5 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც რუსეთის ნაკრები აირჩიეს

გუშინ შემოგთავაზეთ 5 ისეთი ქართველი ფეხბურთელი, რომლებთაც შემოთავაზება რუსეთის ნაკრებიდან ჰქონდათ, თუმცა უარი თქვეს და ჩვენი ქვეყნის ნაკრების ღირსება დაიცვეს. ახლა წარმოგიდგენთ 5 ფეხბურთელს, რომლებმაც რუსეთის ნაკრები აირჩიეს.

5. გიორგი მახათაძე

გიორგი მახათაძის მშობლები საქართველოდან არიან, მას შეეძლო საქართველოს ნაკრებში ეთამაშა, მაგრამ სხვა გზა აირჩია. მახათაძე იყო რუსეთის 17-წლამდე ნაკრების კაპიტანი, უთამაშია “რუბინსა” და “როსტოვში”. ბოლოს 2018 წელს, 20-წლამდელებში გამოიძახეს.

4. ნიკოლაი ყიფიანი

25 წლის ნიკოლაი ყიფიანი ერთ დროს რუსეთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა და ლიდერობასაც უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მისი კარიერა ისე არ განვითარდა, როგორც სურდა. ახლა რუსეთის მეორე ლიგაში, “როტორში” გამოდის და ბოლოს 2016 წელს გამოიძახეს 19-წლამდე ნაკრებში. მართალია, ფორმალურად, ძირითად გუნდში თამაში არ ჩაუტარებია, მაგრამ ინტერვიუებში ხშირად აქვს აღნიშნული რომ რუსეთის ნაკრები არჩია.

3. გიორგი მელქაძე

გიორგი მელქაძეს 2016 წელს შესთავაზეს საქართველოს ნაკრებში გამოსვლა, მაგრამ მან ასე უპასუხა: “მათ ვუთხარი, რომ ფეხბურთის თამაში რუსეთში ვისწავლე, ამიტომ რუსეთისთვის ვითამაშებ. გარდა ამისა, მოსკოვში დავიბადე. საქართველოდან ამის შემდეგ არავინ დამკავშირებია. ისევ რომ დამირეკონ, უარს ვეტყვი, მე რუსეთისთვის ვითამაშებ”. მას შემდეგ მელქაძე სამჯერ იყო “სპარტაკიდან” განათხოვრებული და 21-წლამდეთა ნაკრებს ვერ გაცდა.

2. ომარ თეთრაძე

ომარ ოსიპოვი – 18 წლის ასაკში მან გვარი 90-იან წლებში გამძაფრებული ნაციონალიზმის გამო შეიცვალა და დედის ბებიის გვარი, თეთრაძე აიღო. ომარი ველისპირში, დმანისში არის დაბადებული. კარიერა “დინამო თბილისში” დაიწყო, შემდეგ კი ოზურგეთის “მერცხალშიც” იყო. ამის შემდეგ რუსულ და ბერძნულ კლუბებში, 1992 წელს კი 15 მატჩი “რომაში” ჩაატარა. თეთრაძემ რუსეთის ნაკრები არჩია და 94 წლის მსოფლიოზე და 96 წლის ევროპაზე გავიდა. თეთრაძე თავს ბერძენად მიიჩნევს, მაგრამ აღნიშნავს, რომ საქართველო მისი სამშობლოა.

1. გიორგი ჯიქია

გიორგი ჯიქიას მშობლები სოხუმიდან არიან, ომის შემდეგ კი რუსეთში გადავიდნენ, გიორგი მოსკოვში დაიბადა. ჯიქია რუსეთში მოთამაშე ბევრი ქართველის მეგობარია, საქართველოდან უამრავი ზარი მიიღო, ჩამოსულიც იყო, თუმცა ოკუპანტი ქვეყნის ნაკრების “ღირსების” დაცვა არჩია.

“ჩემი გადაწყვეტილების გამო, საქართველოში მოღალატედ მომიხსენიებენ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ოჯახში მხარი დამიჭირეს და სხვა დანარჩენს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. დიახ, მე მეგრელი ვარ. არის ასეთი ხალხი საქართველოში, რომელსაც საკუთარი ენა აქვს. ისინი ქართველებს არც კი ჰგვანან. მეგრულად მეც ვსაუბრობ. ქართულად უფრო ცუდად ვლაპარაკობ, წერა და კითხვა არ შემიძლია”, – განაცხადა ჯიქიამ”, – განაცხადა გიორგიმ 2017 წელს.

