ენდი ქეროლს 60 წამში ორი ულამაზესი გოლი არ ჩაუთვალეს

ფეხბურთის გულშმატკივრებისთვის კარგად ნაცნობი ენდი ქეროლი ამჟამად ინგლისის ჩემპიონშიპში მოასპარეზე “რედინგის” ღირსებას იცავს.

11 იანვარს “რედინგი” საკუთარ მოედანზე “ფულემს” დაუპირისპირდა და 0:7 განადგურდა. აღსანიშნავია, რომ ქეროლმა ამ მატჩში, 60 წამის ინტერვალში ორი ულამაზესი გოლი გაიტანა, თუმცა 33 წლის თავდამსხმელს ორივე მათგანი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაუთვალეს.

იხილეთ ვიდეო

ასეთი რამ მხოლოდ აფრიკის თასზე ხდება – რა საოცრება გააკეთა მსაჯმა ? (ვიდეო)

აფრიკის თასზე ეთიოპია – კაპე ვერდეს ეთამაშებოდა და მატჩის მე-8 წუთზე ეთიოპიელმა მცველმა თავდამსხმელი საჯარიმოსთან ახლოს მოჩეხა. მსაჯმა მხოლოდ ჯარიმა დანიშნა, შემდეგ დამცველს ყვითელი ბარათი უჩვენა. შემდეგ კი უფრო საინტერესო რამ მოხდა.

რეფერიმ გადაწყვიტა მომენტი ვარზე გადაემოწმებინა, რა დროსაც, კაპე ვერდელმა საჯარიმო უნაკლოდ შეასრულა და მეკარეს აუღებელი დაურტყა.

ქობულეთის “შუქურაში” სასიამოვნო სიახლეებია

ქობულეთის “შუქურას” ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოქვეყნდა.

“ქობულეთის “შუქურა” – მ ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. გუნდი დღეს გაემგზავრა ქალაქ ფოთში და ზამთრის შესვენების შემდეგ სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა. “შუქურა” 3 თებერვლის ჩათვლით მზადებას ფოთში გააგრძელებს, 4 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით კი თურქეთში ქალაქ ანტალიაში საწვრთნელ შეკრებას გაივლის.

გაცნობებთ, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვა ლუკა შეროზიამ, ნიკა ჭანტურიამ, ლევან ხმალაძემ, გიორგი გაფრინდაშვილმა, გელა გოგიტიძემ და შალვა ექვთიმიშვილმა, ჯეჯფერსონმა, სპიჩკამ და კაბრალმა.

გუნდში რჩებიან: მირზა ფარტენაძე, ბექა ვარშანიძე, ირაკლი კომახიძე, მიშიკო სარდალიშვილი, კახაბერ კაკაშვილი, ზურაბ მუსელიანი, ლევან ინგოროყვა, ბექა ვერულიძე და საბა ჯინჭარაძე.

შუქურა || – დან მთავარ გუნდში დაწინაურდნენ: დავით მოწყობილი, ნიკო ღლონტი და ალეკო ანანიძე.

რაც შეეხება ახალწვეულებს “შუქურა” – ში ჩაირიცხნენ: კახაბერ მეშველიანი ( სამგურალი ), რომან ჩაჩუა ( საბურთალო ), ოლეგ მამასახლისი ( ტორპედო ), ალეკო ჩაკვეტაძე ( ტორპედო ), გიორგი ჯანელიძე ( თელავი ), ნიკოლოზ ბაშელეიშვილი ( თელავი ), ვაკო თევდორაძე ( დინამო ბათუმი ), გაგა გაზდელიანი ( სამგურალი ), გიორგი ერისთავი ( საბურთალო ), ირაკლი ლექვთაძე ( სამგურალი ), დავით სამსონია ( გაგრა ).

საწყის ეტაპზე საწვრთნელ პროცესში მონაწილეობას იღებს  23 ფეხბურთელი.

ასევე გაცნობებთ რომ კლუბში მიმდინარეობს სასელექციო საქმიანობა და სხვა ახალწვეულების შესახებ მომავალში გაცნობებთ”, – წერია განცხადებაში.

“შუქურას” მთავარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძე იქნება, რომელმაც პოსტზე გიორგი შაშიაშვილი შეცვალა. გოცირიძე “თელავსა” და “საბურთალოში” მუშაობდა.

“შუქურამ” შეძლო მნიშვნელოვანი ფეხბურთელების შენარჩუნება და ამასთანავე, საკმაოდ კარგი მოთამაშეები დაიმატა. გუნდი ეროვნულ ლიგაში გადასვლის მთავარი ფავორიტი იქნება.

