იოზილის ტრანსფერი და განსხვავებული ემოციები

თარიღი: სექტემბერი 3, 2013

მოგეხსენებათ, მესუთ იოზილი მადრიდის „რეალიდან“ ლონდონის „არსენალში“ გადაბარგდა. ჩრდილოლონდონურმა კლუბმა გერმანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 42.5 მილიონი ფუნტი გაიღო. აღსანიშნავია, რომ იოზილი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული გერმანელი ფეხბურთელი გახდა. მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. აღნიშნულმა ტრანსფერმა არაერთგვაროვანი ემოციები გამოიწვია – მადრიდელები იოზილს მისტირიან, ლონდონელები კი სიხარულს ვერ მალავენ.

„არსენალის“ თავდამსხმელი თეო უოლკოტი გუნდში მესუთ იოზილის მისვლით ბედნიერია. ინგლისელ ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ იოზილი კლუბს კიდევ უფრო გააძლიერებს.

„დიდებული ამბავია. მის წინააღმდეგ ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების რიგებში მითამაშია. მაშინ მან თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინა. იოზილი თავის დონეს ამ დრომდე გვიჩვენებს. ის გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. მოუთმენლად ველი მასთან ერთად თამაშს“, – განაცხადა უოლკოტმა.

„რეალის“ მცველი სერხიო რამოსი კი მიიჩნევს, რომ „სამეფო კლუბს“ თუ ვინმე უნდა შეენარჩუნებინა, ეს, პირველ რიგში, სწორედ იოზილი იყო.

„ის შესანიშნავი თანაგუნდელი და კარგი მეგობარი იყო. იოზილი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ამ ტრანსფერის გადაწყვეტა ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მესუთი  უკანასკნელი იქნებოდა, რომელიც „რეალს“ დატოვებდა. სამწუხაროდ, კლუბმა სხვაგვარად გადაწყვიტა. რას ვიზამთ?! მას წარმატებებს ვუსურვებ. მასთან განსაკუთრებული გრძნობები მაკავშირებს. ის მართლაც უნიკალური ფეხბურთელია. ამ ტრანსფერით იმედგაცრუებული დავრჩი“, – ციტირებს რამოსის სიტყვებს ესპანური გამოცემა „მარკა“.

ცნობისთვის, იოზილი „არსენალში“ 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ბექა დოგრაშვილი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ბარსელონა”, შესაძლოა, მე-2 ლიგაში გააგდონ

ესპანური მედიის ინფორმაციით, არის გარკვეული შანსი კატალონიის “ბარსელონა” მე-2 ლიგაში დააქვეითონ. გასულ კვირაში ესპანეთის პროკურატურამ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიური გრანდი მამარდაშვილში 30 მილიონს იხდის

იტალიური მედიის ინფორმაციით, “ვალენსიას” ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას “იუვენტუსი&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩავი “ბარსელონაში” კვარას ტრანსფერს ითხოვს!

ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს ითხოვს. “ბარსელონ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ამ ბიჭს ვერაფერი შეაჩერებს! 24 სანტიმეტრით მაღალი ვეგჰორსტიც არ შეიმჩნია (ვიდეო)

“ბარსელონა” “მანჩესტერ იუნაიტედის” მატჩი 2-2 დასრულა. ერთ-ერთ მომენტში 1.73მ-ის გავიმ 1.97მ-ის ვეგჰორსტს თავზე დუელიც მოუგო. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესის “ბარსელონაში” დაბრუნება სურს

ლეო მესიმ “პსჟ”-ს ხელმძღვანელობასთან ბოლო შეხვედრაზე ხელფასის შემცირების შემოთავაზება უარყო და კარიერის გაგრძელების სხვადასხვა ვარიანტს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

მთავარი სამიზნე! საუდის არაბეთი კვარას სანაცვლოდ უკვე 70 მილიონს იხდის

ცნობილი გამოცემა Football Insider წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ნიუკასლი” ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას შეეცდება. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდას “ვალენსიაში” ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს

“ვალენსიას” ლეგენდარული ფეხბურთელი, 47 წლის რუბენ ბარახა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელია. ჯენარო გატუზოს წასვლის შემდეგ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” კამპ ნოუს სკამების გაყიდვას აპირებს

კატალონიის “ბარსელონა” ფინანსური კრიზისის დასაძლევად ყველაფერს აკეთებს და ჟოან ლაპორტას ახალი იდეა მოუვიდა. ახალი სეზონიდან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტი პერესს კვარაცხელიას ყიდვას სთხოვს

ესპანური გამოცემის Dariogol-ის მიხედვით, მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით განსაკუთრებით მოხიბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიბო კურტუას შემცვლელი – “რეალს” მამარდას ურჩევენ

მადრიდის “რეალს” ანალიტიკური გამოცემა Managing Madrid ტიბო კურტუას შემცვლელად გიორგი მამარდაშვილის შეძენას ურჩევს. კურტუას დუბლიორი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდა ლორისს შეცვლის თუ დე ხეას?

“პირველი არხის” პოდკასტში გიორგი მამარდაშვილის აგენტმა, ლევან სეთურიძემ “ვალენსიაში” მამარდას მომავალზე და ინგლისური კლუბებიდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსი” ოსიმენში იმდენს გადაიხდის, რამდენსაც “ნაპოლი” მოისურვებს

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ჩელსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც არ აპირებს ტემპის დაგდებას და მზად არის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“18 წამი დავაგვიანეთ” – “ბარსელონამ” ტრანსფერი სასაცილო მიზე

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე “ბარსელონა” “ლოს ანჯელეს გალაქსის” მარჯვენა მცველის, ხულიან არაუხოს დამატებას ცდილობდა და იდეაშ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტი” კვარაცხელიას დამატებას სერიოზულად განიხილავს

ინგლისური პრესის ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს განსაკუთრებულ აქტიურობას აპირებს და რამდენიმე ვარსკვლავის...
წაკითხვა
ფეხბურთი

1996 წლის შემდეგ პირველად! “ბარსელონა” “რეალის” ფეხბურთელს იმატებს

მადრიდის “რეალის” 27 წლის შემტევი მარკო ასენსიო, დიდი შანსია, “ბარსელონაში” გადავიდეს. “ბარსასა” და ასენსიოს შორის...
წაკითხვა