შენიშვნა: მართალია, მახათაძეს, ყიფიანსა და მელქაძეს ძირითად ნაკრებში არ უთამაშიათ, მაგრამ მათ არაერთხელ დაუფიქსირებიათ, რომ რუსეთის ნაკრები აირჩიეს, უბრალოდ, შემდეგ აღარ გამოუძახებიათ.

“დილა” უკვე აღარ ხუმრობს – ბათუმის “დინამოს” ყოფილი ბრაზილიელი

გორის “დილამ” უკრაინული “დნიპრო 1”-დან ბრაზილიელი შემტევი ვაგნერ გონსალვეში დაიმატა.

25 წლის ვაგნერი ბოლოს “კრივბასში” იყო განათხოვრებული, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ჩემპიონატი შეჩერებულია და FIFA-მ ფეხბურთელებს უფლება მისცა 30 ივნისამდე სხვა ჩემპიონატებში გადავიდნენ.

გონსალვეში გასულ წლებში “საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოში” გამოდიოდა.

“დილას” მის გარდა ბრაზილიიდან ალეფ სანტოსი, ვანდერსონ სილვა და ტავარეში ჰყავს.

რა რეაქცია ჰქონდა ანტონელას, როცა მესის “პსჟ”-ს ფანები უსტვენდნენ?

“ბორდოს” წინააღმდეგ მთელი მატჩის განმავლობაში “პსჟ”-ს ფანები მესის, ნეიმარს და სხვა ფეხბურთელებს უსტვენდნენ, გარდა მბაპესა.

როგორც ჩანს, ლეოს ცოლმა, ანტონელამ ეს მძიმედ განიცადა, რადგან “ბარსელონაში” არგენტინელს მსგავსი რამ მის კარიერაში არასდროს ჰქონია.

ერთ-ერთ ამ ვიდეოში ლეოსთვის ფანებმა ობსტრუქციის მოწყობა სცადეს, მაგრამ მან მალევე გააჩუმა.

ტოჩინოშინი: “უკრაინას ბომბავენ, ჩემი სამშობლოც საფრთხეშია”

ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე იაპონურ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ლევან გორგაძის თქმით, საქართველო და უკრაინა ერთმანეთის ახლობელი ქვეყნები არიან და საფრთხეში მისი სამშობლოც იმყოფება.

“უკრაინას ბომბავენ. ბავშვები იღუპებიან, რაც ნამდვილად ძალიან სამწუხაროა. ომი ყველაზე ცუდი რამ არის. ჩემს ქვეყანასაც ბევრი ომი აქვს გამოვლილი. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მალე დასრულდება. მშვიდობა ყველაზე კარგია. ჩვეულებრივ ადამიანებს ომი არ სურთ. საფრთხეში მხოლოდ უკრაინა არ არის, საფრთხეშია ჩემი სამშობლო – საქართველოც. უკრაინა და საქართველო ერთმანეთისათვის ძალიან ახლობლები არიან. არ ვიცი, რა მოხდება ხვალ, მაგრამ იმედი მაქვს ომი მალე დასრულდება”, – განაცხადა გორგაძემ.

ტოჩინოშინმა მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ორი დაპირისპირება გამართა, მისი ბალანსი კი ასეთია – 1:1.

გურამ თუშიშვილი: “ამანაც ითამაშა როლი იმაში, რომ დღეს ოლიმპიური ჩემპიონი არ ვარ”

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრმა, +100კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები გაიხსენა.

ტელეკომპანია მთავარი არხის ეთერში, გადაცემაში “სპორტი დიდ ქალაქში”, 27 წლის სპორტსმენმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ოლიმპიადის მოგება ვერ შეძლო.

“ფსიქოლოგიურად, ვემზადებოდი, რომ ნახევარფინალში რინერს უნდა შევხვედროდი და არა ბაშაევს. თუმცა, უცბად რაღაც შეიცვალა. ბაშაევთან ძალიან პრინციპული დაპირისპირება მქონდა, რადგან მას ადრეც შევხვდი. ისრაელში, ევროპის ჩემპიონატზე დამამარცხა.

ფსიქოლოგიურად, იმ დღეს ყველაზე ძლიერად ვიყავი და ის [ბაშაევი] უნდა დამემარცხებინა, სხვა გზა არ მქონდა. თავიდან, ვაგებდი, მაგრამ ისე ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული, რომ ერთ წუთში ვაზარი გავაკეთე, შემდეგ კი იპონი. ფსიქოლოგიურად კიდევ უფრო გავძლიერდი და ჩემს თავს უფრო მეტი დავუმტკიცე.

