“უზომოდ მადლობელი ვარ!” – ქართველი ძიუდოისტების დახმარება უკრაინას (ფოტო)

საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრებმა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნეს.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სახელით მოასპარეზე წარმოშობით ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი ზანთარაიამ გაავრცელა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ქართველ მეგობრებს მადლობას უხდის.

“უზომოდ მადლობელი ვარ ჩემი მეგობარი ქართველი ძიუდოისტებისა, რომლებიც ამ მძიმე დროს უკრაინას მხარს უჭერენ. ქართველმა ძიუდოსტებმა კიევში მაცხოვრებელ ადამიანებს საჭირო ჰუმანიტარული დახმარება გამოუგზავნეს. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ომის პერიოდში ოჯახებს საჭირო პროდუქტები მივაწოდოთ. დიდი მადლობა, მეგობრებო!” – წერს ზანთარაია.

აღსანიშნავია, რომ ზანთარაია კიევში რჩება და მოსახლეობის დახმარებას აგრძელებს.

Breaking: რომან აბრამოვიჩი სანქცირებულია! რა ელის “ჩელსის”?

ბრიტანეთის მთავრობამ რუსი მილიარდერები, რომან აბრამოვიჩი, იგორ შეჩინი, ოლეგ დერიპასკა და დმიტრი ლებედევი დაასანქცირა.

აბრამოვიჩს ბრიტანეთში ყველა აქტივი გაუყინეს და ლონდონის “ჩელსის” გაყიდვა ახლა უკვე შეუძლებელია.

გარდა ამისა, “ჩელსის” არ შეეძლება ბილეთების გაყიდვა და მხოლოდ აბონემენტების მფლობელები შეძლებენ მატჩებზე დასწრებას უახლესი ინფორმაციით, რომელიც ჯერ კიდევ ზუსტდება.

აბრამოვიჩი “ჩელსის” 4 მილიარდად ყიდდა, თუმცა მაქსიმალური შემოთავაზება 2.4 მილიარდი იყო.

(ინფორმაცია ნახლდება)

მესი “ბარსელონაში” დაბრუნდება? “პსჟ”, ამერიკა

34 წლის ლეო მესის “პსჟ”-ში ჯერ მისი პირველი სეზონი არ ჩაუმთავრებია, ჟურნალისტები კარიერის გაგრძელების სამ ვარიანტზე უკვე წერენ.

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ არგენტინელი კიდევ 1 სეზონი “პსჟ”-ში დარჩება, როგორც ეს კონტრაქტით არის გათვალისწინებული. ამის შემდეგ კი ან “ბარსელონაში” დაბრუნდება ან ამერიკაში წავა.

ესპანელი ჟურნალისტის, ტონი ხუანმარტის ინფორმაციით, “ბარსამ” გამორიცხა მესის დაბრუნება 2022 წელს, თუცმა გუნდს 2023 წელს უკვე შეეძლება მისი დამატება.

არ არის გამორიცხული, ლეოს “ბლაუგრანაში” დაბრუნება სიმბოლური იყოს, მცირე ხელფასზეც დათანხმდეს 1 სეზონით და შემდეგ MLS-ში წავიდეს.

ხოან ლაპორტა სხვადასხვა სასპონსორო კონტრაქტებს ამზადებს და შესაძლოა, ერთ წელიწადში კლუბის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.

ლეგენდა 24 ივნისს 35 წლის გახდება.

პოჩეტინო: “დაუჯერებელია, რომ 2022 წელს ამას ვხედავთ”

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ მადრიდის “რეალთან” განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში პარიზელებმა “რეალი” შინ 1:0 დაამარცხეს, გუშინ ჩატარებულ განმეორებით შეხვედრაში კი მადრიდელებმა “ბერნაბეუზე” 3:1 იმარჯვეს. მეოთხედფინალის საგზური კარლო ანჩელოტის გუნდმა მოიპოვა.

არგენტინელმა სპეციალისტმა აქცენტი “რეალის” პირველ გოლზე გააკეთა და განაცხადა, რომ ბენზემა დონარუმას წინააღმდეგ თამაშის წესებს არღვევდა.

