ლუის ენრიკე: “თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა”
უეფას სუპერთასის მატჩში “ბარსელონამ” “სევილია” დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 5:4 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში მედიის კითხვებს კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უპასუხა.
— ბევრად უფრო რთული მატჩი აღმოჩნდა, ვიდრე თქვენ მოელოდით…
— არა, ასე არ არის. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რთული რთული მატჩი გველოდა. ყველამ დაინახა, ამ დონეზე რაოდენ რთულია გამარჯვება, როგორ იცვლება ხანმოკლე დროში ყველაფერი. მეტოქემ კარგი თამაში აჩვენა და ანგარიშის გათანაბრება დაიმსახურა. მიხარია, რომ გამარჯვებული ჩვენ დავრჩით.
— ჩვენ ვიხილეთ “ბარსელონას ორი მხარე. მატჩი კარგად დაიწყეთ, მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა…
— როცა გუნდი აგებს, დასაკარგი აღარაფერია. მეტოქემ ბევრი გარისკა, თერთმეტმეტრიანი დარტყმითა და კარგი თამაშის წყალობით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. “სევილიას” კარგი გუნდი ჰყავს. ბევრს ეგონა, რომ ადვილად მოვიგებდით, თუმცა ასე არ მოხდა.
— ნეიმარის შემცვლელად რატომ შეაჩერეთ არჩევანი რაფინიაზე?
— პედროს ტრავმის მხრივ გარკვეული პრობლემა ჰქონდეს, ამას დაემატა გუნდიდან მისი შესაძლო წასვლა. გადაწყვეტილებას ახლა რომ ვიღებდი, ამჯერადაც რაფინიას ვათამაშებდი.
— როგორი შთაბეჭდილება დატოვა ქვეყანამ? კმაყოფილი ხართ სტადიონით, პირობებითა და ორგანიზებით?
— ჩვენ გრძელი გზა გამოვიარეთ, მაგრამ ყველაფრით კმაყოფილები ვართ: მოედნით, ორგანიზებით, ქომაგობით.
— “სევილიამ” გასაოცრად ითამაშა და შეიძლება ითქვას, რომ პენალტების სერია დაიმსახურა. რისი მიღწევა შეუძლიათ წელს ანდალუსიელებს?
— ჩვენ “სევილიას” კარგად ვიცნობთ. მეტოქემ კარგად ითამაშა და პირველი გოლიც გაიტანა. როდესაც იგებ, ბევრად უკეთესია თამაშის კონტრშეტევებზე აგება, მაგრამ ლეოს დახმარებით თამაში შემოვატრიალეთ. საბოლოო ჯამში, კარგად ვითამაშეთ.