ფინალში გასვლით, თავი ოლიმპიური ჩემპიონიც კი მეგონა. სადღაც, ალბათ, ამანაც ითამაშა იმაში როლი, რომ დღეს ოლიმპიური ჩემპიონი არ ვარ.

ფინალში რომ გავედი, ძალიან ტიტულოვანი ლუკაშ კრპალეკი შემხვდა, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა მოგებული. იმ წელს ორჯერ დავამარცხე. ვიბრძოლე, მაგრამ წავაგე. დღესაც ვერ ვხსნი. დიდი სპორტსმენია და სათანადოდ ვერ შევაფასე, ამიტომ სამწუხაროდ, ბოლო წუთებში მომიგო. ძალიან ახლოს ვიყავი ოქროს მედალთან, მაგრამ რეალურად ყველაზე ძლიერი ის აღმოჩნდა, ვისაც არ ველოდი. ბევრი რამ ვისწავლე – ყველა მოწინააღმდეგე უნდა დააფასო. დიდი სპორტი ასეთი ყოფილა. ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ჩემს პირველ ოლიმპიადაზე მედალი ავიღე. ამავდროულად, ძალიან მოწყენილიც ვიყავი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახლდით და შემეძლო ოლიმპიური თამაშებიც მომეგო.

ხელი არ მაქვს ჩაქნეული. 2024 წელს ოლიმპიადა პარიზში გაიმართება და უკვე ვემზადები ამ შეჯიბრისათვის. რაც იყო, იყო და იმას აღარაფერი ეშველება. ძალიან კარგია მეორე ადგილი, დაფასებაცაა, მაგრამ ჩემპიონებს სხვანაირად აფასებენ და მინდა, რომ ჩემს საქმეში საუკეთესო ვიყო”, – განაცხადა თუშიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

კვარაცხელიამ “როსტოვს” ჯარიმა შეუგდო (ვიდეო)

ყაზანის “რუბინმა” “როსტოვთან” 1-2 წააგო. ერთადერთი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ შეაგდო.

დი მარიას “ბენფიკა” იწვევს

“რეკორდის” ცნობით, შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ანხელ დი მარია ლისაბონის “ბენფიკაში” დაბრუნდეს.

პორტუგალიური კლუბის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ არგენტინელი ფეხბურთელის აგენტს. 34 წლის ნახევარმცველს “პარი სენ-ჟერმენთან” შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ცნობილია, რომ კლუბი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია “ბენფიკას” ღირსებას 2007-დან 2010 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც მადრიდის “რეალში” გადავიდა. 2014 წელს არგენტინელმა ფეხბურთელმა “მანჩესტერ იუნაიტედს” მიაშურა, ერთი წლის შემდეგ კი “პარი სენ-ჟერმენში” აღმოჩნდა.

შესაძლოა, პარიზში პოჩეტინო სიმეონემ შეცვალოს

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი წერს, რომ “პარი სენ-ჟერმენიდან” მაურისიო პოჩეტინოს წასვლის შემთხვევაში, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მადრიდის “ატლეტიკოს” თავკაცი დიეგო სიმეონე ითვლება.

პოჩეტინოს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა ის ფანებისა და პრესის მხრიდან გამუდმებული კრიტიკის ობიექტია, რის გამოც შესაძლოა, პოსტი მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს.

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობას გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის მიწვევა სურს, თუმცა ეს უკანასკნელი საფრანგეთის ნაკრების ჩაბარებაზე ფიქრობს. რაც შეეხება სიმონეს, ის პარიზული გუნდის გაწვრთნაზე თანახმაა.

დიეგო სიმეონესა და “ატლეტიკოს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს.

გუგეშაშვილი არ იცვლება – ყველაზე გიჟი ქართველი მეკარე (ვიდეო)

გუშინ აზერბაიჯანის ჩემპიონატში “ყარაბახმა” 0-1 იმარჯვა. ძირითადში ლუკა გუგეშაშვილი იდგა, რომელიც, როგორც ყოველთვის, მოედანზე და მოედნის მიღმადაც გამორჩეულია. იხილეთ ამის ერთ-ერთი ეპიზოდიც.

იხილეთ ვიდეო:

ბათუმის “დინამოს” “დაკარგული” ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში!

