ჩავი ფერან ტორესზე: “ზუსტად იგივე რამ დაემართა ლუის სუარესს”

კატალონიიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა “ნაპოლისთან” (1-1) მატჩის შემდეგ ფერან ტორესის შესახებ ისაუბრა, რომელმაც უამრავი მომენტი გააფუჭა.

“მახსოვს, ზუსტად იგივე რამ დაემართა ლუის სუარესსაც მის პირველ მატჩებში, “ბარსას” მაისური რამდენიმე კილოთი მეტს იწონის. ფერანით ძალიან კმაყოფილი ვარ, ეს დროის და რწმენის ამბავია, მან იცის, რომ ჩვენგან სრული მხარდაჭერა და ნდობა აქვს”, – განაცხადა ჩავიმ.

გუშინდელ მატჩში “ნაპოლისთან” ერთადერთი გოლი სწორედ ფერანის ანგარიშზეა, რომელმაც პენალტი გამოიყენა.

ლორიას საოცარი თამაშით “ანორთოსისმა” ქართველების “აპოელს” მოუგო (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატში ერთმანეთს თემურ ქეცბაიასა და გიორგი ლორიას “ანორთოსისი” და ქვილითაიას, ოქრიაშვილისა და დაუშვილის “აპოელი” დაუპირისპირდნენ.

საოცრად ითამაშა ლორიამ, რომელმაც უამრავი სეივი განახორციელა და 0-2 გამარჯვებაში მთავარი წვლილი შეიტანა. “აპოელიდან” ბუბა 49-ე წუთზე შეცვალეს, ოქრი 70-ზე გამოვიდა, ქვილითაიამ სრულად ითამაშა.

21 ტურის შემდეგ “ანორთოსისს” 37 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა, მე-3-ზეა 36 ქულით “აპოელი”. პირველ პოზიციაზე 45 ქულით რეზი ინჯგიას – “აპოელი”.

მატჩის სრული ვიდეო-მიმოხილვა

ლადო დვალიშვილის ჩავარდნილი ტრანსფერები – დიდი თანხები, ნული შედეგი

ბათუმის “დინამოს” სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი თავისი უცხოური კავშირებიდან გამომდინარე ლეგიონერებს იმატებს, მაგრამ ტრანსფერების უმეტესობა წარუმატებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ლადო საკმაოდ კარგ მენეჯერად ჩამოყალიბდა, მისი უცხოური ტრანსფერები ნაკლებად ამართლებს.

ლადომ ავსტრიიდან ლუკას გროცურეკი ჩამოიყვანა, რომელმაც 28 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი გააკეთა. გროცურეკი ავსტრიის მე-3 ლიგაში წავიდა, არადა ბათუმში დიდი იმედებით ჩამოფრინდა.

უფრო დიდი იმედები მყარდებოდა ფრანგ ვამარა სანოგოზე, რომელმაც “დინამოში” ჩამოსვლიდან მალევე ტრავმა მიიღო, ფორმაში ვერ შევიდა და წავიდა.

ბათუმელებმა ახალი სეზონის წინ 30 წლის მონტენეგროელი თავდამსხმელი სტეფან დენკოვიჩი დაიმატა, თუმცა თუ შეკრებაზე მის თამაშებს დაკაკვირდებოდით, დენკოვიჩმა ძალიან არაკვალიფიციური ფორვარდის შთაბეჭდილება დატოვა.

საგულისხმოა ისიც, რომ ლეგიონერი, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტ ხელფასს ითხოვს…

ვნახოთ, რას იზამს “დინამო” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ეროვნულ ლიგაში, რომელშიც ჩემპიონის სტატუსით ერთვება. შეიძლება ითქვას, ქუთაისის “ტორპედო” და თბილისის “დინამო” გაცილებით გაძლიერდნენ, ვიდრე ბათუმი.

იულია გერასიმოვა – ტიკ-ტოკის ულამაზესი უკრაინელი ვარსკვლავი (ვიდეო)

უკრაინის ფრენბურთელთა ნაკრების წევრი იულია გერასიმოვა ბოლო რამდენიმე კვირაა ტიკ-ტოკის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია და მისი ცეკვა საყოველთაო ყურადღებას იპყრობს.

