მთავარი სამიზნე! საუდის არაბეთი კვარას სანაცვლოდ უკვე 70 მილიონს იხდის
ცნობილი გამოცემა Football Insider წერს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ნიუკასლი” ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას შეეცდება.
“კაჭკაჭებისთვის” კვარა მთავარი სამიზნე იქნება და ეს მოულოდნელი არც არის. ხვიჩას მიმართ “ნიუკასლის” ინტერესი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წამოვიდა და პრემიერ ლიგის მე-4 ადგილოსანი მზად არის მასში უკვე 70 მილიონი ფუნტი (დეკემბერში ეს 50 მილიონი ფუნტი იყო) გადაიხადოს.
აღსანიშნავია, რომ “ნიუკასლს” საუდის არაბეთის 430 მილიარდიანი ფონდი ფლობს და ეს სწორედ ერთ-ერთი ის გუნდია, რომელსაც კვარაში “ნაპოლის” მიერ ჯერ არდასახელებული დიდი თანხის გამკლავება შეუძლია.
🚨 EXCLUSIVE! 🚨 – Newcastle keeping tabs on Napoli sensation Khvicha Kvaratskhelia. ⚫️⚪️
– Forward seen as genuine target if Howe’s side secure CL qualification. 📌
✍️: @FrazFletcher— Football Insider (@footyinsider247) February 15, 2023