გორის “დილა” კარგ ფეხბურთელებს იმატებს

გორის “დილა” ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს და ახალ ფეხბურთელებს იმატებს.

“დილაში” კარიერას 22 წლის თავდამსხმელი გიორგი ივანიაძე გააგრძელებს. გიორგი ბოლოს “სიონში” თამაშობდა და 14 მატჩში 4 გოლი შეაგდო. ივანიაძე სადაც იყო, ყველგან შედეგიანობით გამოირჩეოდა.

“სამტრედიის” ყოფილი მარცხენა მცველი, 24 წლის გიორგი ახალაძეც გორში მიდის. გიორგის მთელი კარიერა მხოლოდ “სამტრედიით” შემოიფარგლება. ახალაძეს კარგი დარტყმა აქვს.

“დილამ” მანამდე დემეტრე ბულისკერია, გიორგი ლომთაძე, თამაზ მაქაცარია, თორნიკე ძოწენიძე, მალელი შემტევი ჰაჯი დრამე ესტონური “პაიდედან” და “ლვოდიდან” ბრაზილიელი ალვარო ტავარესი დაიმატა.

აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯოხაძე საქმეშია…

რეალობა ნონა გაფრინდაშვილის საქმეში, რამაც შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს

დღეს იურიდიულმა კომპანია BLB-მ საქართველოს ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთი გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა Netflix-ის სარჩელი საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

შემდომ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნონა გაფრინაშვილის ადვოკატებმა გამარჯვებას მიაღწიეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ის, რომ სასამართლო საქმის განხილვას აგრძელებს, აპრიორი ჯერ არ ნიშნავს, აუცილებლად ჩვენ სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. მხოლოდ საქმის წარმოების შეწყვეტაზე მიღებული განჩინება გამარჯვების მონათვლად, ასევე ნაკლებად სწორია.

ჩვენი დიდოსტატი 5 მილიონ დოლარს ითხოვს კომპანიისგან და მხოლოდ მას შემდეგ ვიქნებით გამარჯვებულები, როცა ნონა მოთხოვნილ თანხას, ბოდიშსა და ფაქტების შესწორებას მიიღებს.

ჯერჯერობით, საქმე გრძელდება და გაფრინდაშვილი თავის შამათს ცოტა ხანში აუცილებლად გააკეთებს.

ხუთი ერთის წინააღმდეგ – როგორ დასრულდა კოსტა რიკის შეტევა პანამასთან (ვიდეო)

ოფიციალურად: შოთა არველაძე “ჰალის” თავკაცია

“ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძე უკვე ოფიციალურად დაინიშნა. მხარეებს შორის ორწელიწადნახევრიან კონტრაქტს მოეწერა ხელი.

შოთამ “ჰალის” ჩაბარების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:

“მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს შესაძლებლობა მომცა. ინგლისში მუშაობა ფეხბურთში ჩართულ ნებისმიერ პირს სურს. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი ოჯახი კი ამაყობს.

ძალზედ მოტივირებული ვარ და მინდა ვაჩვენო, რომ ამ კლუბს ამ ბიჭებით, ხარისხითა და აქ მყოფი ახალგაზრდა ტალანტებით კარგად ასპარეზობა შეუძლია. გუნდში შემოქმედებითობისა და ნიჭიერების და გამოცდილების კარგი მიქსია.

სანახაობრივი ფეხბურთი მომწონს, როდესაც ქომაგები შენ გვერდით არიან – მათ უნდათ და უხარიათ ფეხბურთის სანახავად მოსვლა.

“სუონსი სიტისთან” მატჩსა და ფანებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი.

კარგი და სანახაობრივი თამაშის საჩვენებლად ჩვენი მაქსიმუმის გაღებას ვაპირებთ. მთავარი მიზანი მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გასვლა იქნება.

ფანები უნდა მოვიდნენ და უქომაგონ კლუბსა და ბიჭებს, რომლებიც უყვართ. დიდებული ფეხბურთელები გვყავს იმისთვის, რომ მოხვიდეთ და მათი ცქერით სიამოვნება მიიღოთ.

მოდით გავაკეთოთ ეს ერთად, ერთად ვუქომაგოთ და ერთად გავიმარჯვოთ”.

“ჰალი” 29 იანვარს საკუთარ მოედანზე “სუონსის” მიიღებს. გუნდს ინგლისის ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიცია უკავია და ათი ქულა აშორებს გასავარდნ 22-ე ადგილს.

“ლაშა ტალახაძე, ჩემპიონი ხარ” – ნანუკა ჟორჟოლიანი ტალახაძეს მადლობას უხდის

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძეს მიმართავს და მადლობას უხდის.

ძალიან დიდი მადლობა ლაშა ტალახაძეს, რომელიც სოლიდური თანხით დაეხმარა საბას. და მითხრა, რამე თუ კიდევ დაჭირდებათ აქ ვარო.