მატჩის დროს შესვენებისას იულიამ უბრალოდ წაიცეკვა და მისი ეს მოძრაობები უკვე 100 მილიონამდე ადამიანმა ნახა.

ზოგი ამბობს, რომ მსაჯის მისამართით იყო, ზოგი ტრიბუნებისკენ მისი შეყვარებულისკენ იშვერს ხელს, ზოგიც კი მას ამ ჟესტს გუნდის გამხნევებად უთვლის.

გერასიმოვა ოდესაშია დაბადებული და 32 წლის არის. ბევრი ინფორმაცია მასზე არ იძებნება.

კვარაცხელიამ მოსკოვის “დინამოს” გაუტანა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გემო გაიხსენა და მოსკოვის “დინამოს” ამხანაგურ მატჩში შეუგდო. შეხვედრა 2-2 დასრულდა.

“პსჟ” მბაპეს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს სთავაზობს

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობამ გუნდის თავდამსხმელ კილიან მბაპეს წარმომადგენლებთან მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გამართა. ჟურნალისტი სებასტიან დენი იუწყება, რომ ფრანგული კლუბი ფეხბურთელს მოკლევადიან კონტრაქტს სთავაზობს, რაც მას მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებას მოთამაშედ აქცევს.

წყაროს თანახმად, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (1:0) შემდეგ ყატარის ემირის, თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანისთან დაახლოებული პირები მბაპეს ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

“პსჟ”-ის მესვეურები კილიან მბაპეს დარწმუნებას ცდილობენ და მას მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობენ. ცნობისათვის, 23 წლის ფეხბურთელმა ორი შემოთავაზება უკვე იუარა. მაშინ ფრანგული კლუბი მოთამაშეს წმინდა ხელფასის სახით წლიურად 45 მილიონ ევროს სთავაზობდა.

შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენსა” და კილიან მბაპეს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. ფეხბურთელის დამატების სურვილს “რეალი” გამოთქვამს.

მბაპემ ადრე თქვა, რომ ჯერ არ იცის, დატოვებს თუ არა პარიზულ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს.

არველაძეს მთავარი დამრტყმელი ძალა უბრუნდება

“ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის, შოთა არველაძის განცხადებით, “ჰალ სიტის” შაბათის “ქპრ”-ს წინააღმდეგ, შესაძლოა, მალიკ ვილქსი დაუბრუნდეს. ვილქსი ნელ-ნელა უკვე იტვირთება ვარჯიშებზე.

მალიკმა გასულ სეზონში გუნდის ჩემპიონშიპში დაწინაურებაში დიდი წვლილი შეიტანა 22 გოლით. 23 წლის თავდამსხმელი ბოლოს მოედანზე 18 დეკემბერს “ნოტინგემთან” გამოვიდა და ტერფის ტრავმა მიიღო.

“ჰალის” ფანებს ვილქსის დიდად ეიმედებათ და ასევე, იმედი აქვთ, რომ ფეხბურთელი შოთასგან ბევრს ისწავლის.

თბილისის “დინამომ” 20 წლის თავდამსხმელი “ლოკომოტივში” გაუშვა

თბილისის “დინამოს” 20 წლის თავდამსხმელი გიორგი ომარაშვილი კარიერას თბილისის “ლოკომოტივში” გააგრძელებს.

ომარაშვილმა ბოლნისის “სიონთან” გუშინდელ გამართულ მატჩში გოლიც შეაგდო.

გიორგი 2020 წლის სექტემბერში უნგრეთში, “დიოშდიორში” 1-წლიანი იჯარით აიყვანეს, 2021 წლის ივნისში კი “დინამოს აკადემიაში” დაბრუნდა. ფეხბურთელი “დინამო 2”-თან ერთად თურქულ შეკრებაზე უნდა წასულიყო, თუმცა “ლოკოს” მთავარ გუნდში აღმოჩნდა.

