მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნით მატჩში ყატარი არ ითამაშებს

2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ტურნირის მასპინძელი ყატარის ნაკრების თამაშით არ გაიხსნება.

ფიფამ მსოფლიო პირველობის კალენდარი გამოაქვეყნა, რითაც ირკვევა, რომ ტურნირი სენეგალისა და ნიდერლანდების ეროვნული გუნდების შეხვედრით გაიხსნება. მატჩი 21 ნოემბერს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

ბოლოს მუნდიალი არამასპინძელი ნაკრების თამაშით 2002 წელს გაიხსნა, როდესაც ტურნირს კორეა და იაპონია მასპინძლობდნენ, ჩემპიონატის პირველი მატჩი კი საფრანგეთსა და სენეგალს შორის გაიმართა (0:1).

აქვე გთავაზობთ პირველი ტურის განრიგს:

21 ნოემბერი

ჯგუფი A

14:00, სენეგალი — ნიდერლანდები
20:00, ყატარი — ეკვადორი

ჯგუფი B

17:00, ინგლისი — ირანი
23:00, აშშ — ევროპის პლეიოფის გამარჯვებული

22 ნოემბერი

ჯგუფი C

14:00, არგენტინა — საუდის არაბეთი
19:00, მექსიკა — პოლონეთი

ჯგუფი D

17:00, დანია — ტუნისი
23:00, საფრანგეთი — საკონტინენტაშორისო პლეიოფი 1-ის გამარჯვებული

23 ნოემბერი

ჯგუფი E

17:00, გერმანია — იაპონია
20:00, ესპანეთი — საკონტინენტაშორისო პლეიოფი 2-ის გამარჯვებული

ჯგუფი F

14:00, მაროკო — ხორვატია
23:00, ბელგია — კანადა

24 ნოემბერი

ჯგუფი G

14:00, შვეიცარია — კამერუნი
23:00, ბრაზილია — სერბეთი

ჯგუფი H

17:00, ურუგვაი — კორეა
20:00, პორტუგალია — განა

რამდენი ექნება კვარაცხელიას ხელფასი “ნაპოლიში”?

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლისთან” შეთანხმებას მიაღწია და მის სანაცვლოდ ნეაპოლელები 10 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ხვიჩა გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 1 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს ბონუსები.

როგორც პედულა წერს, საბოლოო შეთანხმება აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისისკენ უნდა გაფორმდეს.

“ვის სჯერა, რომ “რუბინი” საუკეთესო ფეხბურთელს ასე უბრალოდ გაუშვებდა” – რას წერენ რუსები ხვიჩაზე?

ხვიჩა კვარაცხელიას წასვლა რუსული საფეხბურთო წრისთვის საკმაოდ მძიმე დარტყმა აღმოჩნდა და ბოლო 2 დღეა რუსი ფანები მასზე აქტიურად წერენ.

“ხვიჩა როგორც პრემია, ისეა: სიხარული უნდა მოგიტანოს და ბარათიდან ქეში გამოიტანო, მაგრამ რეალურად ამ დროს არ გაქვს”

“ლოგიკურია. “რუბინი” ხვიჩას ვერ გაყიდიდა. ახლა “დინამო ბათუმი” გაყიდის და შემდეგ თანხას “რუბინიც” მიიღებს”

“რუბინს” არაფერი ერგება. 100%-ვე პროცენტს ხელმძღვანელობა წაიღებს”

“ვთხოვ საქართველოს, ყველა ქართველი საქართველოს პასპორტით და რუსული პასპორტითაც, წაიყვანოს ჩვენი ქვეყნიდან. არავინ უნდა მიიღოს საშუალება რუსეთში ფული იშოვოს”

“ყაზანელმა კრიმინალებმა ქართველ ქურდებთან ქურდული სქემა შეათანხმეს. ხვიჩას ტრანსფერიდან წილებს არა კონტრაქტიდან გამომდინარე, არამედ არაოფიციალურად მიიღებენ”

“უეჭველი კორუფცია და თაღლითობა რუბინიდან. არავინ დაიჯერებს, რომ მათ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი ასე უბრალოდ გაუშვეს”

“კარგი დრიბლინგი ხვიჩასგან, ყოჩაღ!

