ლაშა ბექაური და რომან დოლიძე პირველ ქართულ ბლოკბასტერში (ვიდეო)

ქართველმა სპორტსმენებმა, რომან დოლიძემ და ლაშა ბექაურმა პირველ ქართულ ბლოკბასტერში მიიღეს მონაწილეობა.

“9 ძმა” – ასე ქვია ფილმს, რომლის საპილოტე ვერსიის ჩვენება გუშინ გაიმართა და ძალიან საინტერესო სანახავი გამოდგა.

9 ძმა – გასაიდუმლოებული ანტიტერორისტული სპეც დანაყოფია და სპორტსმენების გარდა მასში გიორგი ვარდოსანიძეს, ზურაბ ინგოროყვას, გიორგი გილიგაშვილსა და სხვა მსახიობებს შეხვდებით.

“გადაღებები განახლდება გაზაფხულ-ზაფხულში. ლოკაციების სიმრავლიდან გამომდინარე, გადასაღები პროცესის მომზადებას ბევრი დრო დასჭირდება და ჩვენც მაქსიმალურად ჩართულები ვართ ამ პროცესში. გადაღებები იქნება საქართველოს რამდენიმე რეგიონი და ქალაქები, უკრაინა, სტამბული, ბუდაპეშტი, ბრატისლავა, სანკტ პეტერბურგი და დუბაი”, – წერია 9 ძმის გვერდზე.

რეჟისორები ზურაბ ვასაძე და სერგო ეგოიანი არიან.

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის კავშირში რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები დაიწყო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის მოთხოვნით.

რაგბის კავშირი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები დაიგეგმა და განხორციელდა „მსოფლიო რაგბთან“ კონსულტაციებითა და შეთანხმებით, ორგანიზაციის ოპტიმიზაციის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ რაგბის კავშირის სტრუქტურული ცვლილებები, რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო იმ მორაგბეების ერთ-ერთი მოთხოვნა და წინასაარჩევნო დაპირება, რომლებიც დღეს საპირისპირო განცხადებებს ავრცელებენ.

რაგბის კავშირი

წლის აცილება “დინამო თბილისის” ლეგიონერის შესრულებით (ვიდეო)

“დინამო თბილისი” პირველ ამხანაგურ მატჩში მე-2 ლიგაში დაწინაურებულ “სპაერს” ეთამაშება და მეტოქეს 1-0 ამარცხებს. გოლი თორნიკე კირკიტაძემ შეაგდო

პირველი ტაიმის ბოლოს დმიტრი ანტილევსკიმ სტანისლავ ბილენკი ცარიელ კართან მარტო დატოვა, თუმცა ბილენკიმ ააცილა.

ბილენკი თბილისში ბრესტის “დინამოდან” გადავიდა, სადაც გასულ წელს 27 მატჩში 13 გოლი შეაგდო.

არც კორონა, არც ტრავმა, არც ამერიკა – მამარდაშვილს 5 თვეა არ უთამაშია

გუშინ ლა ლიგის 21-ე ტურში “ვალენსიამ” “სევილია” მიიღო და 1-1 ეთამაშა.

რამდენიმე დღის წინ “ვალენსიას” ძირითად მეკარე იასპერ სილენეს კოვიდი ჰქონდა,  ხაუმე დომენეკს მუცლის არეში დისკომფორტი, ყველა მამარდაშვილის დაყენებას ელოდა, მაგრამ ბორდალასი სხვანაირად მოიქცა.

ბორდალასმა თასის შეხვედრაში დომენეკი გამოიყვანა, “სევილიასთან” 2 დღის გამოჯანმრთელებული სილესენი, რომელმაც ფეხის ტრავმა მიიღო და მე-18 წუთზე ჰოლანდიელი ხაუმემ შეცვალა.

გარდა ამისა, ჩაიშალა მე-4 გოლკიპერის, რივეროს ტრანსფერი ამერიკულ “დალასში”.

მამარდაშვილს 22 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია, თუმცა “ღამურებმა” ის 31 დეკემბერს ოფიციალურად გამოისყიდეს.