საქართველოს ნაკრები მარტში 2 ამხანაგურს ითამაშებს

2022 წლის მარტში ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა. ვილი სანიოლის გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს სტუმრად გამართავს. 25 მარტს საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. 29 მარტს საქართველო ალბანეთში ითამაშებს. ბოსნია-ჰერცეგოვინა-საქართველოსა და ალბანეთი-საქართველოს მატჩების მასპინძელი ქალაქები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მარტში დაგეგმილი ორივე ამხანაგური შეხვედრა, უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია. ვილი სანიოლის გუნდი უეფას ერთა ლიგის C4 ჯგუფში მიმდინარე წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და გიბრალტარს დაუპირისპირდება.

💬 ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი): „მნიშვნელოვანი იყო ისეთი მეტოქეების შერჩევა, რომლებიც დაახლოებით იმ სიძლიერის იქნებოდნენ, რომლებსაც ერთა ლიგაზე შევხვდებით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ბოსნია-ჰერცეგოვინასთან თამაში. ამ გუნდის წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებს არასდროს უთამაშია. მიმაჩნია, რომ ორივე ძლიერი ნაკრებია და თამაშის სტილით ახლოს არიან ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. ასევე გავითვალისწინეთ ერთა ლიგის კალენდარიც, ივნისში სწორედ ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გველოდება გასვლითი თამაშები. ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ამხანაგური თამაშები სტუმრად გვეთამაშა. მოგეხსენებათ, გასულ წელს ნოემბერში ორივე თამაში, როგორც ოფიციალური, ისე ამხანაგური საკუთარ მოედანზე ვითამაშეთ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ სტუმრად ჩაგვეტარებინა ამხანაგური თამაშები, რათა უკეთ მოვემზადოთ ივნისის ოფიციალური მატჩებისთვის“.

2022 წლის ამხანაგური მატჩების კალენდარი

25 მარტი

ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო

29 მარტი  

ალბანეთი – საქართველო

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, სამაგიეროდ კი ჩილაჩავამაც არ დააყოვნა.

დავით ნინიაშვილი: “მოედანზე არასდროს არაფერს ვერიდები!”

2021 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბემ, გულშემატკივართა რჩეულმა დავით ნინიაშვილმა, 8 იანვარს ტოპ 14-ში სადებიუტო ლელო გაიტანა.

19 წლის ბორჯღალოსანი ‘ლიონს’ ზაფხულში შეუერთდა და მიუხედავად ასაკისა, საკუთარი თამაშით სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი გუნდის შემადგენლობაში. საფრანგეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში მან ‘პოს’ ლამაზი ლელო გაუტანა და გუნდს ბონუსით გამარჯვებაში დაეხმარა:

პირველი ლელოს ტოპ 14-ში! მოედანზე საკმაოდ მშვიდად აღნიშნე, გუნდში როგორ შეხვდნენ ამ ამბავს?

ყველამ მომილოცა. მეც ძალიან გამიხარდა, მაგრამ ემოციების და აღტაცების გამოხატვა არ მეხერხება. ამ ლელოში დიდი წვლილი მიუძღვის ლიმა სოპოაგას. შერკინება გამეორდა და მან ამ კომბინაციის გათამაშება შემომთავაზა, რაზეც დავთანხმდი და ლელოც გავიტანე.

ლიონში ზაფხულში გადახვედი და მიუხედავად ასაკისა, ეგრევე იქეცი ძირითადის მოთამაშედ. რამ განაპირობა ასეთი ნდობა?

რაც თავი მახსოვს, სულ ვუყურებდი რაგბის ვიდეოებს, ვიღებდი ცოდნას და ვცდილობდი მის განხორციელებას, სულ ვვარჯიშობდი უნარების დახვეწაზე და ახლაც ასე ვარ. თუმცა ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ‘ლიონში’ თავი უკვე დავიმკვიდრე. ბევრი ტრავმირებული გვყავს და თამაში მიწევს. მერე ვნახოთ რა იქნება. მწვრთნელსაც მოსწონს ჩემი სტილის მოთამაშეები, თავით თავში რომ ასკდებიან მოწინააღმდეგეს და ნდობაც ალბათ ამან განაპირობა. მოედანზე არასდროს არაფერს ვერიდები და ყველა თამაშში 100%-ზე მეტად ვიხარჯები.

კლუბში გარემარბად თამაშობ, საქართველოს ნაკრებში ფულბეკად. შენ რომელი გირჩევნია?

