ჩავის “ბარსელონაში” მორატას მიყვანა სურს

ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება, რომ “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელ ჩავი ერნანდესს გუნდში ალვარო მორატას მიყვანა სურს.

29 წლის ესპანელი თავდამსხმელი მადრიდის “ატლეტიკოს” საკუთრებაა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ტურინის “იუვენტუსში” თამაშობს.

ჩავი მორატას უკვე ესაუბრა. “ბლაუგრანას” თავკაცმა კლუბის ხელმძღვანელობას ესპანელი ფორვარდის დამატება სთხოვა.

ალვარო მორატამ იტალიის A-ს მიმდინარე გათამაშებასი ჩატარებულ 15 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მასსა და “ატლეტიკოს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით აქვს. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” მორატას სატრანსფერო ღირებულებას 35 მილიონ ევროდ აფასებს.

“სამგურალმა” მამია გავაშელიშვილი დაიმატა

წყალტუბოს “სამგურალმა” თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილი ფორვარდი მამია გავაშელიშვილი დაიმატა.

26 წლის თავდამსხმელმა გუნდთან კონტრაქტი დღეს გააფორმა. “სამგურალის” სპორტულმა დირექტორმა ბესიკ ხაჭიპერაძემ მას კლუბის მაისური გადასცა და წარმატებები უსურვა.

მამია “ლოკომოტივის” იმ 14 ფეხბურთელს შორის არის, რომლებმაც კლუბი ფინანსური პრობლემების გამო დატოვეს.

გავაშამ გასულ სეზონში 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა.

რუსული გუნდი აზაროვში 2 მილიონს იხდის

ბათუმის “დინამოს” მარცხენა მცველში რუსული “კრასნოდარი” 2 მილიონ ევროს იხდის.

ჟურნალისტ ივან კარპოვის ინფორმაციით, “კრასნოდარმა” 2 მილიონიანი შეთავაზება უკვე გააკეთა.

“კრასნოდარი” ქართველით ჯერ კიდევ აგვისტოში ინტერესდებოდა და მას შემდეგ ირაკლის სატრანსფერო ფასი კიდევ უფრო გაიზარდა. ფეხბურთელი Transfermartk-ის მიხედვით 1 მილიონად არის შეფასებული და ეროვნულ ლიგაში ყველაზე ძვირად ფასობს.

აზაროვი გუშინ 2021 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მცველად დაასახელეს, 2 დღის წინ კი ელიგის საუკეთესო მცველი გახდა და სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

მისი ყიდვა თურქულ “ტრაბზონსაც” სურს.

“ტორპედო” დაცვას “ლოკომოტივის” მცველებით აძლიერებს

ქუთაისის “ტორპედო” რამდენიმე შემტევის (ახვლედიანი, არაბიძე, მანჯგალაძე) დამატების შემდეგ დაცვის გაძლიერებას აპირებს და თბილისის “ლოკომოტივის” მცველებით, ალექსანდრე გურეშიძით და ნიკა სანდოხაძით ინტერესდება.

26 გურეშიძე “ლოკოში” 2019 წლიდან თამაშობს და ელიგის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა, სანდოხაძე კი “რკინიგზელებს” 2020 წელს შეუერთდა და მალევე ძირითადის წევრად იქცა. ბიჭები მოსკოვის “დინამოსთან” და “გრანადასთან” დაცვაში ერთად კარგად იდგნენ.

“ლოკომოტივი” ფინანსური პრობლემების გამო 13-მა ფეხბურთელმა დატოვა და მათ შორის, 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემაც. “ტორპედო” ინტერესს მის მიმართაც გამოხატავს.

გია ჭიაბრიშვილი: “ბათუმის “დინამო” ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც…”

თბილისის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, გია ჭიაბრიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სახელმწიფო დაფინანსების აუცილებლობაზე ისაუბრა:

„ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროექტი მაშინდელი სპორტის მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის, ფეხბურთის ფედერაციისა და ფონდის დიდი დამსახურება იყო. ერთად დაიწყეს – რა მიზანს ემსახურებოდა? ფეხბურთზე სახელმწიფო მაინც დიდი ფულს ხარჯავდა. მიზანი იყო ეს თანხა კლუბებზე ისე დახარჯულიყო, რომ ნელ-ნელა კერძო საკუთრებაში გადასულიყვნენ. ბევრი პრობლემის მიუხედავად, ეს ნაწილობრივ მოხდა და კერძო მეპატრონე ბევრს გამოუჩნდა.

– შესაძლოა, ხვალ ისეთ ვითარება იყოს, ბიზნესს მეტი საშუალება ჰქონდეს, კლუბები შეინახოს და ფეხბურთის დაფინანსების პროგრამა საჭირო არ იყოს, მაგრამ ახლა პროგრამა არის არაა განვითარების, არამედ, ფეხბურთის შენარჩუნების.