 

“ჰალ სიტიში” ახალი ერა იწყება – შოთას მეგობარმა “ჰალი” იყიდა

“ჰალ სიტის” განცხადების თანახმად, გუნდი ოფიციალურად “აჯუნ მედია ჯგუფმა” იყიდა, რომელიც თურქი მილიარდერის, აჯუნ ილიჯალის დაფუძნებულია. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მრავალი ბიუროკრატიული პროცედურის გავლის შემდეგ გუნდის ყიდვა საბოლოოდ დაადასტურა.

“მე მქონდა ოცნებად საფეხბურთო გუნდის მფლობელი ვყოფილიყავი. დღეს ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება ამიხდა” – განაცხადა ილიჯალმა.

ილიჯალს “ჰალის” ფეხბურთელებმა სათანადო დახვედრა მოუწყეს და “ბლექბერნ როვერსი” 2-0 დაამარცხეს.

თურქი კლუბს თავის მეგობარს, შოთა არველაძეს ჩააბარებს, რომელიც სამუშაო ვიზას ელოდება. აჯუნი მზად არის ზამთარში მხოლოდ ტრანსფერებზე 15 მილიონზე მეტი გამოყოს.

თურქეთში, მატჩის მიმდინარეობისას, გარდაცვლილი ფეხბურთელის ხსოვნას პატივი მიაგეს (ვიდეო)

18 იანვარს, თურქეთის ჩემპიონატში “ქონიასპორმა” საკუთარ მოედანზე “ადანა დემისპორი” მიიღო და 1:0 გაიმარჯვა.

მე-6 წუთზე თამაში ცოტა ხნით შეჩერდა. სტადიონზე მყოფმა გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა პატივი მიაგეს აჰმეთ ჩალიკის ხსოვნას.

აჰმეთ ჩალიკი 11 იანვარს, ავტოავარიას ემსხვერპლა. იგი 27 წლის იყო და ბოლო ორი წლის განმავლობაში “ქონიასპორის” ღირსებას 6-ნომრიანი მაისურით იცავდა.

“ქონიასპორმა” გატანილი გოლიც და გამარჯვებაც სწორედ ჩალიკს მიუძღვნა, გულშემატკივრები კი მის სახელს მთელი მატჩის განმავლობაში სკანდირებდნენ.

“ანორთოსისი” მაგარ ფორმაშია – ქეცბაიამ ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო

თემურ ქეცბაიას “ანორთოსისმა” კვიპროსის თასზე “პაფოსი” 3-1 დაამარცხა. პირველი ტაიმი “პაფოსმა” 0-1 მოიგო, მაგრამ მე-2 ნახევარში “ანორთოსისმა” 3 გოლი შეაგდო და მეორე ეტაპის წინ კარგი ფორა შეიქმნა.

ქეცბაიას გუნდს 6 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და აქედან 5 შეხვედრაში იმარჯვეს. გუნდი 25 ქულით მე-4 ადგილზე დაწინაურდა და პირველ ადგილზე მყოფ “აელს” 8 ქულით ჩამორჩება.

1 თვის წინ თავკაცის საქმე ისე იყო, შესაძლოა, კლუბიდანაც გაეშვათ. თემურს მხოლოდ 1 ქართველი, გიორგი ლორია შემორჩა.

რა ხდება ბათუმის “დინამოში”? კონტრაქტი 31 დეკემბერს დასრულდა

ბათუმის “დინამო” 10 იანვარს შეიკრიბა, 16 იანვარს კი თურქეთში პირველ მოსამზადებელ შეკრებაზე წავიდა, მაგრამ ჯერჯერობით, გუნდის არცერთი ვარჯიშის ფოტო ან ვიდეო მასალა ოფიციალურ გვერდზე არ გამოქვეყნებულა.

გულშემატკივარი აქტიურად ითხოვს ვარჯიშის ვიდეო, მწვრთნელის კომენტარები და სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია დაიდოს, მაგრამ არაფერი ჩანს.

შესაძლოა, ეს ყველაფერი Europebet-თან კონტრაქტის დასრულებას უკავშირდებოდეს, რომელიც კლუბის მარკეტინგულ მხარეზე ზრუნავდა და თანამშრომლობა 31 დეკემბერს დასრულდა. ფაქტია, Europebet-ის გუნდი თავის საქმეს ძალიან მაგრად ასრულებდა.