ცოტა შორიდან დავიწყებ. ‘ხვამლში’ თავიდან ფულბეკის პოზიციაზე ვიდექი და ძალიან მომწონდა. მერე გუნდში სიტუაციიდან გამომდინარე ფლანკერად მომიწია თამაში და ბოლო 3 წელია ხაზში დავბრუნდი. ახლა 12 თამაში ფრთაზე ჩავატარე და ძალიან მომწონს ეს პოზიცია – ამოვდივარ, ბოჭვის შესრულება და დაკიდებულ ბურთებზე თამაში მიწევს, რაც ძალიან მიყვარს. ხაზში სადაც არ უნდა დამაყენონ ნებისმიერ პოზიციაზე სიამოვნებით ვითამაშებ.

რა არის ‘ლიონის’ მიზანი მიმდინარე სეზონში?

უპირველესი მიზანი ექვსეულში შესვლაა და მერე ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. ამ მომენტისთვის მეოთხე ადგილზე ვართ, თუმცა მდევრებს ჩვენზე ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული. ექვსეულში მოსახვედრად იანვარი-თებერვალი მნიშვნელოვანი იქნება.

Rugby.ge

პირველ გეი ფეხბურთელ ჯოშ კავალოს ავსტრალიაში ემუქრებიან

22 წლის ჯოშ კავალო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც განაცხადა, რომ გეია და მას შემდეგ ავსტრალიის უმაღლეს ლიგაში, “ადელაიდა იუნაიტედში” თამაშობს.

კავალომ გუშინ ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, მას შემდე, რაც ავსტრალიელი ფანებისგან ჰომოფობიური შეძახილები მოისმინა. გარდა ამისა, მას სასიკვდილო მუქარებსაც უგზავნიან.

კავალო მოედანზე მე-2 ნახევარში შევიდა.

“მე არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმის გამო, როგორიც ვარ და როგორც ვცხოვრობ. მე სიმართლეს ვსაუბრობ და სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, თუ რა იმედგაცრუებას განვიცდი. როგორც ჩანს, საზოგადოება 2022 წელსაც იმავე პრობლემებს განიცდის და აუცილებელია, ხალხი მეტად პასუხისმგებელი გახდეს საკუთარ სიტყვებზე” – დაწერა კავალომ.

 

დუდეკი: “ვერც კი წამოიდგენთ, რას ეუბნებოდა მესი პეპესა და რამოსს”

ვეტერანმა პოლონელმა მეკარემ, იერჟი დუდეკმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოუშვა, სადაც ის საკუთარ კარიერაზე და მნიშვნელოვან ეტაპზე წერს.

ერთ-ერთ ნაწილში დუდეკმა მადრიდის “რეალში” გატარებული პერიოდი და “ელ კლასიკო” გაიხსენა:

“მესი ისეთივე პროვოკატორი იყო, როგორიც “ბარსელონა” და პეპ გვარდიოლა იყვნენ. არგენტინელი მშვიდი და კარგი პიროვნება ჩანს, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა ის პეპესა და რამოსს.”

დუდეკმა “რეალში” მისი ყოფილი თანაგუნდელები – რაული და რონალდუც დაახასიათა: “რაული ქედმაღალია, მაგრამ საერთო ჯამში, ნორმალური ადამიანია. რაც შეეხება რონალდუს, ის ეგოისტი, საოცრად კონკურენტუნარიანი და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონეა.”

შეგახსენებთ, რომ დუდეკი “სამეფო კლუბის” რიგებში 2007-2011 წლებში ირიცხებოდა. მან ამ გუნდის მაისურით მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩაატარა.

“დინამო თბილისი” ბელარუსული გუნდი ხდება

“დინამო თბილისის” სამწვრთნელო სტაფს მეკარეების ბელარუსი მწვრთნელი ევგენი ტაიკევიჩი შეუერთდა. მასთან ერთად თბილისურ კლუბში კიდევ ერთი ბელარუსი სპეციალისტი იმუშავებს, დინამოს სამედიცინო შტაბს ექიმი რეაბილიტოლოგი ალექსანდრე ოდინცოვი შეემატა.

ორივე მათგანი ბოლოს სოლიგორსკის “შახტიორში” მუშაობდა. ბელარუს სპეციალისტებსა და დინამო თბილისს შორის კონტრაქტი სამი წლის ვადით გაფორმდა.

მანამდე “დინამომ” ბელარუსის ნაკრების 24 წლის შემტევი დმიტრი ანტილევსკი, უკრაინელი სტანისლავ ბილენკი (ბოლოს ბრესტის “დინამოში” თამაშობდა) და სტეფან ბიტოკი (ბელარუსული ისლოჩი) დაიმატა.

უფრო ადრე სპორტულ დირექტორად სოლიგორკის “შახტიორში” მომუშავე ალექსანდრე რეხვიაშვილი დაინიშნა. სწორედ მას უკავშირდება ბელარუსის კავშირები.

