ლუის ენრიკე: “მეტოქეს ბევრად ვაჯობეთ”
უეფას ჩემპოიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ სიტი” “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართულ პირველ შეხვედრაში ანგარიშით 1:2 დამარცხდა. კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მატჩი შეაჯამა.
“ბარსელონამ” შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ჩვენ მეტოქეს ბევრად ვაჯობეთ. კმაყოფილები ვართ. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იყო და არა რაიმე კონკრეტული შედეგი. “მანჩესტერ სიტის” დონეც არ უნდა დაგვავიწყდეს. არც ის უნდა დავივიწყოთ, რაოდენ რთული დაპირისპირებაა. კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით, ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას. პენალტს ყოველთვის ვერ გაიტან. გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის მიუხედავად, ჩვენ გვჯერა ლიონელ მესის”, – ლუის ენრიკეს სიტვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” შორის განმეორებითი შეხვედრა 18 მარტს გაიმართება.