საქართველოს ნაკრები მარტში 2 ამხანაგურ მატჩს ითამაშებს. 25-ში ბოსნიასთან, 29-ში ალბანეთთან. ორივე შეხვედრა სტუმრად ჩატარდება. როგორც ვიცით, ჯაბა კანკავამ კარიერა დაასრულა და სანიოლს მისი შემცვლელის ძებნა მოუწევს.

ოთარ კიტეიშვილი ჯერ არ მომჯობინებულა, აბურჯანია და გვილია ბოლო პერიოდში ნაკლებად ჩანან, ისევე როგორც, ნიკა კვეკვესკირი.

ამ ფონზე, ბათუმის “დინამოს” 28 წლის ნახევარმცველ გუგა ფალავანდიშვილს ნამდვილად უნდა მისცეს შანსი მწვრთნელმა. გუგამ ეროვნული ლიგის 4-ვე მატჩი ჩემპიონის რიგებში ძირითადში დაიწყო და 4-ვეში გამორჩეულიყო. თვითონ “დინამოს” ფანებიც გაოცებულები იყვნენ მისი ასეთი დაბრუნებით, როცა მანამდე 7 თვე გაუცდა.

ბათუმიდან საინტერესო იქნება ჯოვინო ფლამარიონის ნახვაც, რომელმაც 4 თამაშში 4 ბურთი შეაგდო და მშვენიერ ფორმაში შევიდა, თუმცა ბექა მიქელთაძე, გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე, დავით ვოლკოვი და სხვა ბიჭებიც ძალიან მაგრად ათამაშდნენ და ჯოვინოს გამოძახება ნაკლებად სავარაუდოა გუგასგან განსხვავებით.

რომ არა გაგნიძის ტრავმა, მისი ახლა გამოძახებაც მნიშვნელოვანი ჟესტი იქნებოდა.

 

5 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც რუსეთის ნაკრებში თამაშზე უარი თქვეს

რუსეთის ნაკრების მესვეურებს ყოველთვის ყოველთვის დიდი თანხის შეთავაზებებით და ევროპის/მსოფლიო ჩემპიონატზე მეტი გასვლის პერსპექტივით მრავალი ფეხბურთელი გადაუბირებიათ, ჰქონდათ მცდელობები გამორჩეული ქართველი ფეხბურთელებიც “მოესყიდათ”, მაგრამ ამ ბიჭების მიმართ არაფერი გამოუვიდათ.

5. ზაზა ჯანაშია

ჯანაშიამ კარიერის საუკეთესო წლები მოსკოვის “ლოკომოტივში” გაატარა. 1996 წელს “ლოკოში” გადავიდა, 20 წლის ბიჭმა მალევე დაიწყო გოლების გატანა და შეთავაზება მიიღო რუსეთის ნაკრებიდან, მაგრამ 1997-წელსვე საქართველოში ჩამოვიდა და ჩვენ ნაკრებში ითამაშა.

4. გია გრიგალავა

გრიგალავას რუსეთის 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში 1 მატჩი აქვს ჩატარებული. მან კარიერა სხვა ქართველი ფეხბურთელებისგან განსხვავებით პირდაპირ რუსეთში დაიწყო და 2007 წლიდან მოყოლებული 2011-წლამდე სანამ საქართველოში გამოიძახებდნენ, “როსტოვში”, “მოსკოვში” და “ვოლგაში” გამოდიოდა. ბოლოს, გიამ მოსკოვსს თბილისი ამჯობინა.

3. საბა კვირკველია

ფაბიო კაპელოს დროს რუსეთის ნაკრებს ცენტრალური მცველების დიდი პრობლემა ჰქონდა. საბას აქტიურად არწმუნებდნენ, მაღალი ფინანსური შეთავაზებებიც მიიღო, მაგრამ ასეთი რამ განაცხადა: “თავიდანვე მესმოდა, რომ საქართველოს ღირსება უნდა დამეცვა. მე ხომ იქ დავიბადე, ვალდებული ვარ ამ გუნდის ღირება და ფერებიც დამეცვა. ამასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ აღმძვრია”

2. ჯანო ანანიძე

2007 წელს 15 წლის ანანიძე მოსკოვის “სპარტაკში” მივიდა და თავი ისე გამოიჩინა, 17 წლის ბიჭი მოსკოვის “სპარტაკის” ძირითადში ათამაშეს. რუსებს ეგონათ, ხელში მარგალიტი ჩაიგდეს, 9 თამაშში 3 გოლი ასეთ ასაკში უბრალოდ საოცარი იყო და მაშინვე ეცადნენ მის მოხიბვლას, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. ოჯახისა და ჯანოს მიერ ყველაფერი უკვე ადრევე იყო გადაწყვეტილი.

