რა ვიდეოს აქვეყნებს მებრძოლი მირო ვანაძე უკრაინიდან?

ქართველი მებრძოლი უკრაინაში მირო ვანაძე კვლავ კიევშია და უკრაინელებს ეხმარება.

მირო პურს აცხობს და მოსახლეობას უფასოდ ურიგებს. გარდა ამისა, მათ საკვებითაც უზრუნველყოფს და აპირებს ტერიტორიული დაცვის რიგებში ჩაეწეროს.

მებრძოლი უახლოეს ვიდეოს აქვეყნებს და დაბომბილ კიევს აჩვენებს. გარდა ამისა, ის მათ მიმართავს, ვისაც დახმარება სჭირდება.

ფოტოები აღებულია მიროს Facebook-დან

“მეორე შანსი რომ მქონდეს, ისევ ამ სიმბოლოს დავიხატავდი” – რუსი ტანმოვარჯიშე

რამდენიმე დღის წინ რუსი ტანმოვარჯიშე ივან კულიაკი მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, დაჯილდოვების ცერემონიალზე, კვარცხლბეკზე რუსეთის საომარი სიმბოლო “Z”-თი გამოჩნდა. 20 წლის სპორტსმენმა ამ ჟესტით საკუთარ აგრესორ ქვეყანას თანადგომა გამოუცხადა.

აღსანიშნავია, რომ კულიაკმა შეჯიბრზე მესამე ადგილი დაიკავა, გამარჯვებული კი უკრაინელი ილია კოვტუნი გახდა.

სიმბოლო “Z” რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინაში შეჭრის შემდეგ საკუთარ ტექნიკაზე აქვთ გამოსახული. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ის ასე განიმარტება – “Za pobedy” (“გამარჯვებისთვის”).

საერთაშორისო ტანვარჯიშის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა ამ ეპიზოდის განხილვა უკვე დაიწყო. შესაძლოა, რუსი ტანმოვარჯიშე საერთაშორისო შეჯიბრებებიდან საერთოდ მოხსნან.

ივან კულიაკის კომენტარი

“მეორე შანსი რომ მქონდეს, ისევ იმავეს გავაკეთებდი. მე ვნახე, რომ ეს სიმბოლო ჩვენს ჯარს ჰქონდა გამოსახული და ისიც ვნახე, რას ნიშნავდა. ეს არის სიმბოლო, რომელიც ასე განიმარტება – “გამარჯვებისთვის” და “მშვიდობისთვის”. მე მხოლოდ ჩემი პოზიციის დაფიქსირება მსურდა. როგორც სპორტსმენი, ყოველთვის ვიბრძვი გამარჯვებისათვის და მშვიდობისთვის”, – ციტირებს კულიაკის სიტყვებს Sport Bible.

იტალიური მედია: თორნიკე შენგელია “ბარსელონას” შეუთანხმდა

როგორც Eurohoops Corriere di Bologna-ზე დაყრდნობით წერს, თორნიკე შენგელია სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს.

ბოლონიური გამოცემის თანახმად, თორნიკეს და “ბარსელონას” წინასწარი შეთანხმება აქვთ და სწორედ ამიტომ  გაფორმდა “ვირტუსთან” მხოლოდ 6 თვიანი კონტრაქტი.

შენგელია 1 კვირის წინ მოსკოვის “ცსკა”-დან წამოვიდა და “ვირტუსს” შეუერთდა. მანამდე საქართველოს ნაკრების კაპიტანი “ბასკონიას” ღირსებას იცავდა.

 

ნოდარ სიმსივე: “ეს მამაძაღლები ასმაგს ითხოვენ კვარაში, ქარხანაში ათამაშებენ”

კომენტატორმა ნოდარ სიმსივემ “საგოლე გადაცემაში” კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

“ნიჭიერია კვარა, ნიჭიერება მისაბაძია, ჩანს კვარა. მის ყოველ ნაბიჯს გადიდებით უყურებენ და გამადიდებლებით აკვირდებიან. მითუმეტეს, რომ არაერთი წამყვანი გუნდი იყო დაინტერესებული. იმიტომ ვერ წავიდა, ეს მამაძაღლები ასმაგს ითხოვდნენ მაგაში. ეგ არის საწყენი. მაგას ვამბობ, ესენი ითხოვენ ისეთ თანხებს, არავის არ უღირდა. ახლა არის კარი ღია და მინდა რომ წავიდეს. არ იმსახურებს ამ ჩემპიონატში თამაშს. უკეთეს იმსახურებს. გამოდიან, წაგებას აბრალებენ, უხასიათოდ არისო. უხასიათოდ იქნება, ქარხანაში ათამაშებენ. რუსეთის ჩემპიონატი ჩვეულებრივი ქარხანაა, რაც არ უნდა შეფუთო, ყოველთვის ქარხანა იქნება. ნიჭიერი კაცია, სხვა ბიჭებიც, გაგნიძეც, დავითაშვილიშიც, მინდა, რომ მაგარ ჩემპიონატებში იყვნენ”, – განაცხადა კომენტატორმა.

