ზურაბ დათუნაშვილი სერბებმა წლის საუკეთესო ათლეტად დაასახელეს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის ავტონომიური მხარის, ვოივოდინას (დედაქალაქი ნოვი-სადი) საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

ვოივოდინას ათლეტებს ყოველწლიურად გაზეთი “დნევნიკი” ასახელებს და პირველ ადგილას მოქმედი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი ზურაბ დათუნაშვილი გავიდა. მეორე/მესამე ადგილას მილენკო სებიჩი (მსროლელი) და მიჰაილო ვასიჩი (კალათბურთელი) გავიდნენ. ორივე მათგანმა ტოკიოში ბრინჯაოს მედლები აიღეს.

დათუნაშვილმა საქართველო 2019 წელს დატოვა და სერბეთის სახელით გადაწყვიტა ასპარეზობა ფედერაციის პრეზიდენტთან, გეგა გეგეშიძესთან დაპირსიპირების გამო.

 

პირველი პრეცენდენტი – “ლოკოს” გუნდი სათამაშო ბიზნესის შეზღუდვის გამო დაეშალა

თბილისის “ლოკომოტივმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

“მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ლოკომოტივი იძულებული გახდა უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა ბოლო წლების განმავლობაში.
ვწუხავრთ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით.

“შექმნილი გარემოების მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ვერ მოხერხდა აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა.

“ჩვენ ვადასტურებთ, რომ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შესახებ, თუმცა ჯერ არ ვიცით რა სტრუქტურით მოხდება თანხების განაწილება კლუბებზე.
ასევე მიუხადავად სპონსორთან მიღწეული შეთანხმებისა, კლუბის დაფინანსება დამოკიდებულია სათამაშო ბიზნესის ასოციაციის საერთო გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკავშირდება მათ სასპონსორო კუთხით ინტეგრაციას ქართულ სპორტში.

აღნიშნული მოცემულობები ართულებს პასუხისმგებლობის აღებას, ფეხბურთელების და კლუბში მომუშავე პერსონალის მიმართ.

თბილისის ლოკომოტივი თავისივე ფინანსური რესურსით გააგრძელებს წინსვლას და გუნდის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიც ყოველთვის იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და მათი ხელშეწყობა”, – წერია განცხადებაში.

“ლოკო” მთავარი მწვრთნელის გარდა 13-მა ფეხბურთელმა დატოვა: მარკ სპენკელინკი, დავით უბილავა (კაპიტანი), ალექსანდრე გურეშიძე, გიორგი გაბაძე, ადამა ვადე, ნიკა სანდოხაძე, დავით სამურკასოვი, ბექა დარცმელია, თეიმურაზ შონია, თორნიკე კირკიტაძე, გიორგი დიასამიძე, მამია გავაშელიშვილი, ირაკლი სიხარულიძე.

“ლოკომოტივი” 13-მა ფეხბურთელმა დატოვა

თბილისის “ლოკომოტივმა” ოფიციალურად დაადასტურა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭიაბრიშვილის წასვლა.

“ლოკო” ჭიას გარდა 13-მა ფეხბურთელმა დატოვა: მარკ სპენკელინკი, დავით უბილავა (კაპიტანი), ალექსანდრე გურეშიძე, გიორგი გაბაძე, ადამა ვადე, ნიკა სანდოხაძე, დავით სამურკასოვი, ბექა დარცმელია, თეიმურაზ შონია, თორნიკე კირკიტაძე, გიორგი დიასამიძე, მამია გავაშელიშვილი, ირაკლი სიხარულიძე.

შესაძლოა, საქმე ხელფასების შემცირებას ეხებოდეს.

ინდოეთის ჩემპიონატში რობერტო კარლოსის გოლი გაცოცხლდა (ვიდეო)

შოტლანდიელმა გრეგ სტიუარტმა ინდოეთის ჩემპიონატში უძლიერესი გოლი გაიტანა.