– ვფიქრობ, სახელმწიფომ მეტი სტიმული უნდა მისცეს იმ ადამიანებს, ვინც ქართულ ფეხბურთში ფულს ხარჯავს. რაღაც მოსაფიქრებელია. ახლა ხშირად ვსაუბრობთ, რომ ფეხბურთში რა თანხები დაიხარჯაო. არადა, ხუთი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურაზე, ბავშვთა და სამოყვარულო ფეხბურთზე, ეროვნულ ლიგებთან ერთად, ისეთი თანხა უნდა დახარჯულიყო, ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი რომ ღირს.

– ჩვენ გრანდებს ვერ შევედრებით, მაგრამ კრიზისიდან ხომ უნდა ამოვიდეთ? ფეხბურთი აღარ გვაქვს, ძალიან გვიჭირს და მაინც ძალიან მომთხოვნები ვართ. ჩვენი ხვალინდელი დღე დიდადაა დამოკიდებული მთავრობაზე და მათ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან, რადგან ფეხბურთი სხვაგვარად ვერ განვითარდება.

– დღეს ფეხბურთში ფულის ჩადება დიდ ბიზნესმენებსა და კომპანიებს არ სურთ, რადგან მომგებიანი არ არის, მაგრამ ვითარების შეცვლა სახელმწიფოს ჩართულობით შესაძლებელია. თუ ფეხბურთი რაღაც დონეზე პრიორიტეტი გახდება, რომ ეს სფერო უნდა ამოვწიოთ, მაშინ შესაძლებელი იქნება. სხვაგვარად ჩვენ იმ ფეხბურთს ვერ დავიბრუნებთ, რასაც ხალხი მიჩვეულია. ეს ნიჭი ისევ გვაქვს, მაგრამ გაჭირვების გამო განვითარებას ვერ ვახერხებთ.

– თუ არ შეიცვალა ვითარება, მომავალ წელს უარესი დონე იქნება. 2-3 გუნდი იქნება ალბათ, ვინც ევროთასებიდან უეფა-ს თანხები მიიღო და 1-2 წრის გავლის შემთხვევაში თანხებს კვლავ მიიღებენ. სხვა რა დაფინანსება აქვთ ქართულ გუნდებს? ბათუმის „დინამოს“ არ შევეხები, რადგან მათ ინფრასტრუქტურა, დასწრება და ბილეთებიდან შემოსავლები აქვთ. მეტი არავის არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და პირდაპირ ტრანსფერებზე ვართ დამოკიდებულები.

ევროკავშირის წვერები რომ ვიყოთ, მაღალი ხარისხის ფეხბურთელები გვყავს და ძალიან მაგარი ტრანსფერები შეიძლება გაკეთდეს. ისეთ დონეზე გავდივართ და ისეთი დონის ჩემპიონატი გვაქვს, რომ ჩვენი ფეხბურთელების ტრანსფერებით გუნდს ვერ შეინახავ – არ არის ის შემოსავლები და ფასები.

– ამიტომ საშველი ჩემი აზრით ისაა, რომ ფეხბურთი ფეხზე დადგეს და ამაში მთავრობას დიდი როლი აქვს. ეს თუ არ მოხდება, ყოველი წელი უარესი იქნება და ბევრი გუნდი მივა იმ გზამდე, სადამდეც „ლოკომოტივი“. გუნდი გადავიდა დაბალ ბიუჯეტზე, ახალგაზრდებზე და თუ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, კარგი იქნება, თუ არადა, ამისთვისაც მზადაა. ხვალ და ზეგ იგივე მოუვა სხვებსაც, მაგრამ ადრე თუ გვიან კმაყოფილები ხომ უნდა ვიყოთ, ხომ უნდა გავიმარჯვოთ. ახლა რაც იხარჯება, ის არ არის განვითარებისთვის, და თუ არ იქნება დაფინანსება, არ იქნება ფეხბურთი.

– ვინც იძახის, რომ დიდი ფული იდება ფეხბურთში, მგონია, რომ საქმეში ჩახედული არაა. მედიაც უნდა ჩაერთოთ და ვიკითხოთ, ეს პროგრამა იქნება თუ არა. დამალული ხომ არ არის. თუ არ იქნება, ამაზე აეწყობიან კლუბები. სახელმწიფომ იცის, რომ ფეხბურთი სპორტზე მეტია, უნდა იყოს და სულ სალანძღავი არ უნდა გახდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს კარგი ფეხბურთი, რადგან ნიჭიერი ერი ვართ და კარგად თამაში შეგვიძლია. ახლა მეხი ხომ არ დაგვეცა? უბრალოდ, ახლა საამისოდ პირობები არ არის. ორ კვირაში შეკრებები უნდა დაიწყოს და გუნდებმა არ იციან, რა იქნება. ასეთ ვითარებაში მუშაობა ძალიან რთულია“.