მაგალითად, 12 იანვარს “დინამომ” ახალწვეულები დამონტაჟებული ვერსიით ახალ ფორმებში წარმოადგინა, თუმცა მალევე ფოტოების წაშლა მოუწია, რადგან ფანებს დიზაინი საშინლად არ მოეწონათ. შემდეგ “ნამდვილი” ფოტოებით სცადეს სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ ეს ნაკლებად გამოვიდა.

მზადების ფოტოები და ერთადერთი 15-წამიანი ვიდეო ოსმან მჟავანაძემ (საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის პრეზიდენტი) გამოაქვეყნა, რომელიც ბათუმს “ტრაბზონის” ხელმძღვანელობასთან კონტაქტში დაეხმარა და “ტრაბზონმა” ჩვენებს სავარჯიშო მოედნები 1 დღით დაუთმო. ფოტოებში გუგა ფალავანდიშვილი გამოჩნდა, რომელიც “დინამოს” ზაფხულში შეუერთდა, თუმცა არ უთამაშია. არ ჩანს ჯანო ანანიძე.

ამ დროს თბილისის “დინამო” აქტიურად თითქმის ყოველდღე აშუქებს თბილისელთა ვარჯიშს და ახალწვეულების კომენტარებსაც გვთავაზობს. იგივეი თქმის ქუთაისის “ტორპედოზეც”.

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ და ეტაპზე ბათუმს ძლიერი მარკენტიგული სვლები დაჭირდება და იმედია, ამ მხრივ ბათუმს სპონსორის წასვლა აღარ დაეტყობა.

გოგა ბითაძეს ტუზი დაეცა – ბითაძე ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ

“ინდიანა პეისერსის” 22 წლის ქართველმა ცენტრმა “კლიპერსთან” მაილს ტერნერის ტრავმის გამო 24 წუთი ითამაშა და NBA-ში კარიერის საუკეთესო შედეგი, 17 ქულა დააფიქსირა. გოგამ 8 მოხსნა, 2 დაფარება და 2 გადაცემაც დააგროვა.

“ინდიანას” ძირითადი ცენტრი ტერნერი მინიმუმ 2 კვირით, უფრო, დიდი ალბათობით, 1 თვით იუქმებს და გოგა ამ დროის განმავლობაში მეტ სათამაშო დროს მიიღებს.

გარდა ამისა, Espn-ის ინფორმაციით, “ინდიანა” 10 თებერვლამდე ანუ ტრეიდების განხორციელების ბოლო დღემდე ტერნერი-საბონისის დუეტიდან რომელიმეს აუცილებლად გაცვლის. მაგალითად, საუბარი მიდის “საკრამენტოსთან” საბონისისა და დეაარონ ფოქსის გაცვლის თაობაზე, რომელიც პოზიციით გამთამაშებელია.

ხვალ თბილისის დროით 07:30-ზე “ინდიანა” ლებრონ ჯეიმსის “ლეიკერსს” ეთამაშება და “პეისერსმა” მატჩის დღის მთავარ პოსტერზე გოგა ბითაზე დაიტანა. ფანები კომენტარებში მის მეტ თამაშს ითხოვენ.

“გიგა კი მთხოვე, მაგრამ…” – ზაზა ჭიკაძე სოციალურ ქსელში გულშემატკივარს მიმართავს

გიგა ჭიკაძის მამამ, ზაზა ჭიკაძემ UFC-ში გიგას წაგების, “თრეშ თოქის”, დამალული კოვიდისა და სხვადასხვა საკითხის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

“გამარჯობათ!!!