კონსტანტინ მარადიშვილი: “ჩახოხბილი ძალიან მიყვარს”

მოსკოვის “ლოკომოტივის” 21 წლის ნახევარმცველი კონსტანტინ მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშზე და ქართულ ფესვებზე საუბრობს.

“დედაჩემს შეუძლია ქართული კერძების გაკეთება. ჩახოხბილი ძალიან მიყვარს. ჯერჯერობით საქართველოში ჩასვლა ვერ მოვახერხე. 2 წელია პანდემია დაიწყო და გართულებულია ქვეყნებს შორის გადასვლა, პლუს, თავისუფალი დრო ცოტა მაქვს. ვიმედოვნებ უახლოეს მომავალში შევძლებთ, ძალიან მინდა საქართველოში”

“ქართული არ ვიცი და მისი სწავლაც საკმაოდ რთულია. ოჯახში ყველა რუსულად საუბრობს. ადრე 2 ვარიანტს განვიხილავდი – საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების. ახლა რუსეთში ვთამაშობ, ახალგაზრდულ ნაკრებში სულ მიძახებენ. ამ მომენტში არავითარი აზრი არ აქვს საქართველოში თამაშზე საუბრობს. მაგრამ მსურს ყველა ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო – სულ მწერენ და მეძახიან რომ მათთვის ვითამაშო. ”

მარადიშვილს რუსეთის პირველ ნაკრებში დებიუტი არ ჰქონია და თეორიულად, ჩვენთან თამაში ჯერ კიდევ შეუძლია.

“არ მსურს წინასწარ საუბარი, არავინ იცის რა მოხდება. ახლა “ლოკოზე” და ახალგაზრდულ ნაკრებზე ვარ კონცეტრირებული” , – განაცხადა კონსტანტინმა საპასუხოდ.

მარადიშვილს მამა ქართველი ჰყავს, დედა რუსი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა მასთან სცადა კონტაქტის დამყარება, საქართველოს ნაკრებშიც თამაში შესთავაზა, მაგრამ მაშინ მარადიშვილმა უარი განაცხადა.

შოთა არველაძე: “ხვიჩა კვარაცხელია არ ღირს 15-20 მილიონი”

შოთა არველაძემ გადაცემაში “კვარასთან” ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

“ადვილი არ არის, შეიძლება განეწყო, უკვე ინგლისია, უკვე ესპანეთია. მე ძალიან ვეცადე “აიაქსშიც” და “ატლეტიკო მადრიდშიც”. იმის გარდა რა ინფორმაცია ჰქონათ, ჩემიც დამემატებინა, თუმცა მითხრეს, შოთი არ ღირს 15-20 მილიონი, ღირს 9-დან 12 მილიონამეო”.

“სადაც ხარ და როცა ხარ, იქამდე საუკეთესო უნდა იყო. ვიღაცას ხიდი სჭირდება ევროპაში წასასვლელად, ვიღაცასუ 20 წლის ასაკში “რუბინში” თამაშობ და 21 წლის ასაკში ითამაშო პრემიერ ლიგაში, სირცხვილია? ბოლოს ხიზანამ ითამაშა ინგლისში, 15 წლის წინ”, – განაცხადა არველაძემ.

თვითონ შოთა სამუშაო ვიზას ელოდება და ვიზის მიღებისთანავე “ჰალ სიტის” ჩაიბარებს.

Breaking: ნოვაკ ჯოკოვიჩი ისევ დააკავეს

სერბი ჟურნალისტი ქსენია პავლოვიჩი ნოვაკის მამაზე დაყრდნობით წერს, რომ ჯოკოვიჩი ისევ დააკავეს.

ნოვაკი სასამართლომ გაათავისუფლა და მთავრობას მისი ხარჯების ანაზღაურება დააკისრა. როგორც ჩანს, ავსტრალიის მთავრობა არ აპირებს ჯოკოვიჩი ქვეყანაში დიდხანს გააჩეროს და სერბს მალე დაადეპორტებენ. ეს პირადად ემიგრაციის მინისტრის გადაწყვეტილება იქნება, რომელსაც ამის უფლებამოსილება გააჩნია, მიუხედავად სასამართლოს რეზოლუციისა.

ნოვაკი თავიდან ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლას ვერ ახერხებდა, რადგან ვაქცინირებული არ არის, მაგრამ რადგან დეკემბერში ინფიცირებული იყო, მას ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებმა უფლება მისცეს. რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს ნ1 ჩოგბურთელი ავსტრალიაში ჩავიდა, თუმცა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს და ვიზა გაუუქმეს.