ლევანდოვსკის აგენტი “ბაიერნის” წინააღმდეგ პოლონელის ამხედრებას ცდილობს
ჟურნალისტი კრისტიან ფალკი იტყობინება, რომ მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის აგენტი პინი ზაჰავი გერმანული კლუბის წინააღმდეგ პოლონელი ფეხბურთელი ამხედრებას ცდილობს.
წყაროს თანახმად, აგენტს მოთამაშის გაყიდვა სურს. ზაჰავის კარგი ურთიერთობა აქვს “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობასთან. მან პარიზულ კლუბს არაერთხელ შესთავაზა ლევანდოვსკი და კილიან მბაპეს გაყიდვის შემთხვევაში, შესაძლოა, ფრანგები მართლაც დაინტერესდნენ ამ წინადადებით. გარდა ამისა, ზაჰავი შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა “ბარსელონას” პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან, რომელთანაც მეგობრობა აკავშირებს.
წყაროს ცნობით, პინი ზაჰავი საკუთარი ჩანაფიქრის განსახორციელებლად “ბაიერნის” წინააღმდეგ რობერტ ლევანდოვსკის ამხედრებას ცდილობს. ამ მიზნით აგენტმა პოლონელ ფეხბურთელს გასულ წელს უთხრა, რომ ბავარიული კლუბი მასზე მეტად სხვა მოთამაშეებს სცემს პატივს. ზაჰავიმ ლევანდოვსკის ამცნო ისინიც, რომ “ბაიერნი” დორტმუნდის “ბორუსიადან” ერლინგ ჰოლანის შეძენას ცდილობს.
თავის მხრივ, “ბაიერნს” პოლონელი თავდამსხმელის შენარჩუნება სურს და მოლაპარაკების პროცესს სერიოზულად უდგება.