პირველი არხი – სპორტი – მერაბ მამულაშვილი

რას უწერენ რუსი გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიას?

დღეს ხვიჩა კვარაცხელია 2021 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დასახელდა და ყაზანის “რუბინმა” ხვიჩას სოციალურ ქსელის მეშვეობით მიულოცა. რუსი ფანები ჩვენებურის ფოტოს საკმაოდ აქტიურ და განსხვავებულად გამოეხმაურნენ.

“ძალიან მინდა, რომ ხვიჩა ევროპაში წავიდეს და ყველას დაუმტკიცოს, რომ ნამდვილად ვარსკვლავია”

“მალე წასვლას გისურვებ ძმაო”

“ჰიუ ჯეკმენი – “ვესტ ჰემის” სიამაყე”

“საქართველოში ფეხბურთელები ისევ არიან?”

“კვარა გააგრძელე კარიერა “რუბინში”, დარჩი ჩვენთან”

“საჭიროა, რომ “რუბინში” აჩვენო რა შეგიძლია, შემოდგომა ძალიან ცუდი გამოდგა, ზოგიერთ მატჩში საერთოდ არ ჩანდა. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ხელთათამანების გადაგდება იყო. წმინდაა თამაში და ბრძოლა სამშობლოსთვის, არავინ კამათობს და გილოცავ, მაგრამ გთხოვა აჩვენე შენი რეალური სახე “რუბინშიც”, არა მხოლოდ 3 მატჩში”

იმედია, კვარა “რუბინს” იანვარში დატოვებს…

View this post on Instagram

 

A post shared by Рубин Казань ♦️ Rubin Kazan (@fcrk)

ნიკა კაჭარავა კარგ ხასიათზეა – კაშო და ბიჭები კალათს თამაშობენ (ვიდეო)

“ანორთოსისიდან” გამოშვებული ნიკა კაჭარავა, ქვილითაია, კაშია, ყაზაიშვილი და ბიჭები დღეს კალათბურთს თამაშობდნენ. მთავარი ჯახი კაშიასა და ქვილითაიას შორის შედგა. როგორც ჩანს, კაჭარავასაც რთულად არ გადააქვს გუნდიდან წამოსვლა. ვაკოს დასახვეწქი აქვს.

კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად ნიკა ცქიტიშვილი აირჩიეს

დღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში გამგეობის სხდომა გაიმართა, სადაც გამგეობის წევრებმა ერთხმად აირჩიეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და ვიცე-პრეზიდენტები.

სხდომაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა პაატა გურასპაული, გენერალურ მდივნად გიორგი ქართველიშვილი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტებად ნიკოლოზ ცქიტიშვილი, დავით საყვარელიძე და ვლადიმერ ბოისა.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს გამართულ საერთო საარჩევნო ყრილობაზე საარჩევნო სუბიექტების 100%-იანი მხარდაჭერით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე გახდა.

ხვიჩა კვარაცხელია წლის საუკეთესო ფეხბურთელია და სხვა რჩეულები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards, შარშანდელის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

წლის საუკეთესოები სფფ-ის სოციალური ქსელების (ფეისბუქი და ინსტაგრამი) და ვებ-გვერდის საშუალებით ეტაპობრივად გამოვლინდებიან.  გამარჯვებულებს კი კუთვნილი პრიზები მოგვიანებით გადაეცემათ. 2021 წლის საუკეთესოთა გამოვლენა 29 დეკემბერს 12:00 საათიდან ალექსანდრე ჩივაძის მედლის მფლობელების გამოვლენით დაიწყება.

2021 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით კი, პროცესში მედიის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.

ალექსანდრე ჩივაძის მედალი – U17

  • ოქრო – გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი)
  • ვერცხლი – გიორგი ტაბატაძე (საბურთალო)
  • ბრინჯაო – სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი)

ალექსანდრე ჩივაძის მედალი – U19

  • ოქრო – საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი)
  • ვერცხლი – ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო)
  • ბრინჯაო – ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი)

2021 წლის სეზონის ფუტსალის ლიგის საუკეთესო მწვრთნელი – ავთანდილ ასათიანი (თელასი-ჯორჯიანსი)

  • ნომინანტები – ავთანდილ ასათიანი (თელასი-ჯორჯიანსი), ლევან კობაიძე (კსუ), დავით ბობოხიძე (თსუ)

2021 წლის სეზონის ფუტსალის ლიგის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ღავთაძე (კსუ)

  • ნომინანტები – გიორგი ღავთაძე (კსუ), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი)

2021 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი ჩხაიძე (ლანჩხუთი)

