იკერ კასილასი — ბოლო 14 სეზონში “პორტუს” ყველაზე ცუდი მეკარე (ვიდეო)
გასული წლის ზაფხულში “პორტუმ” საკუთარ რიგებში იკერ კასილასი დიდი იმედებით მიიღო. ესპანელმა კიპერმა პორტუგალიის ჩემპიონატში პირველი სეზონი ჩაატარა და გათამაშების ბოლოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ იკერმა გაცემულ ავანსებს სათანადოდ ვერ უპასუხა, ამაზე კი რიცხვები მეტყველებს.
სტატისტიკის თანახმად, იკერ კასილასის სახით “პორტუს” უკანასკნელ 14 წელიწადში ყველაზე ცუდი მეკარე ჰყავს. ესპანელმა მეკარემ პორტუგალიის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატრა და 28 გოლი გაუშვა. კასილასმა თითოეულ შეხვედრაში საშუალოდ 0,88 გოლი მიიღო. წინა სეზონში ფაბიანოს მიერ ნაჩვენები ანალოგიური მაჩვენებელი 0,41-ს შეადგენდა. “პორტუმ” 2015-2016 წლების სეზონში 30 გოლი გაუშვა, რაც 2001-2002 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია.
ამას ემატება ის რამდენიმე უხეში შეცდომა, რომელიც იკერ კასილასმა ბოლო სეზონში დაუშვა. რამდენიმე მათგანს ქვემოთ გთავაზობთ. მიუხედავად ამისა, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ კასილასი “ფურია როხას” განაცხადში დაასახელა და მას საფრანგეთში წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იახლებს.