ლაშა ტალახაძე, ჩემპიონი ხარ” – დაწერა ჟორჟოლიანმა.

მანამდე ნანუკამ 10 წლის საბას შესახებ დაწერა და საზოგადოებას დახმარება სთხოვა.

“ეს არის საბა, 10 წლის, რომელიც თურქეთის კლინიკაში უმძიმესი დიაგნოზით მოხვდა. თუ ოჯახმა ხვალ საავადმყოფოს 10 ათასი $ არ გადაუხადა გარეთ უშვებენ, რაც ნიშნავს იმას რომ ბავშვი ვერ გადარჩება. ნანუკას ფონდიდან ჩავურიცხავთ 5 ათასს დოლარს, მაგრამ დარჩენილი თანხა უნდა შეგროვდეს და ვისაც რა შეგვიძლია. ძალიან გთხოვთ. ანგარიშის ნომერი კომენტარებშია.”

ანგარიშის ნომერი კომენტარებშია.”

მიმღები:
მამა: ბექა ბერიშვილი / Beqa Berishvili
თიბისი ბანკი:
#GE65TB7665445061100005
დედა: მადლენა ხოჭოლავა / Madlena Khocholava
ლიბერთი ბანკი:
#GE95LB0211120575643000
საქართველოს ბანკი:
#GE28BG0000000161188601

“ის არცერთხელ არ ყოფილა” – ფანები “ჰამბურგის” ხელმძღვანელობით გაოცებულები არიან

2 საათის წინ “ჰამბურგმა” გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერი ორიგინალური ვიდეოთი დაადასტურა, რაც ფანებს ძალიან მოეწონათ, მაგრამ გულშემატკივრები ხელმძღვანელობის ჩუმი და ნაყოფიერი მუშაობით კიდევ უფრო კმაყოფილები არიან.

სანამ ჩაკვეტაძე სამედიცინო შემოწმებას არ გაივლიდა, მანამდე გერმანულ მედიაში ერთი ინფორმაციაც არ გავრცელებულა ფეხბურთელის დამატების შესახებ.

“ის არცერთხელ არ ყოფილა მედიაში. “ჰსვ” ნელ-ნელა ამ გუნდით ამაყს მხდის. ყოჩაღ სპორტის და მედია დეპარტამენტს”

“ძალიან მაგარი. მე ვფიქრობ, 1 ჭორიც არ გამიგია მის შესახებ ან? როგორც იქნა, ვიღაც მაგარი ბიჭი მოვიდა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება “ჰამბურგში”

“ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა ახალი ფეხბურთელის შესახებ არსაიდან იგებ. ეს სიუპრიზი ძალიან კარგია”

“დიდი კომპლიმენტი ჩვენ სპორტულ მენეჯერებს, იონას ბოლდტს და მიქაელ მუტცელს გიორგის მოულოდნელი ტრანსფერისთვის. კეთილი იყოს “ჰსვ”-ში”

 

“მე პირველი ქართველი ფეხბურთელი ვარ “ჰამბურგში” – როგორი ვიდეო მიუძღვნეს ჩაკვეს

“გენტის” 22 წლის ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე 6-თვიანი იჯარით “ჰამბურგში” ითამაშებს. “ჰამბურგმა” ჩაკვე ორიგინალურად წარადგინა.

გიორგი ჩაკვეტაძე “ჰამბურგში” ითამაშებს

საქართველოს ნაკრების და ბელგიური “გენტის” 22 წლის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას “ჰამბურგში” ითამაშებს.

ჩაკვე “ჰამბურგში” სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გადაბარგდა და სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

“ჰამბურგს” 20 ტურის მერე 34 ქულა აქვს და ლიდერ “დარმშტადს” 5 ქულით ჩამორჩება.

“ჰამბურგი” ისტორიული გუნდია და 5-ჯერ არის ბუნდესლიგის ჩემპიონი.

“ბატონო ზაზა როგორ ხარ” – მერაბ დვალიშვილის მაგარი მომენტი (ვიდეო)

UFC-ის ქართველი მებრძოლები, მერაბ დვალიშვილი და ზვიად ლაზიშვილი ილია თოფურიას მატჩისთვის UFC 270-ზე წავიდნენ, თუმცა გზაში გაიგეს, რომ შეხვედრა გადაიდო. ბიჭები გიგა ჭიკაძეს, გიგას შვილს, მაქსი ჭიკაძეს და მამას, ზაზა ჭიკაძეს შეხვდნენ და ამერიკაში აჭარული ხაჭაპურები მიირთვეს. ეს მომენტი კი ძალიან სასიამოვნო იყო…

შევჩენკო პოლონეთის ნაკრებს ვერ ჩაიბარებს

ანდრეი შევჩენკო პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს სათავეში ვერ ჩაუდგება.