1.კახა ცხადაძე

ცხადაძე 1992 წელს დსთ-ს ნაკრებში ვიხილეთ. მაშინ ბევრმა კახა სამშობლოს მოღალატედ შერაცხა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რუსეთის ნაკრებში გამოსვლაზე უარი თქვა, უარი განაცხადა დიდ ფინანსურ სარგებელზეც, ჩამოვიდა საქართველოში და თავისივე ფულით გაღარიბებულ გუნდს ფორმები უყიდა.

არიან ისეთებიც, რომლებმაც საქართველო რუსეთი ამჯობინეს. ამაზე, შემდეგ სტატიაში.

 

სიტყვის კაცი, რომელმაც თავისი საქმე უმაღლეს დონეზე იცის – დავით კერესელიძე!

2 დღის წინ ქუთაისის “ტორპედოს” ხელმძღვანელობამ ფანებთან შეხვედრა გამართა და გუნდის წარუმატებელ სტარტი განიხილეს.

“ტორპედომ” 3 მატჩში ერთხელ იმარჯვა და ორჯერ წააგო. ფანები გია ცეცაძის წასვლას მოითხოვდნენ და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას.

მათ გუნდის ხელმძღვანელი დავით კერესელიძე შეხვდა. მეორე დღეს ფანკლუბის გვერდზე დაიწერა: “საუბარი იყო უამრავ თემაზე და შეგვიძლია გითხრათ, რომ კლუბი სასიკეთოდ გააგრძელებს წინსვლას და განვითარებას.
ასევე პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ თვეში ერთხელ შეხვდეს ფანებს მოუსმინოს მათ და გაუზიაროს თავისი შეხედულებები”

გარდა ამისა, სხვა ქუთათურებიც აქებენ კერესელიძეს ამ შეხვედრის შემდეგ და როგორც ჩანს, პროფესიით იურისტს ფანებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოუხდენია.

ვინ არის დავით კერესელიძე? კერესელიძე “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” რექტორია და წლების განმავლობაში ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც კითხულობდა. თსუს ბევრი კურსდამთავრებული აღნიშნავს, რომ კერძო სამართალი სწორედ მან შეაყვარა.

1 თვის წინ ვწერდით, რომ არაბიძის საქართველოში დატოვება ჩიხში შევიდა, თუმცა იურისტის დიდი დამსახურებით, არაბიძე “ტორპედოშია” და საბოლოოდ მოგვარდა დოკუმენტების საკითხიც.

კერესელიძე ბაზას ანახლებს, დავალიანებები გაისტუმრა და “ტორპედო” ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში თურქულ შეკრებაზე იყო წასული. დღეს პრაქტიკულად სრულად აღმოფხრილია ფინანსური პრობლემები და პირიქით, არაბას სანაცვლოდ 200 ათასი იქნა გადახდილი.

როგორც ცნობილია, რექტორს არ უყვარს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და გულშემატკივარს პირდაპირ უთხრა, რომ გუნდის ფორმირებისთვის გეგმა ივნისის ბოლომდე არის დასახული და თუ იმ დროისთვის უარყოფითი შედეგები იქნება, ცვლილებები აუცილებლად მოხდება. თუ ზედიზედ წააგო “ტორპედომ” შეხვედრები, მაშინ უფრო მალე დადგება, თუნდაც მწვრთნელის შეცვლის საკითხი.

საბოლოო ჯამში, კერესელიძე თავისი საქმის პროფესიონალია და “ტორპედოშიც” დიდი გეგმებით მივიდა. ფორმაში მყოფი არაბიძე/პაპუნაშვილის დუეტს ეროვნულ ლიგაში, შეიძლება, ბადალიც არ ჰყავდეს. მნიშვნელოვანია, გულშემატკივრის მხრიდან მას მეტი დრო მიეცეს და შედეგიც აუცილებლად დაიდება.

ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ 1 წელიწადში:

  • “ტორპედომ” მოიგო საქართველოს თასი
  • “ტორპედო” ერთადერთი გუნდია, რომელიც ფეხბურთელებს ყიდულობს და არ ეძებს თავისუფალ აგენტებს
  • დაიმატეს – 18 წლის ჩრდ.მაკედონეილი ტალანტი დაშმირ ელეზი და 20 წლის ნახევარმცველი “ფლამენგოდან” კაიკე დავიდ პერეირა.
  • “ტორპედო” ახალ სეზონში ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი იქნება…