პირველ რიგში მოგილოცავთ ყველას ახალი წლის დამდეგს! დღეს ნათლისღებაა და მიულოცავ მთელს ჩემს ერს და ბერს, მთელს მართმადიდებელ სამყაროს ამ ბრწყინვალე დგესასწაულს!!! მიულოცავ ჩემს ნათლულებს (10 მყავს და ღმერთმა გააძლიეროს და გამიმრავლოს). მივულოცავ ყველას ვინც დღეს მოინათლა და მოინათლება მომავალში მართმადიდებლად!!!
ახლა კი მინდა ვინც თვალს ადევნებდით, MMA -ს გულშემატკივრებს და კერძოდ UFC-ის მოყვარულებს, პატარა ჩემეული ანალიზი გაუკეთო ( თუმცა შესახლოა სუბიექტურად გამომივიდეს და მოგეხსენებათ ვინაიდან და რადგანაც …მიხვდებით რატომაც მამის პოზიციიდან გამომდინარე და იმედია ამაზე არ გამსჯით )ვეცდები მაქსიმალურად ვიყო ობიექტური!

დავიწყებ იქიდან, რომ გიგას არამარტო თხოვნით არამედ მოთხოვნით ვცდილობ ვიყო მაქსიმალურად კორექტული და არ ავყვე იმ ხეითერებს და იმ ვაი გულშემატკივარს ვინც თავისი კომენტარებით ამჟღავნებს ამ სპორტის თანხლები ,,ატრიბუტიკის,, უცოდინრობას. ცნობისთვის MMA არის სპორტი და UFC არის ამ სპორტის უმაღლესი ლიგა სადაც გამოდიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რჩეული, უმაღლესი კლასის მებრძოლები( აქ შემთხვევით და ჩაწყობით არავინ და ვერავინ ხვდება), რომლებიც იბრძვიან თავისი ქვეყნის წარმოსაჩენად და პირველ რიგში ჰონორარისთვის, რის გამოც სწირავენ თავის ჯამრთელობას. ნუ რას იზავ ვიგაცისთვის ეს შეიძლება მიუღებელიაცაა, 21- ე საუკუნეში გლადიატორობა, მაგრამ თავის დამკვიდრებისთვის დღეს ბევრი უკადრებელსაც აკეთებს . ჩხუბი და ბრძოლა კი განსაკუთრებით ქართველისთვის მისაბაძია და საამაყოც ანუ სისხლის ყივილია! ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლი განსხვავებით ჩემი მეუღლისგან ნინოსგან გიგას დედაზეა საუბარი აცხონოს მისი სული უფალმა!

დავუბრუნდეთ მმა-ს. ანუ მებრძოლი მით მეტად ფასობს რაც მეტი ფანი ყავს და მეტი მაყურებელი. ყველა მებრძოლი ცდილობს ბრძოლოდან ხაზს ვუსვამ ბრძოლამდე, რაც შეიძლება მეტი შემოსავლი მიიღოს. ბიზნესის კუთხით თუ მიუდგებით მებრძოლი ქმნის პროდუქტს და ცდილობს გაყიდოს რაც შეიძლება მეტად თავისი შექმნილი პროდუქტი, რომ მეტი შემოსავალი მიიღოს. ესაა მათი ამოცანა! ანუ მებრძოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ხაზს უსვამ ერთ – ერთი რომ დადგას შოუ ჩხუბამდე, რომ მაყურებლისთვის უფრო ცნობადი და გაყიდვადი გახდეს, რა თქმა უნდა ბრძოლის შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჟარგონულად გეტყვით მებრძოლი ტეხავს ჰაი-პაის , ამას იტაცებს მედია, სოც ქსელები და შედეგად ვიღებთ მაყურებლისთვის საინტერესო საღამოს. ამას ქვია თრეშ-თოქი რის გაკეთებაც გიგას და გიგას მენეჟმენტს მოსთხოვა UFC -ს მამებმა. ამდენს იმიტომ ვწერ რომ მივახვედრო დამწყები გულშემატკივარი ვისთვისაც გიგას ასეთი ქმედება რასაც თრეშ-თოქი ქვია მიუღებელია.