“წავიდა? უფრო ძლიერი დაბრუნდება”

Sports.ru-ზე შემდეგი კითხვა იყო დასმული: ხვიჩა “რუბინში” არ დაბრუნდება, გეწყინათ?

1.სამწუხაროა, რომ ასეთ სიტუაციაში წავიდა

2. სულ ერთია, მაინც წავიდოდა, მნიშვნელობა არ აქვს

პასუხი 7000-ზე მეტმა გულშემატკივარმა გასცა და შედეგი ზუსტად 50-50-ზეა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვარაცხელია კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს. მართალია, ხვიჩა “დინამოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მაგრამ ტრანსფერიდან თანხა ყაზანმაც რომ მიიღოს, არ იქნება გასაკვირი…

 

რა ღირს ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული ლიგის ფენტეზიში?

დღეს ხვიჩა კვარაცხელიამ ბათუმის “დინამოში” პირველი ვარჯიში ჩაატარა და შესაძლოა, “თელავის” წინააღმდეგ სადებიუტო მატჩიც გამართოს.

კვარაცხელია უკვე დაემატა ეროვნული ლიგის ფენტეზიში და კვარა 125 ათას ლარად შეფასდა, რითიც, რა თქმა უნდა, ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია.

ხვიჩას თბილისის “დინამოს” შემტევი უსმანე კამარა მოსდევს 100 ათასი ლარით.

90 ათასი ლარი კი საკმაოდ ბევრი ღირს.

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის წილი ნაყარია

ყატარის დედაქალაქ დოჰაში 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური სტადიის წილისყრა ჩატარდა. 32 გუნდი რვა ჯგუფში ასე გადანაწილდა:

ჯგუფი Aㅤㅤㅤ ჯგუფი Bㅤㅤㅤ ჯგუფი Cㅤㅤㅤ ჯგუფი Dㅤㅤㅤ
ყატარი ინგლისი არგენტინა საფრანგეთი
ეკვადორი ირანი საუდის არაბეთი საკონტ. პლეიოფი 1
სენეგალი აშშ მექსიკა დანია
ნიდერლანდები ევროპის პლეიოფი პოლონეთი ტუნისი

 

ჯგუფი Eㅤㅤㅤ ჯგუფი Fㅤㅤㅤ ჯგუფი Gㅤㅤㅤ ჯგუფი Hㅤㅤㅤ
ესპანეთი ბელგია ბრაზილია პორტუგალია
საკონტ. პლეიოფი 2 კანადა სერბეთი განა
გერმანია მაროკო შვეიცარია ურუგვაი
იაპონია ხორვატია კამერუნი კორეა

მსოფლიოს ჩემპიონატი 21 ნოემბერი-18 დეკემბრის პერიოდში გაიმართება.

“შუქურა” და ინგოროყვა შეუჩერებელია – კასრელიშვილის კარიერის მატჩი

ეროვნული ლიგა 1-სა და ლიგა 2-ში ერთადერთი გუნდი, რომელიც წინ უდანაკარგო მიიწევს, ქობულეთის “შუქურაა”.

“შუქურამ” დღეს “სპაერს” 3-1 მოუგო. ინგოროყვამ ანგარიში გახსნა, დუბლი ოლეგ მამასახლისმა შეასრულა, 3 საგოლე პასი კი გიორგი ჯანელიძემ გააკეთა. არადა, მე-4 წუთზე როინ ოდიშელიძემ “სპაერი” დააწინაურა. ინგოროყვას 5 ტურის შემდეგ 6 გოლი დაუგროვდა.

“შუქურამ” შეინარჩუნა გუნდი და გადმოსვლის მთავარი ფავორიტია.

ძალიან მაგარი მატჩი ჰქონდა თბილისის “მერანის” ჯაბა კასრელიშვილს, რომელმაც ჰეთრიკი დადო და “რუსთავთან” 3 ქულა პირადად მოიპოვა. როგორც ყოველთვის გამორჩეულია გიორგი ხარებაშვილი “გარეჯიდან”. მარტვილის “მერანმა” კი მელიავას გაძევების მიუხედავად “ვიტ ჯორჯიას” 92-ე წუთზე შეიკნე სილას ბურთით მოუგო.