როგორც უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ციგანიკი წერს, შევჩენკომ “ჯენოასთან” შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა ვერ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი სპეციალისტი იტალიური გუნდის მთავარი მწვრთნელი აღარ არის, მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი ძალაში რჩება. დოკუმენტს ვადა 2022 წლის 15 ივნისის ჩათვლით აქვს.

ამრიგად, პოლონეთის ფეხბურთის კავშირს კანდიდატურის შერჩევა ადგილობრივი სპეციალისტებიდან მოუწევს. ნაკრების ჩაბარების ყველაზე დიდი შანსი გუნდის ყოფილ თავკაც ადამ ნავალკას აქვს.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრების თავკაცის პოსტი ვაკანტური დეკემბრის ბოლოდანაა, როდესაც პაულო სოუზამ აღნიშნული თანამდებობა დატოვა და ბრაზილიურ “ფლამენგოს” მიაშურა.

პოლონელები 24 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსებს ეთამაშებიან.

ნიკა კაჭარავა სამხრეთ კორეაში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების 28 წლის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კარიერას სამხრეთ კორეის მე-2 ლიგაში გააგრძელებს.

Goal.philenews-ის ინფორმაციით, ნიკას ახალი გუნდი “ჯეონამ დრაგონსი” იქნება, რომელმაც სამხრეთ კორეის თასი მოიგო და აზიის თასზე ასპარეზობს. სეზონი 19 თებერვალს განახლდება.

კაჭარავა 1 თვის წინ კვიპროსული “ანორთოსისიდან” საკმაოდ უცნაური მიზეზით გამოაგდეს. გურამ კაშიასთან ერთად “აპოელის” მატჩს ესწრებოდა და როცა ქვილითაიამ გოლი გაიტანა, კაშიას გამოქვეყნებულ ვიდეოში ქართველის მიერ ბურთის შეგდების შემდეგ იღიმოდა, რაც “ანორთოსისმა” მიზეზად გამოიყენა.

ნიკას შეთავაზებები პოლონეთიდან და კვიპროსიდან ჰქონდა, თუმცა კორეაში წასვლა არჩია, სადაც პირველ ლიგაში ვაკო ყაზაიშვილი აგორებს ბურთს.

ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ჯაბა კანკავამ 35 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა. საქართველოს ნაკრების უვკე ყოფილმა კაპიტანმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

“ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც შეძლებისდაგვარად მოკლედ, ბევრი რამის თქმა გსურს. ეს, სწორედ ასეთი შემთხვევაა. სიტყვა მადლობა ჩემ ცხოვრებაშიც გამორჩეულია, ამიტომ მადლობა ღმერთს, რისი კეთების შესაძლებლობაც მომცა, მადლობა ჩემ ქვეყანას, რადგან თავის წარმოჩენის საშუალება ასეთ დონეზე და ამ დოზით მქონდა. მადლობა ხალხს, თითოეულ გულშემატკივარს, ვისგანაც ვგრძნობდი სიყვარულს, გვერდში დგომას, პატივისცემას წლების განმავლობაში. გამორჩეული და განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა დედას, სწორედ მისი და ჩემი ოჯახის თითოეული წევრის, და ახლობელი ადამიანის, დიდი დამსახურებაა რომ მქონდა მოტივაცია და შესაძლებლობა ამდენი ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ეროვნული ნაკრების წევრი. მინდა გამოვყო და გამოვარჩიო, ჩემ მიმართ ლევან კობიაშვილის და ალექსანდრე იაშვილის გვერდში დგომა. მათმა დამოკიდებულებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში კვლავ ნაკრების წევრი ვყოფილიყავი.

მადლობა თითოეულ მწვრთნელს, ფეხბურთელს, სამედიცინო პერსონალს, ყველა იმ ადამიანს ვისთან ერთადაც, თუნდაც ერთი თამაში ჩავატარე და სანაკრებო გარემოში ვიმუშავე. მადლობა იმ პატივისცემისთვის და უერთიერთობებისთვის, რაც ერთმანეთის მიმართ გვქონდა. მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი საქათველოს ეროვნული ნაკრების წევრი 17 წლის განმავლობაში. რამდენად გამომივიდა, არვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ ჩემი ქვეყნის წარმატებაში ჩემი წვლილი შემეტანა. მივიღე გადაწყვეტილება დავასრულო სანაკრებო კარიერა, წარმატებებს ვუსურვებ მთელ საქართველოს და ეროვნულ ნაკრებს, დარწმუნებული ვარ და მჯერა მათი წარმატების მომავალში. ქვეყნის და საქართველოს ნაკრების დიდი გულშემატკივარი ჯაბა კანკავა”, – წერს კანკავა.

ჯაბამ ეროვნულ ნაკრებში პირველი მატჩი 2004 წელს ჩაატარა, როცა ის 18 წლის იყო. მის ანგარიშზე 100 კეპია.