 

გია ჭიაბრიშვილმა “ლოკომოტივი” დატოვა

“გიორგი ჭიაბრიშვილმა ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე არსებული კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.გიორგი – დიდი მადლობა ჩვენთან გატარებული პერიოდისთვის და იმ უსაზღვრო ემოციებისთვის რომელიც ერთად გვქონდა!” – წერს “ლოკომოტივის” ოფიციალური გვერდი.

ჭიამ “ლოკო” 2020 წლის 6 ივლისს ჩაიბარა და ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოსკოვის “დინამო” გამოაგდო.

გასულ სეზონში “ლოკომოტივმა” 53 ქულა დააგროვა და ევროტურნირებზე ვერ მოხვდა.

მოსალოდნელია, რომ გუნდიდან ლიდერებიც წავლენ.

 

 

ქუთაისის “ტორპედოს” 3 ძალიან მაგარი ტრანსფერი

ქუთაისის “ტორპედო” ახალი სეზონისთვის მზადებას სერიოზულად განაგრძობს და ახალ ტრანსფერებს ახორციელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, “ტორპედოში” გიორგი არაბიძე და ნოდარ ქავთარაძე ითამაშებენ. არაბიძე ცეცაძის ფავორიტი მოთამაშეა, ქავთარაძეს კი 2019 წელს ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა.

მათ გარდა, ქუთაისურ გუნდს გიორგი ქიმაძე, გიორგი კუხიანიძე და გიული მანჯგალაძე შეუერთდებიან, ხოლო, თორნიკე ახვლედიანი და ლევან მჭელიძე კლუბში მინიმუმ 1 კიდევ სეზონს გაატარებენ.

ცეცაძეს დაცვის გაძლიერება სურს და მალე დაცვით ტრანსფერებსაც ვიხილავთ.

 

ჰენრიკ მხითარიანი რუსული გუნდის სპორტული დირექტორი გახდება

32 წლის სომეხი ნახევარმცველი ჰენრიკ მხითარიანი კარიერის დასრულების შემდეგ “კრასნოდარის” სპორტული დირექტორი გახდება.

მხითარიანმა “კრასნოდარის” პრეზიდენტთან უკვე მიაღწია შეთანხმებას.

ჰენრიკს “რომასთან” კონტრაქტი ეწურება და გახანგრძლივებას არ აპირებს. მისით რუსული გუნდები ინტერესდებიან, თუმცა პრიორიტეტი იტალიაში დარჩენაა.

მხითარიანი წლების განმავლობაში “შახტარში”, “მანჩესტერში”, “დორტმუნდსა” და “არსენალში” თამაშობდა.

5 ფეხბურთელი, რომლებიც გუნდიდან ყველაზე უცნაური მიზეზებით გააგდეს

“ანორთოსისმა” ქართველი თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა გუნდიდან “აპოელის” გიორგი ქვილითაიას გოლის გატანის დროს ვიდეოში გამოჩენილი ღიმილისთვის გაუშვა. Fanebi.com წარმოგიდგენთ 5 საოცარ შემთხვევას, რა დროსაც ფეხბურთელები გუნდიდან უცნაური მიზეზების გამო გაუშვეს.

1. ადრიან მუტუ – ჩელსი

2003 წელს ადრიან მუტუ “პარმადან” “ჩელსიში” გადავიდა და მას შემდეგ მის ცხოვრებაში ყველაფერი აირია. თავიდან 3 მატჩში 4 გოლი შეაგდო, მერე კი ჯერ ცოლს დაშორდა და შვილზე მეურვეობა ცოლმა აიღო. მანქანით დევნა მართვის მოწმობის ჩამორთმევით დამთავრდა, საბოლოო წერტილი კი კოკაინის მოხმარების დადასტურება გახლდათ. ბოლოს, მუტუს 15 მილიონის გადახდა დააკისრეს და კონტრაქტი გაუწყვიტეს.