FIFA-მ უკრაინაში და რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს საშუალება მისცა 2022 წლის 30 ივნისამდე სხვა გუნდებში გადავიდნენ, მაგრამ 4 თვის გავლის შემდეგ კვლავ უკან უნდა დაბრუნდნენ.

 

არეულობა დილა – ბათუმის “დინამოს” მატჩში (ვიდეო)

გორის “დილამ” ბათუმის “დინამო” 2-1 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში გაფრინდაშვილმა გახსნა, მაქაცარიას და ონორე გომისის გოლებით “დილამ” გამარჯვება მოახერხა.

მატჩი საკმაოდ ხისტი გამოდგა, რაც დამატებულ წუთებზე არეულობაში გადაიზარდა.

ლაპორტა: “გუნდიდან მესის გაშვებას არ ვნანობ”

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ საკლუბო ტელეარხის ეთერში გუნდის ყოფილი თავდამსხმელის, ლიონელ მესის ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

“კლუბიდან მესის გაშვება ჩემი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. ამ გადაწყვეტილების მიღება არ მინდოდა. მესი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა მაშინ სიტუაციამ ასე გვაიძულა. მესის თაობაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მიწევდა, მაგრამ ამას არ ვნანობ. კლუბზე მეტი არავინაა. შექმნილმა რეალობამ დარტყმა მოგვაყენა. რას ვიზამთ?!

“ბარსელონას” ისტორია გრძელდება. თავჩაუხრელი მუშაობითა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებით წარმატებულ გზაზე დაბრუნება კვლავ შეგვიძლია. სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა”, – აღნიშნა ლაპორტამ.

როგორც მოგეხსენებათ, ლეო მესიმ “ბარსელონა” 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და “პარი სენ-ჟერმენს” შეუერთდა, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. 34 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პარიზული კლუბის ფორმით 24 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

“საქართველოში წადი, იქ უფრო მეტს იხდიან” – შენგელიაზე რუსები გაბრაზებულები არიან

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის “ცსკა” დატოვა და კარიერას იტალიურ “ვირტუსში” გააგრძელებს.

შენგელიას იტალიაში გადასვლის შესახებ ინფორმაცია რუსულმა არხებმაც გააშუქეს და რუსების ერთი ნაწილი მასზე აგდებულად წერს, თუმცა არიან უკვე ისეთებიც, რომლებიც უკვე შეფარულად თუ პირდაპირ, ომის სპორტულ შედეგებზეც აღნიშნავენ.

“საქართველოს ჩემპიონატში წადი, იქ მეტს იხდიან”

“ეხ, ის ყოველთვის ევროლიგის ჩემპიონი იყო, NBA-ს დონის მოთამაშე და ამ ომმა, რომელიც უკრაინულ მშვიდობიან ქალაქებს ბომბავს, ყველაფერი გაანადგურა”

“კიდევ ერთი პატრიოტი წავიდა. ნუ, რა ვქნათ, გაიწმინდება”

“კარგად ბრძანდებოდეთ”

“ძალიან კარგი ლეგიონერი. ახლა რაღას იზამს ცსკა, როცა ყველაფრიდან მონაწილეობა აუკრძალეს?”

“ჯანმრთელი ტარაკანი”

და მსგავსი კომენტარებს ხშირად შეხვდებით. რუსული საზოგადოებისთვის მაინც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენგელია იქნება თუ არა ცსკა-ში. დროა, თორნიკეს ქართველმა ფეხბურთელებმაც მიბაძონ.

ვინ დაწყევლა ქართული ფეხბურთი ასე?

რამდენიმე დღის წინ “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარემ, დავიდ დე ხეამ დაიჩივლა, უკვე ვფიქრობ, ვიღაცამ დაგვწყევლა, ასე რომ ვთამაშობთო.

ძალიან რთულია იგივე ასოციაცია არ გაგიჩნდეთ ქართული ფეხბურთის მიმართ, თუნდაც ამ ორი მაგალითის გამო.

გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის “დინამოში” უბრალოდ დაფრინავდა, გადავიდა “გენტში”, სადაც მალევე მოერგო გუნდს და დაიწყო გოლების გატანა. ერთა ლიგაზე პირადად ჩაკვეს დამსახურებით მოვიგეთ ჯგუფი. გადის გარკვეული პერიოდი, გიორგი ტრავმას იღებს, ბელგიელი ექიმები ოპერაციას არ უკეთებენ, ბრუნდება რამდენიმე თვის შემდეგ მოედანზე და ისევ ტრავმა. საბოლოო ჯამში, ამ პროცეში 2 წელი გავიდა.