სამტრედია 3-1 დინამო ზუგდიდი

გოლები: აფხაზავა 32 (ავტო გოლი), ბარაბაძე 66, კურმაშვილი 75 – ჩხაიძე 52

შევარდენი 0-3 გარეჯი

გოლები: ნოზაძე 48, ხარებაშვილი 69/88

ვიტ ჯორჯია 1-2 მარტვილის მერანი

გოლები: ავლოხაშვილი 6 – ლომთაძე 14, სილა 92

წითელი ბარათი: კიჭი მელიავა 52

მერანი თბილისი 3-2 რუსთავი

გოლები: კასრელიშვილი 58/73/93 – ბზაკვალი 28, საჯაია 52

“გაძეტა დელო სპორტის” ჟურნალისტი “ნაპოლის” კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის გამო აკრიტიკებს

იტალიური “ლა გაძეტა დელო სპორტის” ჟურნალისტი ნიკოლა ბინდა “ნაპოლის” მიერ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს ქართველ ფეხბურთელზე უკეთესი ვარიანტი აქვს.

“ნაპოლის” ალესიო ძერბინის სახით საკმაოდ ძლიერი მოთამაშე ჰყავს. ეს ფეხბურთელი “ფროზინონეს” რიგებში საკმაოდ კარგად გამოდის და შესაძლოა, სამ წელიწადში იტალიის ნაკრების ძირითადი მოთამაშე გახდეს.

“ნაპოლის” სტრატეგიის არ მესმის. გყავთ ისეთი კარგი ფეხბურთელი, როგორიც ძერბინია, რომლის იჯარიდან დაუყოვნებლივ დაბრუნების შესაძლებლობა გაქვს და ამის ნაცვლად ბათუმის “დინამოს” მოთამაშის შეძენა გინდათ. შესაძლოა, კვარაცხელია ფენომენალური ფეხბურთელია და ზოგიერთი ჩემი სიტყვა ფაქტებს ეწინააღმდეგება, მაგრამ ამ ეტაპზე ძერბინზე აქცენტის არგაკეთება “ნაპოლის” მხრიდან წარმოუდგენელი ნაბიჯია. შესაძლოა, ეს უკანასკნელი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების ლიდერიც კი იყოს”, – იტალიელი ჟურნალისტის სიტყვებს “არეანაპოლი” ციტირებს.

ალესიო ძერბინი “ნაპოლის” ფეხბურთელია და 2021-2022 წლების სეზონში სერია B-ში მოასპარეზე “ფროზინონეს” რიგებში იჯარის წესით ირიცხება. მან 24 მატჩი შვიდი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინთან” კონტრაქტი საბოლოოდ გაწყვიტა და ბათუმის “დინამოს” ოფიციალურად შეუერთდა.

აჯუნ ილიჯალი იოზილს “ჰალ სიტიში” გადასვლას სთავაზობს

ინგლისური Talksport-ის ინფორმაციით, “ჰალ სიტის” მფლობელ აჯუნ ილიჯალის გუნდში მესუთ იოზილის მიყვანა სურს.

იოზილს ბოლოს “ფენერბაჰჩეში” მთავარ მწვრთნელთან, ისმაილ ქართალთან ურთიერთობა გაუფუჭდა და მთავარი გუნდიდან თანაგუნდელ ოზან თუფანთან ერთად მოკვეთეს.

მესუთის მომავალი გაურკვეველია და ილიჯალი ფეხბურთელს ინგლისში დაბრუნებას სთავაზობს. დიდი ალბათობით, “ჰალი” შეძლებს ჩემპიონშიპში ადგილი შენარჩუნებას და ახალი სეზონისთვის არველაძის გუნდში იოზილის გადასვლა ჩემპიონშიპის მთავარი ტრანსფერი იქნება.

“ჰალ სიტიში” “ფენერიდან” 2 თვის წინ ირანელი თავდამსხმელი ალაჰიარ საიადმანეში გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ილიჯალი იოზილს “ჰალის” აქციების ყიდვასაც სთავაზობდა. მათ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა აქვთ.

მამუკა კობახიძე: “ხვიჩა ელმასზე 100%-ით უფრო მაგარია”

იტალიურმა გამოცემამ spazionapoli ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო ბათუმის “დინამოს” კაპიტანთან, მამუკა კობახიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

ჟურნალისტი: “ნაპოლის” კვარაცხელია სურს. რა შეგვიძლია გვითხრა ამაზე, არის ის მზად სერია A-სთვის?

“პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩა ტოპ მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, ის ყველაფრისთვის მზად არის”

: ელაპარაკეთ მას მის მომავალზე? შეუძლიათ “ნაპოლის” ტიფოზები წყნარად იყვნენ?

არა, არასდროს გვისაუბრია. სიმართლე ვთქვა, მის მომავალზე ბევრი არაფერი ვიცი”

: თუ გადავიდა, შეუძლია მაშინვე სასტარტოს მოთამაშედ იქცეს?

ვერაფერს ვიტყვი ზუსტად, მაგრამ ის ვიცი, რომ ელმასზე 100%-ით უფრო მაგარია (იცინის)

ელმასი “ნაპოლის” მაკედონიელი ნახევარმცველია, რომელიც გუნდში 2019 წლიდან თამაშობს და 24 მილიონად არის შეფასებული.

კვარაცხელიამ “რუბინთან” კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა და “დინამოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ლადო დვალიშვილი: “მამუკა ჯუღელი ჩემი ძველი მეგობარია, ამ შანსს ვერ გავუშვებდით”

ბათუმის “დინამოს” სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა იტალიურ SerieaNews.com-თან ხვიჩას შესახებ ისაუბრა.

“მისი აგენტი ჩემი ძველი მეგობარია და მითხრა, რომ შანსი იყო კვარაცხელიას ბათუმში გადმოსვლის. ძალიან გამიხარდა და მაშინვე დავთანხმდი. ჩვენ მასთან 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ და ზაფხულში ძალიან საინტერესო რაღაცები მოხდება. ის თვითონ გადაწყვეტს სად წავიდეს. ჩვენ ფანტასტიკური შანსი გვქონდა და ამის გაშვება არ შეიძლებოდა. გარდა ამისა, მან “რუბინთან” კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოგვიერთდა. კვარაცხელია “რუბინში” აღარ დაბრუნდება”.


ჟურნალისტი
: როგორ ფიქრობთ, წავა “ნაპოლიში”?

“ეს კითხვა მას და მის აგენტს ეკუთვნის. მე ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ისეთ პრესტიჟულ გუნდს შეუერთდებოდა, როგორიც “ნაპოლია”, მაგრამ მათთან ამაზე არ მილაპარაკია”.

ცოტა ხნის წინ კვარას “რუბინიდან” საბოლოო წასვლა ყაზანელთა პრესსამსახურმაც დაადასტურა.

ოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელიამ “რუბინთან” კონტრაქტი გაწყვიტა!

“რუბინის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა და რუსეთში აღარც  დაბრუნდება.

კვარაცხელია ბათუმის “დინამოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, თუმცა ეს დროებითი მოვლენაა და ხვიჩა კარიერას, უდიდესი ალბათობით, “ნაპოლიში” გააგრძელებს.

“ჩვენ ასე ფეხბურთელის სამომავლო ინტერესებიდან გამომდინარე მოვიქეცით. მას საქართველოში ძალიან დიდი კრიტიკა და აგრესია შეხვდა” – ამბობს ყაზანური კლუბი.

“რუბინს” საშუალება ჰქონდა ფეხბურთელში 10-12 მილიონი ევრო მაინც მიეღო, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ასე კარგად დამთავრდა.

ფიფას მარტის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა

ფიფას მარტის თვის სანაკრებო რეიტინგი გამოქვეყნდა. სიაში საქართველოს ნაკრებმა წინა თვესთან შედარებით ერთი პოზიციით წინ წაიწია და ახლა ბენინსა და უგანდას შორის 85-ე ადგილი უკავია. საქართველო ევროპულ გუნდებს შორის 38-ე პოზიციაზეა.

რაც შეეხება რეიტინგის ზედა ათეულს, ბრაზილიამ ბელგია უკან ჩამოიტოვა და ახლა სიას “სელესაო” ლიდერობს. აღსანიშნავია მექსიკის პროგრესი, რომელიც წინა თვესთან შედარებით სამი პუნქტით დაწინაურდა და მე-9 ადგილი დაიკავა, რომელზეც მანამდე გერმანია იყო. თავის მხრივ, “ბუნდესგუნდი” მე-12 პოზიციამდე დაქვეითდა.