რაც შეეხება სოც ქსელებიში გიგას ქმედებებს უმეტესი ნაწილი გიგას მენეჯმენტის დაწერილია და ბევრი ხვდება რომ ეს ნაწილი გიგას ხელწერა არაა! დგეს ვუსმინე კაკის და გიგა კუხალაშვილის პოტკასტს ,,მტკივნეული შოუ ,, იუთუბზე და ბიჭებს საკმაოდ დახვეწილად და პროფესიონალურად მიყავთ გადაცემები და სწორ ანალიზს აკეთებენ . დამწყებ გულშემატკივრებს ურჩევ თვალი ადევნონ ამ გადაცემას სადაც ხშირად არიან მოწვეული სტუმრებიც ვინც სწორ ანალიზს აკეთებენ. ასევე ბევრი საინტერესო გვერდია ფეისბუკზე სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ახალ-ახალი ნიუსები , ბრძოლის გარჩევები უცხოელი და ქართველი მებრძოლების მონაწილეობით, მათ შორის ჯანსაღი კრიტიკაც რაც სავსებით მისაღებია მებრძოლებისთვისაც.

დავუბრუნდები გიგას ! გეტყვით რომ გიგას შესაძლებლობების, უნარების დატექნიკის ცონის მხრივ მწვრთნელების შემდეგ რა თქმა უნდა მცოდნედ მეც ვთვლი ჩემს თავს( აქ არ ვგულისხმობ მშობლის პოზიციას) .ამ ჩხუბის სრული კემპის ანუ მოსამზადებელი სამწვრთნელო და საბრძოლო კურსის ჩასატარებლად ჩემი ჩასვლაც გახდა საჭირო, რადგან გიგას პირადი მწვრთნელი ჩხუბამდე ერთი თვე არ იმყოფებოდა ამერიკაში . მე ვიზის დაგვიანების და რაც ყველაზე საწყენია გიგას და მისი ოჯახის კორონათი დაავადების გამო ვერ მოხერხდა ჩემი ჩართულობაც.გიგა დეკემბრის ბოლომდე იყო კოვიდით დაავადებული. რასაც არ აჟღერებდა, რათა არ გაუქმებულიყო ბრძოლა. მიუხედავად მის თანაგუნდელების მცდელობა გიგას გაეუქმებინა ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდა თავისი კახური სიჯიუტის გამო. გიგამ გარისკა და აქვს ბევრი გასამართლებელი მიზეზი რის გამოც მოიქცა ასე და ამის ჩამოთვლას არ დავიწყებ აქ!!!

რა თქმა უნდა ახლა ბევრი დაიწყებს მის არაპროფესიონალურად საქმის მიდგომაზე, ზოგიც თავს იმართლებსო, ჩხუბის შემდეგ ხელებს არ იქნევენო, სუსტია ტოპებისთვისო, ზოგი იდიოტი იმასაც ამბობს ასე იცის მკვეხარა ქოთნობამ და ტრაბახმაო(რაგინდ გასაოცარი არ უნდა იყოს ამას იძახის დგევანდელი და ყოფილი შეუმდგარი მმას ქართველი სპორცმენები თითქოს არ იცოდნენ ამ სპორტისთვის დამახასიათებელი თრეშ-თოქის პრინციპები) . კავკასიელისთვის მიუგებელია ასთი საქციელი და ა.შ. ნუ სამწუხაროდ ასეთებიც არიან შუა საუკუნის გადმონაშთები. აბა აბა ქართველები ომში როგორ იკადრებდნენ მტრის გინებას და შეურაწყობას. სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს. ნუ რას იზამ ამათ ჩხუბი ბალეტი გონიათ! ხალხო გაიგეთეს ის სპორტია სადაც ყველაფერი მოსულია და იმიტომაც არის დღეს მსოფლიოში ერთერთი თუ პირველი არა სპორტის სახეობა.
რაც შეეხება ბრძოლას მოხდა ის რაც მოხდა. სამწუხაროდ დავმარცხდით, რასაც ბრვრი გაუმართლებელი და გასამართლებული მიზეზი აქვს.დავიწყოთ იქიდან , რომ გიგას სწორი სტრატეგიით და ტაქტიკით კატარის დამარცხება შეეძლო, თუმცა მისმა მცდელობამ დაემარცხებინა კატარი საწყის რაუნდებში უშედეგო აღმოჩნდა. აქ ვთვლი ერთ ერთი მიზეზი კატარის სათანადოდ არ შეფასებაა. თუმცა კელვინის ასეთ დაბრუნებას არც არავინ ელოდა. ის რომ კატარი დაიწყებდა პრესინგს და ჭიდაობას ესეც ვიცოდით, იმასაც ველოდით , რომ გიგას დგომის ყოველ შეცვლაზე კატარიც შეცვლიდა დგომს რათა ღვიძლი დაემალა რასაც აკეთებდა კიდეც, პირველ რაუნდებში რომ მაქსიმალურად ეცდებოდა გიგას დაგლას და ბოლო საჩემპიონო რაუნდებში დაიწყებდა მომატებას ეგეც ვიცოდით. ფაქტიურად ყველაფერი ვიცოდით რისი გაკეთებაც შეეძლო და გააკეთა კიდეც! ერთადერთი რაც ვერ გავთვალეთ იყო იდაყვები რაც ბრწყინვალედ გამოიყენა კიდეც!ახლა იტყვით თუ იცოდით თქვე ოჯახაშენებულებო აბა წინასწარ გცოდნიათ შედეგი და ან რა გაჩხუბებდათ ან ბოლო 100 ლარს რატომ მადებინებდით თავიდანვე გეთქვათო:)) მაგრამ ის რასაც კატარი აკეთებდა თითქმის ყველაფერზე გვქონდა საწინააღმდეგი ტაქტიკა და სტრატეგია გათვლილი. არ დავიწყებ გიგას სუბიექტურად დაცვას და თავის მართლებას. არის ბევრი რამ რასაც ვერ გათვლი. ერთ ერთი არის გამართლებაც . საწყის ეტაპზე გიგას შეცდომამ მიგვიყვანა იმ ფატალურ შედეგამდე რამაც გამოიწვია საბოლოო შედეგი! მაგრამ მთავარი შეცდომა არის სხვა რამ, რასაც გენ გეგმა არ ითვალისწინებდა. ეს იყო კატარის დაფინიშება პირველ რაუნდში, რისი მცდელობაც არასწორი იყო, თუმცაღა სავსებით შესაძლებელი, რომ არა ფეხის გასრიალება შესაძლო იყო სხვა სურათი დამდგარიყო!