20 წლის ომარაშვილი 1.9მ-ის სიმაღლის, საკმაოდ მოქნილი ფორვარდია.

მთავარ ფოტოზე ომარაშვილი ალექსანდრე კალანდაძესთან ერთად არის, რომელსაც ცხადაძემ ნდობა გამოუცხადა.

ილია თოფურიას დედა ევლოვს მიმართავს: “არასწორი ინფორმაციები გაქვს მოვსარ, შვილო”

ილია თოფურიას დედა ინგა ბენდელიანი-თოფურია მოვსარ ევლოევის განცხადებას ეხმაურება, სადაც ინგუშმა თოფურია ესპანელად მოიხსენია.

“ჩემი რუსთაველი ქმარი, რომელიც ომობდა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიების დასაცავად. რატომ გადაწყვიტა, რომ ევროპაში დაიბადა. ილია დაიბადა და გაიზარდა ქართულ, ტრადიციულ ოჯახში. არ აქვს მნიშვნელობა ბინას სად დაიდებს ქართველი, მას სამშობლო ერთი აქვს, საქართველოარასწორი ინფორმაციები გაქვს მოვსარ შვილო.

“ილიას ერთ სიტყვას რომ,,პირველ რაუნდში მოგიგებდა,  რამხელა რამ ააყოლე. გეპასუხა, მეც პირველ რაუნდში ვაპირებ მოგებასო. რა ესპანელი, რის ტილო. მერე არგაჩერდი და კიდე აგრძელებ?არც მწვადს წვავ და არც შამფურს. ჩვენ გრუზინები არა, ქართველები ვართ!“, – პასუხობს მოვსარს ილიას დედა.

ჯერჯერობით, ევლოევი – თოფურიას შეხვედრა არ შედგება, რადგან მოვსარი 5 ივნისს დენ იგეს დაუპირისპირება. ჩვენებურის მეტოქე ცნობილი არ არის.

(c) MMAGeorgia

“რუბინმა” ხვიჩა კვარაცხელიას “ძმა” დაიმატა

ყაზანის “რუბინმა” 21 წლის მცველის, ეგორ ტესლენკოს დამატების შესახებ გამოაცხადა.

ტესლენკო “ცსკას” აკადემიის აღზრდილია, კონტრაქტი კი 2026 წლამდე გააფორმა.

უფრო საინტერესო “რუბინის” ფანების დაწერილი კომენტარებია, რომლებმაც ტესლენკო ხვიჩა კვარაცხელიას მიამსგავსეს.

“ხვიჩას ტყუპი ძმა ჰყავს?”

“კვარა პარიკში”

“ვიფიქრე, ხვიჩას კონტრაქტი გაუხანგრძლივეთ თქო”

მსგავსება ნამდვილად არის…

“ლევანტეს” ფეხბურთელის წარმოუდგენელი დარტყმა “ატლეტიკოს” წინააღმდეგ (ვიდეო)

ბოლო ინფორმაცია ავთანდილ ხურციძის შესახებ – დატოვა თუ არა ციხე მებრძოლმა?

43 წლის ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, გავრცელებული ინფორმაციით, კვლავ ამერიკის ციხეში იმყოფება.

2021 წლის სექტემბერში ავთომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ციხიდან გათავისუფლდდა. 4 ოქტომბერს ერთ-ერთი სასამართლო პროცესის შესახებ საუბრობდა, სადაც პროკურორი კვლავ მოითხოვდა მის დამატებით 5-წლიან პატიმრობას. ბოლო აქტივობა 6 ნოემბრით თარიღდება, როცა შვილის ფოტო და ვიდეო გამოაქვეყნა.

მას შემდეგ ხურციძისგან არაფეირ არ ისმის. როგორც მისი მეგობრები აცხადებენ, მებრძოლი კვლავ ციხეშია და გამოსვლას ელის.

ხურციძე ამერიკაში 2017 წლის 14 ივნისს ამერიკაში რუსულ კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს და სასამართლომ 10-წლიანი სასჯელი დაუწესა.