დღის სატრანსფერო სიახლეები

თარიღი: მაისი 12, 2014

სანჩესი “არსენალსაც” უნდა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ალექსის სანჩესის ყიდვას, ლონდონის “არსენალიც” შეეცდება. ცნობილია, რომ არსენ ვენგერი 25 მილიონი ევროს გადახდას აპირებს ჩილელ ფორვარდში. შეგახსენებთ, რომ “უდინეზეს” ყოფილი ფეხბურთელით, ამჟამად “იუვენტუსიც” არის დაინტერესებული

 

“ჩელსის” კოსტა მსოფლიომდე სურს

ცნობილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, ჟოზე მოურინიო დიეგო კოსტას აგენტთან დაიწყებს მოლაპარაკებებს. როგორც ჩანს, “ჩელსის” ესპანელი ფორვარდის შეძენა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სურს. ჯერ-ჯერობით უცნობია, დატოვებს თუ არა კოსტა “ატლეტიკოს”, თუმცა ლონდონელები მაქსიმუმის გაკეთებას აპირებენ, რათა ის დაიმატონ.

 

“მანჩესტერი” შოუში 27 მილიონს იხდის

გუშინ, ცნობილი ბრიტანული გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ ლუკ შოუს “მანჩესტერ იუნაიტედმა” ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. ცნობილია, რომ “მანჩესტერელები” 27 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ 18 წლის ინგლისელის სანაცვლოდ. აქვე, გარდა “იუნაიტედისა”, შოუს შეძენა “მანჩესტერ სიტისაც” სურს, რომელიც მზად არის უფრო დიდი თანხა გადაუხადოს “საუთჰემპტონს” ახალგაზრდა ტალანტის სანაცვლოდ.

 

“ბარსელონამ” ლუიზს მიმართა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, შესაძლოა დავიდ ლუიზი “ბარსელონაში” ვიხილოთ. ესპანური პრესის თანახმად, “ბლუგრანამ” მოლაპარაკებები უკვე გამართა, ლუიზის აგენტთან და თითქმის ყველა დეტალი შეათანხმა.როგორც იცით, ბრაზილიელი მცველი ესპანურ გრანდს, ზამთარშიც და 2013 წელსაც სურდა, თუმცა ტრანსფერი არ განხორციელდა.

 

მანჯუკიჩით “იუვენტუსიც” დაინტერესდა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ტურინის “იუვენტუსი” ფორვარდის ყიდვას აპირებს. ანტონიო კონტე ალექსის სანჩესით არის დაინტერესებული, თუმცა ახლა ცნობილი გახდა, რომ იტალიელი ამავდროულად მარიო მანჯუკიჩთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს. როგორც იცით, ხორვატი ფორვარდი ზაფხულში “ბაიერნს” ტოვებს, თუმცა მისი მომავალი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

 

ბენიტესი “ტოტენჰემში”?

ბრიტანული პრესა იტყობინება, ზაფხულში შესაძლოა “ტოტენჰემ ჰოტსპური” რაფაელ ბენიტესმა ჩაიბაროს. ჯერ-ჯერობით უცნობია საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა ესპანელის კანდიდატურას უკვე განიხილავენ ლონდონში. როგორც იცით, ბენიტესი ინგლისში “ჩელსისა” და “ლივერპულს” წვრთნიდა.

 

ვენგერმა “მონაკო” გამორიცხა

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს და ვენგერი “არსენალს” ტოვებს და “მონაკოში” მიდისო, თუმცა ეს ტყუილი აღმოჩნდა. დღეს, თავად ფრანგმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ის ამ მომენტისთვის არ აპირებს “არსენალის” დატოვებას.

 

75 მილიონი სუარესში?

goal.com-ი წერს, რომ მადრიდის “რეალი” ზაფხულში, ლუის სუარესის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაიხდის. როგორც იცით, წინა შეთავაზება 56 მილიონ ევროს უდრიდა, რაც ინგლისელებს სასაცილოდაც არ ეყოთ და მყისვე უარი შეუთვალეს. ასეა თუ ისე, “ლივერპულის” დატოვება, თავად ფეხურთელსაც არ სურს, რაც ესპანელებს უფრო უშლის ხელს ამ ტრანსფერის განხორციელებაში.

