მბაპე ამ ზაფხულს “რეალში” არ გადავა
“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდს, სავარაუდოდ, არ გამოიცვლის.
L’Équipe-ის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელი აცნობიერებს იმას, რომ დღეს არსებული ფინანსური გარემოს გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში მადრიდის “რეალში” მისი გადასვლა თითქმის არარეალურია.
გავრცელებული ინფორმაციით, კილიან მბაპეს პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა ორი წლის შემდეგ გასდის. მბაპე ხელშეკრულების გახანგრძლივებას თაობაზე მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოთქვამს, თუ მისი კონტრაქტის გამოსასყიდად ადეკვატური თანხა ჩაიწერება ან დაფიქსირდება პუნქტი, რომელიც მას კონკრეტულად “რეალში” გადასვლის საშუალებას მისცემს.
კილიან მბაპემ მიმდინარე სეზონში “პარი სენ-ჟერმენის” ფორმით 33 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.