მილიონის გადახდას აპირებს ესპანელის სანაცვლოდ.
რამირესი და მიკელი იტალიელების რადარზე
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლოდნონის “ჩელსის” ბევრი ფეხბურთელი დატოვებს. მოურინიოს გადაწყვეტილი აქვს, რომ შემადგენლობა რადიკალურად შეცვალოს. ცნობილია, რომ ბრაზილიელი რამირესით უკვე დაინტერესდა “იუვენტუსი”, რომელიც მზად არის მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს. ასევე, მოურინიოს კიდევ ერთი ფეხბურთელით, ჯონ ობი მიკელით კიდევ ერთი იტალიური გუნდი, “ინტერი” დაინტერესდა.