“ვფიქრობ, რომ პირველმა გაშვებულმა გოლმა თამაში შეცვალა. გაოცებული ვარ, რას აკეთებდა ვიდეორეფერი. ჩემი აზრით, დონარუმას წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევა უნდა დაფიქსირებულიყო. შეუძლებელია, მსაჯის ამ შეცდომაზე არ ვისაუბროთ. ამის მიღება ძალიან რთულია და ვერც დავივიწყებ.

დაუჯერებელია, რომ 2022 წელს ამას ვხედავთ. არ მჯერა. ფეხბურთელები განრისხებულები იყვნენ, ფეხბურთი ემოციაა. დიახ, შეცდომები დავუშვით, მაგრამ როცა ემოციებთან გვაქვს საქმე, თამაშიც იცვლება. ასეთი ეპიზოდის შემდეგ გუნდის მართვა რთულდება. ეს ყველაზე რთული რამაა, რაც შეიძლება მომხდარიყო. შესაძლოა, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, მადრიდის “რეალთან” ისედაც წაგვეგო, მაგრამ ეს ასე არ უნდა მომხდარიყო”, – ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Goal.Com.

კარლო ანჩელოტის პირველი კომენტარი “პსჟ”-ს გამოგდების შემდეგ

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, რომელმაც მეორე ტაიმში უბრალოდ სხვა გუნდი გამოიყვანა, პირველი კომენტარი გააკეთა “პსჟ”-სთან მოგების შემდეგ.

“ბენზემამ მთელი მადრიდი გააბედნიერა. ეს რთული მატჩი იყო, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, როცა ასე გაგვიჭირდა. ჩვენმა პირველმა გოლმა ყველაფერი შეცვალა. “პსჟ”-მ კარგად ითამაშა 1 საათი, მაგრამ ბურთის გაშვების შემდეგ, დინამიკაც შეიცვალა. ჩვენ მათზე მეტი ენერგია გვქონდა”, – თქვა პაპა კარლომ.

მოსალოდნელია, რომ ამ მარცხის შემდეგ საფრანგეთს მაურისიო პოჩეტინიო დაემშვიდობება და მას ზიდანი ჩაანაცვლებს.

“ისევ მსაჯები მოისყიდეთ?” – პარიზელები ჯარიმას ითხოვდნენ! (ვიდეო)

მადრიდის “რეალმა” “პსჟ” 3-1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა. პირველი გოლი დონარუმას შეცდომის წყალობით გავიდა, როცა ბენზემას იტალიელთან კონტაქტი ჰქონდა და მეკარესაც ბურთის მოშორება მოუწია, თუმცა, საბოლოო ჯამში, მის კარში გავიდა. ამ მომენტზე პარიზელი ფანები მიიჩნევენ, რომ ბენზემამ წესები დაარღვია და მსაჯს ჯარიმა უნდა დაეფიქსირებინა.

რა ხდება ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო? – “მე მისი საფეხბურთო მამა ვარ”

4 ქართველი ფეხბურთელი – ლუკა წულუკიძე, ლუკა გაგნიძე, ბექა ქავთარაძე და ილია ბერიაშვილი რუსეთს ტოვებენ. ბექა და ილია მამუკა ჯუღელის დახმარებით იყვნენ “როტორში”.

მთავარი ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის მიმართ, არის, რომლებიც “რუბინის” საკუთრებაში არიან.  როგორც რუსულ სპორტულ მედიაში წერენ, რუსეთს მალე ძალიან ბევრი ლეგიონერი დატოვებს და მათ შორის, დიდი ალბათობაა, ხვიჩა კვარაცხელიაც იყოს.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჯუღელის მხრიდან მიდის მუშაობა ბიჭებმა რუსეთი დატოვონ და მამუკასაც სურს, სხვა საფეხბურთო ბაზარზე გადაერთოს, რადგან რუსეთში უკვე აღარანაირი პერსპექტივა აღარ ჩანს.

პირველი – აუცილებელია ფეხბურთელებისთვის ახალი გუნდი 7 აპრილამდე უნდა მოიძებნოს, თუნდაც ქართული. ამის შემდეგ კი ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რათა 30 ივნისს კვლავ დაბრუნება არ მოუწიათ. იქნებ, მანამდე FIFA-მაც გაამკაცროს რეგულაციები.

6 თვის წინ მამუკა აცხადებდა, რომ ხვიჩას “საფეხბურთო მამა” იყო და მას ოჯახისგან 100%-იანი ნდობა ჰქონდა.

