პერესის გეგმები – ჰალანდი 150 მილიონად, მბაპე უფასოდ

დორტმუნდის “ბორუსია” ერლინგ ჰალანდზე სერიოზულ ზეწოლას ახდენს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მალე მიიღოს და Bild-ის ინფორმაციით, ჰალანდმა “რეალში” გადასვლა გადაწყვიტა.

თუ “რეალი” მასში მინიმუმ 150 მილიონ ევროს გადაიხდის, “ბორუსია” მზად არის ნორვეგიელი გაყიდოს. ჰალანდისთვის ბრძოლაში “ბარსელონაც” ჩართულია, მაგრამ რთული სათქმელია, რამდენად შეძლებს ლაპორტა კონკურენციას თავისი ფინანსური შესაძლებლობებით.

გარდა ამისა, ფლორენტინო პერესი კილიან მბაპესთან აქტიურ კომუნიკაციაშია და მბაპეს ზაფხულში “რეალში” წასვლა სრულიად უფასოდ შეეძლება.

მბაპეს შემთხვევაში მადრიდელების ერთადერთი კონკურენტი მხოლოდ “პსჟ”-ა, თუმცა ფრანგს საფრანგეთში დარჩენა ნაკლებად სურს.

ფლორენტინო ცენტრალური დაცვის გაძლიერებას ანტონიო რუდიგერით აპირებს და მას გაცილებით მეტ ხელფას სთავაზობს, ვიდრე “ჩელსი”. რუდიგერსაც “ჩელსისთან” ხელშეკრულება  ზაფხულში ეწურება.

ქუთაისის “ტორპედოს” ეროვნულ ლიგაში უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს

ქუთაისის “ტორპედოს” ტრანსფერების განხორციელების შემდეგ ეროვნულ ლიგაში ძალიან მაგარი შემადგენლობა აქვს და თითო პოზიციაზე მინიმუმ 2 კარგი ფეხბურთელი.

მეკარეები: როინ კვასხვაძე, დინო ჰამზიჩი

დაცვა: ვაჟა ტაბატაძე, ნიკა სანდოხაძე, მათე აბულაძე, ცოტნე ნადარაია, ბაქარ მირცხულავა, ლაშა შერგელაშვილი, ქიმაძე

“ტორპედოს” გაძლიერება მარჯვენა მცველზე სჭირდება. მართალია, ცეცაძეს სამ მცველიანი ტაკტიკით უყვარს თამაში და აკაკი შულაია უნივერსალია, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა.

ნახევარდაცვა: შულაია, ცინცაძე, კარაგუნისი, ძარია, კუხიანიძე, მანჯგალაძე, პაპუნაშვილი, შარვაშიძე

თავდასხმა: ახვლედიანი, ბუღრიძე, მჭედლიძე, მახარობლიძე

“ლივერპული” სალაჰის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს

“ლივერპულსა” და გუნდის თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰს შორის შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების შესაძლებლობას საფრთხე დაემუქრა.

ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” იუწყება, რომ ეგვიპტელი ფეხბურთელი კონტრაქტის გასახანგძლივებლად კვირაში ხელფასის სახით 600 ათას ევროს ითხოვს, რითაც ის ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. “ენფილდროუდელებს” ამ ეტაპზე სალაჰის ფინანსური მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ აქვთ.

მოჰამედ სალაჰმა მიმდინარე სეზონში “ლივერპულის” ფორმით 26 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მხარეებს შორის გაფორმებულ მოქმედ კონტრაქტს ვადა 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით აქვს.

რა ხდება შოთა არველაძის თავს?

48 წლის სპეციალისტმა 2020 წელს ტაშკენტის “ფახთაქორი” დატოვა და მას შემდეგ ისვენებს.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ თურქი მილიარდერი აჯუნ ილიჯალი მას “ჰალ სიტის” მთავარ მწვრთნელობას სთავაზობს, სრულიად მართალია და მას შემდეგ, რაც არველაძე სამუშაო ვიზას მიიღებს, “ჰალი” მას ოფიციალურად წარადგენს.