 

“ლივერპული” ლალანაში 24 მილიონს იხდის

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, “ლივერპული” მზად არის 24 მილიონი ევრო გადაუხადოს “საუთჰემპტონს”, ადამ ლალანას სანაცვლოდ. ამჟამად ინგლისელი ნახევარმცველით, რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, თუმცა ის ყველაზე ახლოს “ლივერპულში” გადასვლასთან არის.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კარლო ანჩელოტი: “კვარაცხელია სიუპრიზია? განსაკუთრებული შემთხვევაა”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ნაპოლისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ნაპოლიმ” შეინარჩუნა ძველი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალი” კვარას სანაცვლოდ 100 მილიონს იხდის

Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” მზად არის “ნაპოლის” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან სალუქვაძე: “ჩაკვეტაძის მამამ “ბაიერნში” გადასვლაზე უარი თქვა”

სპორტულმა კომენტატორმა, თბილისის “დინამოს” პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, ლევან სალუქვაძემ “სარბიელის” გადაცემაში გიორგი ჩაკვე...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეა მამარდაშვილს შეცვლის?

32 წლის “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე, დავიდ დე ხეა მანჩესტერიდან წასვლის შემდეგ უგუნდოდ არის და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კვარას ერთ დღეს მადრიდის “რეალში” ვიხილავთ”

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იური სიომინი ქართველზე საუბრობს. “ახლა ხვიჩა ყველაფერს აკეთებს მისი სურვილის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალს” კვარაცხელია უნდა, მაგრამ ლაურენტისმა ასტრონომიული თანხა დაადო

Gazzeta Dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს მადრიდის “რეალი” იჩენს, მაგრამ “ნაპოლის” პრეზიდენტმა, დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალმა” წლის ტრანსფერი განახორციელა!

მადრიდის “რეალმა” საბოლოოდ იპოვა კარიმ ბენზემას შემცვლელი და ეს “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინია. ინგლისური პრესის [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის გრანდები მამარდაშვილის სანაცვლოდ დიდ თანხას იხდიან

თუ “ვალენსიამ” ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, ეს დიდწილად გიორგი მამარდაშვილის დამსახურება იქნება. მიუხედავად იმისა, შეინარჩუნებს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპულის” ვარსკვლავი “ბარსელონაში” გადადის

“ლივერპულის” 31 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი რობერტო ფირმინო, დიდი ალბათობით, კატალონიის “ბარსელონაში” გადავა. ფირმინო სეზონის...
წაკითხვა
ფეხბურთი

სადიო მანემ ლეროი სანეს სახეში გაარტყა

გერმანული მედიის ინფორმაციით, “სიტი” (3-0) “ბაიერნის” დაპირისპირების შემდეგ გასახდელში სადიო მანემ ლეროი სანეს სახეში გაარტყა....
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალვერდე ალექს ბაენას ავტომობილთან დაელოდა და სახეში ჩაარტყა

ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ფედე ვალვერდემ “ვილიარეალის” ფეხბურთელს, ალექს ბაენას სახეში ჩა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისური მედია ჩელსიზე: “ვერსად ნახავთ იმას, რაც გუნდის გასახდელში ხდებოდა”

ინგლისური მედია პოტერის გათავისუფლების შემდეგ “ჩელსიში” არსებულ საინტერესო სიტუაციაზე წერს. “ჩელსიმ” სატრანსფერო ფანჯრის დროს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედენ აზარის რეაქცია, როცა უთხრეს, რომ თამაში უწევდა (ვიდეო)

“რეალმა” “ვალიადოლიდი” 6-0 გაანადგურა. 65-ე წუთზე ანჩელოტიმ აზარი შემოიყვანა. ასეთი იყო ბელგიელის რეაქცია, როცა მას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვიკინგები” სიგუას: “შენ ჩვენი მომავალი ხარ! გვაპატიე”

ქობულეთის “შუქურა” თბილისის “დინამოსთან” 95-ე წუთზე გაშვებული გოლით 1-2 დამარცხდა. “შუქურას” ფანებმა, “ვიკინ...
წაკითხვა