არ დავიწყებ იმის არგუმენტირებას , რომ ტრამვებმა და კორონამ მეორე რაუდიდან თავისი ქნა. ეს უკვე წაგების მეორე მხარეა, რამაც რა თქმა უნდა ერთ-ერთი მიზეზიცაა ოღონდ არა მთავარი!
მოკლედ წავაგეთ! სამწუხაროდ გაგიცრუეთ იმედები! მაგრამ დაიმახსოვრეთ გიგა ის კაცია ვინც არ ნებდება და არ ეპუება დამარცხებას და ამას მალე იხილავთ! დიდი მადლობა ყველას ვინც გულშემატკივრობთ გიგას, მადლობა იმათაც ვინც სწორი არგუმენიტებით გვაკრიტიკებს!!!
ახლა კი იმათ გასაგონად ვიტყვი ვინც ეს სამი წელი ბოღმით სკდებით და საკუთარ ჩირქში იხრჩობით ყველას უკან დაგიბრუნდებათ ყოველივე!

თავს უფლებას არ ვაძლევ რასაც იმსახურებთ, რომ გაკადროთ. ალბათ ხვდებით რისი თქმაც მინდა! გამგები გაიგებს!

მალე, მალე დავბრუნდებით უფრო ძლიერები და გაგახარებთ, რასაც დაგპირდათ გიგა აუცილებლად შეგისრულებთ და ქამარიც ჩამოვა საქართველოში.

გიგა ბოდიში , კი მთხოვე რომ არაფერი დაწერო არც ცუდი და არც კარგიო , მაგრამ რა ვქნა რომ არ დამეწერა არ შემეძლო გასკდა გული. შენც გყავს შვილები და გამიგებ”, – დაწერა ზაზამ.

შესაძლოა, “ბაიერნმა” ლევანდოვსკი გაყიდოს

მიუნხენის “ბაიერნი” შესაძლოა, რობერტ ლევანდოვსკის შეელიოს.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ თუ ბავარიული კლუბი პოლონელ თავდამსხმელთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ფეხბურთელს გაყიდის.