როგორც იცით, ერთ-ერთი ყველაზე რთული ბრიტანული სამუშაო ვიზის მიღებაა და სწორედ ეს პროცესი გაიწელა განსაკუთრებულად. თვითონ, ილიჯალსაც “ჰალის” ყიდვაში მრავალი ბიუროკრატიული პრობლემა შეექმნა.

შოთი სხვადასხვა შესაძლო ფეხბურთელს უკვე არჩევს ტრანსფერის განსახორციელებლად.

დავით თარგამაძე 32 წლის ასაკში საუკეთესო ფიზიკურ ფორმაშია (ფოტოები)

32 წლის დავით თარგამაძე, რომელმაც კარიერა გასულ წელს დაამთავრა, ძალიან მაგარ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება.

თარგამაძე, როგორც ჩანს, აქტიურად ვარჯიშობს და რთული გასახსენებელია ისეთი პერიოდი, როცა ამაზე უფრო მაგარ კონდიციებში იყო.

დავითი კარიერის პიკში 1.4 მილიონი ევრო ღირდა, თამაშობდა საქართველოს ნაკრებშიც. “სიონში” ასპარეზობისას კი “ცეკვავენ ვარსკვალვების” ფინალში გავიდა.

ფოტოები აღებულია ფეხბურთელის პირადი ფეისბუქიდან

გარი ნევილი ლეიბორისტებს შეუერთდა და მერობის პოსტისთვის იბრძოლებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მცველი გარი ნევილი პოლიტიკაში მიდის. ის ერთ-ერთ მთავარ ბრიტანულ პოლიტიკურ ძალას – “ლეიბორისტულ პარტიას” შეუერთდა და 2024 წელს დაგეგმილ მანჩესტერის მერის არჩევნებშიც აპირებს საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას.

ნევილმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, “კონსერვატიული პარტიის” ხელმძღვანელი ბორის ჯონსონი გააკრიტიკა და მას ყველაზე ცუდი ტიპის ლიდერი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ გარი ნევილი 1992-დან 2011 წლამდე “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა. მან “წითელ ეშმაკებთან” ერთად რვაჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, სამჯერ ქვეყნის თასს დაეუფლა, ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ის ბოლო პერიოდში “სქაი სპორტსის” ექსპერტად მუშაობდა.

ლუიშ ნანი იტალიაში ბრუნდება

პორტუგალიელი ნახევარმცველი ლუიშ ნანი კარიერას დიდი ალბათობით იტალიაში გააგრძელებს.

იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ 35 წლის ფეხბურთელით სერია A-ს ბინადარი “ვენეცია” არის დაინტერესებული. მეტიც, ნანიმ დღეს სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. მის მიმართ ინტერესს იჩენენ “ჯენოა” და “ბოლონიაც”. პორტუგალიელი გარემარბი დღესდღეობით თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

ლუიშ ნანის იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს. ის 2017-2018 წლების სეზონში იჯარის წესით რომის “ლაციოს” ღირსებას იცავდა.

ლუიშ ნანი უკანასკნელად MLS-ის ბინადარ “ორლანდოში” თამაშობდა. მან 88 მატჩში 31 გოლი და 25 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ლიანა ჯოჯუა: “მიწერენ, სხეული და ინტიმური ფოტოები გავყიდო”

UFC-ს ყოფილი მებროლი ლიანა ჯოჯუა ამბობს, რომ ორგანიზაციასთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ სოციალურ ქსელში “სხეულის გაყიდვისკენ” მოუწოდებდნენ.

“არ მესმის, როგორ შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო იმ ადამიანს, რომელსაც არ იცნობ. განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეგნობის მიხედვით გაფასებენ. ცხვირზე შემომხედავდნენ და დამცინავად მეტყოდნენ, რომ “შენ ეს გაიტეხე და ასე”

“მომიწოდებდნენ, ინტიმური ფოტოები გამეყიდა. როცა კონტრაქტი შეწყდა, ყველამ იფიქრა, რომ მოწერა შეეძლო და მე სხვა არაფრის კეთება არ შემიძლია სხეულის გაყიდვის გარდა. მსგავს რამეს კაც სპორტსმენს არასდროს მიწერენ”, – განაცხადა ჯოჯუამ.