მაშინ, როცა ჩაკვეტაძე დაიტრავმა და დიდი ხნით უქმობა მოუწია, თავის თავზე ლიდერობა ხვიჩა კვარაცხელიამ აიღო, რომელმაც ღირსეულად შეცვალა გიორგი და ამჯერად, მისი დამსახურებით ერთა ლიგის ფინალამდეც მივაღწიეთ, სადაც კვარაცხელიამ ვერ ითამაშა. ახლა რა ხდება მის თავს? რუსეთშია, რუსეთს თავს ვერ აღწევს, ბოლო 1 წელია ფსიქიკა გაუნადგურდა ყოველდღე ახალ კლუბში გადასვლით, უკრაინაში საზარელი ომია და მასზე უდიდესი ზეწოლაა წამოსვლის გამო, მაგრამ ფაქტია, ვერ მოდის.

ჩაკვეტაძემ 6 თვით “ჰამბურგში” გადაინაცვლა, დროებით, Fifa-ს რეგულაციით, 30 ივნისამდე წასვლა რუსეთში ყველა ლეგიონერს შეუძლია, მაგრამ შემდეგ კვლავ გუნდში დაბრუნება უწევთ. რა თქმა უნდა, თუ ეს ვარიანტი კვარამ გამოიყენა.

როდის უნდა ეშველოს ქართულ ფეხბურთს და მის იმედებს?

საქართველოს ჩემპიონატში გიგანტი უკრაინელი ითამაშებს

ეროვნული ლიგა 2-ის გუნდ “დინამო ზუგდიდში” კარიერას 31 წლის უკრაინელი თავდამსხმელი არტიომ კოროლჩუკი გააგრძელებს. კოროლჩუკი დღეს “მერანთან” 1-0 მოგებულ მატჩში განაცხადში იყო.

უკრაინელი 31 წლისაა და მანამდე მხოლოდ უკრაინაში უთამაშია. მათ შორის, “ვიქტორიაში”, “ობოლონში”, “უჟგოროდში”. 2021 წლის აგვისტოდან უგუნდოდ იყო და ბოლოს ზუგდიდში აღმოჩნდა.

რაც კოროლჩუკს ყველაზე მეტად გამოარჩვს, მისი სიმაღლეა – 2.05მ. ამ სიმაღლით ის ეროვნულ ლიგასა და ლიგა 2-ში ყველაზე მაღალი მოთამაშეა.

საკმაოდ ბევრი უკრაინელი”შევარდენ 1906-ში” გამოჩნდა. კლუბში სულ 18 მოთამაშე ირიცხება და აქედან 6 უკრაინიდან არის.

ინგლისის პრემიერლიგა რუსეთში ტრანსლირებას წყვეტს

ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” იუწყება, რომ ინგლისის პრემიერლიგამ და ინგლისის ფეხბურთის ლიგამ რუსეთის ტერიტორიაზე საკუთარი ტურნირების ტრანსლაციის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს.

რუსეთში ინგლისის პრემიერლიგისა და ჩემპიონშიფის მატჩების ჩვენებას უახლოეს 24 საათში შეწყვეტენ. ვარაუდობენ, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია აგრესორ ქვეყანაში თასის შეხვედრების ტრანსლაციასაც შეაჩერებს. რუსულ ტელეკომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს ვადა მიმდინარე სეზონის ჩათვლით ჰქონდა.

პუტინს ყველაფერი ჩამოართვეს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ვლადიმერ პუტინი და მასთან დაახლოებული პირი, მილიარდერი არკადი როტენბერგი ყველა დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა.

როტენბერგი განვითარების კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ხოლო, პუტინი საპატიო პრეზიდენტი და საერთაშორისო ელჩი იყო.

ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელობიდან გადადგა ალიშერ უსმანოვი.

Formula 1-ის კლუბმა “ჰაასმა” გუნდიდან რუსი ნიკიტა მაზეპინი გაუშვა, კონტრაქტი კი მამამისის კომპანია “ურაკალთანაც” გაწყვიტა.

რუსეთის ნაკრებებს და რუსულ გუნდებს თითქმის ყველა ტურნიზე აუკრძალეს მონაწილეობა.

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამარაგებს

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად რესტორანს ფლობს და ომის დაწყების შემდეგ უკრაინელ ჯარისკაცებს ყოველდღე ცხელი საჭმელით ამარაგებს.

გუნდის ნახევარი წინა ხაზზე საბრძოლველად წავიდა, ბასილაია კი ტერიტორიულ დაცვაში დგას და ყოველ საღამოს ქალაქის პატრულირებას ახორციელებს, რათა დივერსიული ჯგუფები აღმოაჩინოს და გაანეიტრალოს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მებრძოლი მირო ვანაძეც პურს აცხობს და კიეველებს უფასოდ ურიგებს.