მატიჩი: “ლამაზად არ გვითამაშია, მაგრამ ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ”
2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში სერბეთის ნაკრებმა შინ საქართველო ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მუნდიალის საგზური მოიპოვა. შეხვედრის შესახებ სერბთა ერთ-ერთმა ლიდერმა ნემანია მატიჩმა ისაუბრა.
“მატჩამდე ჩვენზე დიდი წნეხი იყო. მოთმინებით უნდა გვეთამაშა. ვიცოდით, რომ შანსი გვექნებოდა, თუმცა მეორე მხრივ, უაზრო შეცდომის გამო გოლი არ უნდა გაგვეშვა უბედნიერესი ვარ. სტადიონზე მოსულ გულშემატკივრებს მხარდაჭერსითვის მადლობას ვუხდი. ჩვენ ლამაზი ფეხბურთი არ გვიჩვენებია, მაგრამ ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ, რის გამოც მოვიპოვეთ კიდეც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური.
გასახდელში რამდენიმე წუთის განმავლობაში ვისაუბრეთ და ყველაფერს ნათელი მოეფინა. ერთი სული გვქონდა მალე დაგვეწყო და დაგვემთავრებინა ეს საქმე. იმედი მაქვს, რომ პირველი ტაიმის გამო ქომაგები ჩვენზე განაწყენებულნი არ არიან. მოხარული ვარ, რომ სერბეთს მუნდიალზე წარვადგენთ”, – ციტირებს მატიჩის სიტყვებს სერბული “სპორტსკი ჟურნალი”.