2014 წლის სიმბოლური გუნდი
„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე უკვე გამოავლინეს წლის სიმბოლური გუნდი, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:
2014 წლის სიმბოლური გუნდი:
(4-3-3)
მეკარე: მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანია);
მცველები: ფილიპ ლამი („ბაიერნი“, გერმანია), სერხიო რამოსი („რეალი“, ესპანეთი), ტიაგო სილვა („პარი სენ-ჟერმენი“, ბრაზილია), დავიდ ლუისი („პარი სენ-ჟერმენი“, ბრაზილია);
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“, ესპანეთი), ტონი კროოსი („რეალი“, გერმანია), ანხელ დი მარია („მანჩესტერ იუნაიტედი“, არგენტინა);
თავდასხმელები: ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა), კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია), არიენ რობენი („ბაიერნი“, ჰოლანდია).
აღნიშნული ნაკრები გამოკითხვის შედეგად შედგა. გამოკითხვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით პროფესიონალ ფეხბურთელებს შორის ჩატარდა.