ჯოჯუას ინსტაგრამზე 613 ათასი გამომწერი ჰყავს.

ლიანამ UFC-ში 4 ბრძოლა ჩაატარა და მხოლოდ 1 მოიგო. შესაძლოა, “მგელმა” კარიერა დაასრულოს და ბიზნესი დაიწყოს.

 

 

ბუდუ ზივზივაძე ახალ გუნდში გადადის

“ფეჰერვარის” 27 წლის თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე იჯარის წესით კარიერას “ზალაეგერშეგში” გააგრძელებს.

ბუდუს მიმართ ინტერესს პოლონური “შლიონსკიც” იჩენდა, მაგრამ ფეხბურთელს უნგრეთში დარჩენა ურჩევნია.

ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში “ფეჰერვარში” სათამაშო დრო პრაქტიკულად ნაკლებად ეძლევა და 12 მატჩში (414 წუთი) 2 გოლი გაიტანა.

“ფეჰერვარი” 29 ქულით მე-4 ადგილზეა, 23 ქულა აქვს “ზალაეგერშეგს” და მე-5 პოზიციას იკავებს, 22 ქულით მე-6 ბუდუს ყოფილი გუნდი “მეზოკოვეშდია”.

ავსტრალია ჯოკოვიჩთან 2-1 დაწინაურდა

ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა კიდევ ერთხელ გაუუქმა.

მას შემდეგ, რაც ჯოკოვიჩმა მთავრობის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და საქმე მოიგო, ნოლე რამდენიმე დღე ემიგრაციის მინისტრს ელოდებოდა, რომელმაც სერბს ავსტრალიაში დარჩენაზე უარი უთხრა.

ჯოკოვიჩს კვლავ შეუძლია სასამართლოში ხელმეორედ გასაჩივრება, თუმცა, უცნობია, რამდენად შეძლებს ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლას.

ნოვაკი ავსტრალიაში 5 იანვარს ჩავიდა, თუმცა აუცრელობის გამო საზღვარზე არ გადაუშვეს.

თუ ვინმეს სასწრაფოდ არ დაჭირდა – კვარა “რუბინში” რჩება

საქართველოს ნაკრების 20 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულამდე ყაზანის “რუბინს” არ დატოვებს.

როგორც რუსული პრესა წერს, კვარას ტრანსფერის ალბათობა ზამთარში ძალიან მცირეა და მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ ტოპ 5-ის რომელიმე გუნდს სასწრაფოდ შეტევის გაძლიერება არ დასჭირდა ან რომელიმე ფეხბურთელს ხანგრძლივი პრობლემები არ შეექმნა.

“რუბინი” ფეხბურთელში 15-20 მილიონ ევროს ითხოვს, რასაც ჯერჯერობით ხვიჩაში არ იხდიან.

ქართულმა გუნდებმა ამოისუნთქეს – დაფინანსება გაგრძელდება

მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესს რეგულაციები დაუწესა, ქართულ სპორტს საკმაოდ დიდი დაფინანსება მოაკლდა და ის გუნდები, რომლებთაც სპონსორების სახით მხოლოდ კაზინოები ჰყავდა (ასეთია თითქმის 95%), რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და კვლავ მხოლოდ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს ჩამოეკიდნენ.

2022 წლის იანვრამდე გადაწყვეტილი არ იყო, გააგრძელებდა თუ არა ფონდი მუშაობას, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილებით, ფონდი არსებობას არ შეწყვეტს და 2022 წელს გუნდებს კვლავ დააფინანსებს.

შესაბამისად, ქართული კლუბების ხელმძღვანელებმა ნამდვილად ამოისუნთქეს, რადგან ფონდის გარეშე, როგორც ელიგაში, ისე დაბალ ლიგებში ბევრი მათგანი უბრალოდ არსებობას შეწყვეტდა.

ჯერჯერობით, არცერთი ქართული გუნდი ევროტურნირებზე არ გასულა.