  • ნომინანტები – გიორგი ჩხაიძე (ლანჩხუთი), გიორგი მანწკავა (კვარტალი), ზურაბ ლატარია (კოლხეთი ხობი)

2021 წლის სეზონის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი – ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)

  • ნომინანტები – ხატია ჭყონია (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ლანჩხუთი), ეთერ სულაშვილი (გორი იუნაიტედი)

2021 წლის სეზონის საუკეთესო მსაჯი – გიორგი ყრუაშვილი

2021 წლის საუკეთესო მსაჯად გიორგი ყრუაშვილი დასახელდა. შეგახსენებთ, რომ ფიფას გადაწყვეტილებით ყრუაშვილი სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა და პირველი კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა. იგი პირველი ქართველი არბიტრია, რომელმაც ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია. 2021 წელს გიორგი ყრუაშვილმა ქართველ მსაჯებთან ერთად 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალი განსაჯა.

2021 წლის სეზონის საუკეთესო გოლი – გიორგი გოჩოლეიშვილი

2021 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – ირაკლი აზაროვი

2021 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე – ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი)

  • ნომინანტები – ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი) და ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი)*

*გამოკითხვის შედეგად შოთა თოფურიამ და ვახტანგ ჯვარაშვილმა ხმების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს

2021 წლის სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – ნინო სუთიძე (კვარტალი)

  • ნომინანტები – ნინო სუთიძე (კვარტალი), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი), ნინო პასიკაშვილი (კვარტალი)

2021 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი)

  • ნომინანტები – ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი)

 

შევჩენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა

იტალიური “ჯენოას” მთავარ მწვრთნელ ანდრეი შევჩენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას სიმპტომები არ აღენიშნება.

უკრაინელი სპეციალისტის გარდა COVID 19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა გუნდის მცველ დომენიკო კრიშიტოს ტესტმაც.

“ჯენოა” საწვრთნელ პროცესს 29 დეკემბერს, გუნდის თავკაცის თანაშემწის, მაურო ტასოტისა და ტექნიკური პერსონალის ხელმძღვანელიბით განაახლებს.

“ჯენოას” იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-18 ადგილი უკავია და ელიტაში დასარჩენად იბრძვის.

თემურ ქეცბაია: “აი, ამიტომ ეტირა ქართულ ფეხბურთს დედა”

ვაგრძელებთ რუბრიკას და ვიხსენებთ საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ცნობილ და ლეგენდარულ გამონათქვამებს.

“თქვენ, აი, ზუსტად თქვენ იმ ხალხს, რომელმაც ამხელა როლი ითამაშეთ ქართულ ფეხბურთში, ამ 4 წლსი განმავლობაში ხმა არ ამოგიღიათ და ამიტომ ეტირა ამ ფეხბურთს დედა. მიყუჩებული ხართ თქვენთვის, გაიგე. ელოდებით, თქვენთვის ხართ ძაან კარგად. მერე რაღაცა რომ მოხდება უცებ გამოჩნდებიან, ეგრე არ გამოვა ძმაო. ფეხბურთს რომ მინდვრები წაართვეს, სტადიონები რომ წაართვეს, ფეხბურთს ყველაფერო რომ წაართვეს, მაშინ სად იყავით? რატომ არ ამოიღეთ ხმა ძმაო, სად იმალებოდით?” – უთხრა ქეცბაიამ “დინამო თბილისის” ლეგენდარულ მოთამაშეებს.

უცნაური შემთხვევა: როგორი გუნდით ეთამაშა “დინამო” “საბურთალოს”?

ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისის “დინამომ” 2-1 მოუგო “საბურთალოს” და საჩემპიონო ბრძოლაში დარჩა.

“დინამოს” მარჯვენა მცველი, გუჯა რუხაია დისკვალიფიცირებული იყო და მის პოზიციაზე კაჭარავამ უნივერსალი, ლევან კობოური დააყენა. დაცვის ხაზში 4-ვე მცველი, კობოური, თოთაძე, ლოჩოშვილი და ხარაბაძე ცაცია გახლდათ და მსგავსი შემთხვევა მსოფლიო ფეხბურთიდანაც რთული გასახსენებელია. საერთოდ, კობოურმა “დინამოში” ცენტრალურ მცველად დაიწყო ასპარეზობა, შემდეგ მარცხენა ფლანგზე გადავიდა, თამაშობდა შემტევ ნახევარმცველად და თავდამსხმლის უკანაც, დღეს კი მარჯვენა ფრთაზე მოგვევლინა.

“დინამომ” ხონის “იმერეთისა” და “სტოკ სიტის” აკადემიის ყოფილი ფეხბურთელი, ლუქმან გილმორი დაიმატა, თუმცა დღეს ის განაცხადში არ ყოფილა.