მესის მამა ლეონარდოსთან საუბრისას ასახელებს კლუბს, სადაც სურს არგენტინელს გადასვლა
ფრანგული გამოცემა L’Équipe-ი წერს, რომ “პარი სენ-ჟერმენის” სპორტული დირექტორი ლეონარდო “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესის მამას, ხორხე მესის დაუკავშირდა. ბრაზილიელმა ფუნქციონერმა არგენტინელი ფეხბურთელის მშობელს ამცნო, რომ პარიზული კლუბი მესის დამატებით დაინტერესებულია და შექმნილი სიტუაციის შესახებაც ჰკითხა. ფრანგული წყაროს თანახმად, ფეხბურთელის მამამ ლეონარდოს უთხრა, რომ მესი “მანჩესტერ სიტიში” გადასვლას ამჯობინებს.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ “ბარსელონას” დატოვება გადაწყვიტა და კლუბის ხელმძღვანელობას კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე მიმართა. არგენტინელი ფეხბურთელის დამატებით ყველაზე აქტიურად “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, პარი სენ-ჟერმენი” და მილანის “ინტერი” არიან დაინტერესებულნი.
ლიონელ მესი “ბარსელონას” აღზრდილი გახლავთ. მას კატალონიური გუნდის რიგებში ჩატარებულ 731 მატჩში 634 გოლი და 285 შედეგიანი გადაცემა აქვს მითვლილი. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს. კონტრაქტის გამოსასყიდი თახნა 700 მილიონ ევროს შეადგენს.