რობერტ ლევანდოვსკისა და “ბაიერნს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს. მხარეები ახალი კონტრაქტის პირობებზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

თავად 33 წლის თავდამსხმელი ამბობს, რომ პროფესიონალურ დონეზე კიდევ ოთხი წლის განმავლობაში აპირებს თამაშს.

რობერტ ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში “ბაიერნის” რიგებში 27 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. ის ზედიზედ მეორედ გახდა ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

საქართველოს ნაკრებს “მაკრონი” შემოსავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური სპონსორი იტალიური კომპანია მაკრონი გახდა. სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში ითანამშრომლებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და მაკრონს შორის ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. სასპონსორო ხელშეკრულებას ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და მარკონის სპორტული მარკეტინგის დირექტორმა რობერტო კაზოლარიმ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ სფფ-ის ვიცე პრეზიდენტები ალექსანდრე იაშვილი და აკაკი ალადაშვილი

💬 ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): „უკანასკნელი ათის წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ტექნიკური პარტნიორი გვეყოლება მაკრონის სახით, რომელიც საერთაშორისო ბრენდია. მაკრონი ძალიან ბევრ გუნდთან თანამშრომლობს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე და წლებია უეფას პარტნიორია. გვიხარია, რომ ასეთი პარტნიორი შევიძინეთ. მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, როგორც ვაჟთა და ქალთა ეროვნული ნაკრებები, ასევე ფუტსალის ნაკრები და ყველა ასაკობრივი გუნდი ამ ფორმით იქნება აღჭურვილი, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და წინ გადადგმული ნაბიჯია. მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ სპეციალურად ჩვენთვის შექმნილი სპეციალური ფორმა გვექნება, რაც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, რადგან ჩვენი იდენტობა იქნება ასახული ფორმაში. ეს იქნება ჩვენი დიზაინით შექმნილი მაისური, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვეცმევა. მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტს ვიმუშვებთ ფორმის დასახვეწად, რადგან ჩვენი ეროვნული ნაკრები მომდევნო ოფიციალურ მატჩებს ამ მაისურებით ითამაშებს. ხანგრძლივი სასიხარულოა, რომ მაკრონთან ისეთ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომელიც ორივე მხარეს სურდა. ჩვენთვის ძალიან დიდი დაფასებაა, რომ ამდენად გვენდობიან და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.“

💬 რობერტო კაზოლარი (მაკრონის სპორტული მარკეტინგის დირექტორი): „უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ბატონ პრეზიდენტს მოწვევისთვის. ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ბევრ ღირებულებაზეა დაფუძნებელი, საიდანაც ორს განსაკუთრებით გამოვყოფდი – ვნება და ამბიცია. საქართველოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრები ელის და გვიხარია, რომ ამის ნაწილი ვიქნებით. მაკრონი 100 პროცენტით კმაყოფილია ამ თანამშრომლობით და მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტის მუშაობის მაღალი დონე. ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ამ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ“.

მაკრონი სათამაშო და სავარჯიშო ეკიპირებით უზრუნველყოფს როგორც საქართველოს ვაჟთა და ქალთა ეროვნულ ნაკრებს, ასევე ფუტსალის ეროვნულ გუნდსა და ასაკობრივ ნაკრებებს.

ახალი სათამაშო ფორმით პირველ ოფიციალურ მატჩებს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩაატარებს, რომელიც 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება.

ერთა ლიგის ახალი სეზონიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მაკრონის მიერ წარმოებული ექსკლუზიური ფორმა ექნება. ანალოგიური ფორმით ითამაშებს საქართველოს ყველა ნაკრები გუნდი.

მაკრონი 1971 წელს დაარსებული იტალიური ბრენდია. კომპანიის მიერ წარმოებული ეკიპირებით უეფას წევრი 7 ნაკრები ასპარეზობს. მაკრონი არაერთი ევროპული კლუბის ტექნიკური სპონსორია. მათ შორის არიან ლაციო, ბოლონია, ჰელას ვერონა, სამპდორია, უდინეზე, სტოკ სიტი, ბლექბერნ როვერსი, რეალ სოსიედადი, კადისი. მაკრონი უეფას სამსაჯო ეკიპირების ოფიციალური სპონსორიც გახლავთ.