საინტერესო იქნებოდა, კვარას ნახვა ინგლისში…

 

რამდენი ათასი ევრო ჰქონდა გაგნიძეს რუსეთში ხელფასი?

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ლუკა გაგნიძემ ლუკა წულუკიძესთან ერთად რუსეთი დატოვეს და კარიერას ევროპაში გააგრძელებენ.

19 წლის გაგნიძე რამდენიმე თვის წინ მოსკოვის “დინამომ” თბილისის “დინამოდან” 1.5 მილიონ ევროდ იყიდა და იჯარით “ურალში” გაუშვა.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელფასის სახით “ურალში” 25 ათასი ევრო ჰქონდა თვეში და მიუხედავად ამ ძალიან დიდი ანაზღაურებისა, რომელსაც, დიდი ალბათობით, ევროპაში ვერ შეთავაზებენ, მან წამოსვლა გადაწყვიტა.

 

რუსეთს “ევროსპორტიც” ტოვებს

ამერიკული მედიაკომპანია “დისქავერი”, რომლის ერთ-ერთი შვილობილი სპორტული ტელევიზიების ქსელი “ევროსპორტი” გახლავთ, რუსეთის ტელებაზარს ტოვებს. კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმის გამო მიიღო.

უკვე გათიშულია “ევროსპორტის” ვებსაიტის რუსული ვერსია, ტელევიზიები კი უახლოეს პერიოდში შეწყვეტენ მაუწყებლობას.

“ევროსპორტი” ევროპული და საერთაშორიოს სპორტული მოვლენების ტრანსლირებას ახდენს. მისი დაფარვის არეალი საქართველოსაც მოიცავს. ის რუსეთში 1995 წლიდან მაუწყებლობს. ტელეარხის რუსულენოვანი რედაქცია მოსკოვიდან მუშაობს.

რუსეთს და ჯუღელს კიდევ 2 ფეხბურთელი ტოვებს!

რუსეთის ჩემპიონატს ლუკა გაგნიძესთან და ლუკა წულუკიძესთან ერთად კიდევ ორი ქართველი, ბექა ქავთარაძე და ილია ბერიაშვილი ტოვებენ.

ორივე მათგანი რუსეთის პირველი ლიგაში, “როტორში” თამაშობდნენ და რადგან კონტრაქტი უკვე ზაფხულში ეწურებათ, რუსეთში დაბრუნება საერთოდ აღარ მოუწევთ. ბერიაშვილს ბოლო მატჩში მონაწილეობაც არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ ბიჭების აგენტი მამუკა ჯუღელია, წულუკიძე-გაგნიძეს კი ირაკლი ლილუაშვილთან აქვთ ურთიერთობა.

გავრცელებული ინფორმაციით, მუშაობა მიდის და ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილიც წამოსვლას აპირებენ.

ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე რუსეთიდან მოდიან!

“ურალის” ქართველი ლეგიონერები, ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე რუსეთს ტოვებენ.

ფეხბურთელების აგენტის, ირაკლი ლილუაშვილის გადაწყვეტილებით, ორივე ლუკა გამოიყენებს FIFA-ს მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს და მინიმუმ, 30 ივნისამდე კარიერას ევროპის რომელიმე გუნდში გააგრძელებენ.

ლილუაშვილი მუშაობს მოთამაშეებს დაბრუნება რუსეთში საერთოდ აღარ მოუწიოთ. გაგნიძე იჯარით მოსკოვის “დინამოდან” არის განათხოვრებული.

გვარდიოლა: “ომში რომ მივდიოდე, ჩემთან ერთად ამ ფეხბურთელს წავიყვანდი”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, ესპანელმა ხოსეპ (პეპ) გვარდიოლამ არტურო ვიდალი შეაქო და თქვა, რომ მასთან ერთად ომშიც წავიდოდა.

“მასთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ომში რომ მივდიოდე, მას აუცილებლად ჩემთან ერთად წავიყვანდი. არტურო კარგი პიროვნებაა. “ბაირნში” მან მოგვცა ის, რაც გვაკლდა”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.Com.

შეგახსენებთ, რომ ვიდალი “ბაიერნში” სწორედ გვარდიოლას მწვრთნელობის დროს გადავიდა.