2. სერხი გვარდიოლა – ბარსელონა 

სერხი გვარდიოლა 2015 წელს “ბარსელონა ბ”-სთან კონტრაქტს აფორმებს, 1 საათში კი “ბარსელონა” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და გვარდიოლას კლუბიდან უშვებს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება გვარდიოლას ტვიტები, სადაც ფეხბურთელი “ბარსელონას” და კატალონიას შეურაცხყოფას აყენებს და ყველა პოსტს Hala Madrid-ით იწყებდა.

გვარდიოლამ მისი კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

3. აჰნ იუნგ ჰვანი – პერუჯა

როცა აჰნ-იუნგ ჰვანმა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებს 117-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაუტანა, ჰვანი კორეაში პრაქტიკულად ეროვნულ გმირად გამოაცხადეს.

მე-2 დღეს ჰვანმა გაიგო, რომ “პერუჯას” პრეზიდენტმა ის გუნდიდან გააგდო.

“მე არ მაქვს არანაირი სურვილი ხელფასი ვუხადო მას, ვინც იტალიური ფეხბურთი გაანადგურა. ის ფენომენალური მხოლოდ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ იყო, მე ნაციონალისტი ვარ და ეს ჯელტმენი პერუჯაში ფეხს ვეღარ დაადგამს” – განაცხადა ლუჩანო ჯაუჩიმ.

4. ხულიო რეი – დეპორტივო

გვარდიოლას მსგავსი რამ შეემთხვევა ხულიო რეის, რომელიც “დეპორტივომ” გაიფორმა და ფანებმა მისი “ტვიტერის” ექაუნთი ნახეს, სადაც ხულიო “დეპორტივოს” შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდა.

რეიმ სოციალურ ქსელში ექაუნთი მალევე წაშალა, მაგრამ გუნდიდან მაინც გაუშვეს.

5. და რა თქმა უნდა, ნიკა კაჭარავა.

26 დეკემბერს, კვიპროსის ჩემპიონატში “აპოელი” საკუთარ მოედანზე “ომონიას” დაუპირისპირდა და მეტოქე 4:2 დაამარცხა.

ამ მატჩს გურამ კაშიასთან ერთად “ანორთოსისის” თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა ესწრებოდა. 58-ე წუთზე ქვილითაიამ სტუმართა კარში გოლი გაიტანა, კაშიამ კი სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, რომელშიც აღბეჭდილი იყო, თუ როგორ ზეიმობდა თანამემამულის გოლს. კადრში გამოჩნდა კაჭარავაც.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ, “ანორთოსისის” ფანებმა კაჭარავა მკაცრად გააკრიტიკეს, რადგან ეს კლუბი “აპოელის” ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქედ ითვლება. ამის გამო, ქართველ თავდამსხმელს ბოდიშის მოხდაც მოუწია:

“მინდა რომ ლაშა ტალახაძეს გადავასწრო” – 18 წლის ირანელი ძალოსანი

18 წლის ირანელმა ალირეზა იუსეფიმ ახალგაზრდებს შორის მისი თანამემამულის, ალი დავუდის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა და აკვრაში 238 კილოგრამი აწია.

ალირეზა იუსეფიმ რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ლაშა ტალახაძემ 492 დააფიქსირა, 421 კილოგრამი აწია და მისთვის საპატიო მე-7 ადგილი დაიკავა.

იუსეფი მზად არის რეკორდები ახლა უკვე დიდების კატეგორიაშიც მოხსნას.

“მე აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც ტაშკენტში გავაკეთე. ჩემი პირველი მიზანი ახალგაზრდებს შორის რეკორდის დამხობა იყო. ახლა სხვა მიზნები მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მსოფლიოზე ჩემი პოტენციალი მეჩვენებინა. მომავალ წლებში ყველაფერს გავაკეთებ, რათა უფრო მეტი წონა ავწიო და ლაშა ტახალაძეს გადავასწრო”, – განაცხადა იუსეფმა.

“ანორთოსისი” კაჭარავას გუნდიდან აგდებს

ნიკა კაჭარავას და “ანორთოსისის” ხელმძღვანელობას შორის ცოტა ხნის წინ შეხვედრა გაიმართა, სადაც გურამ კაშიას მიერ გავრცელებულ ვიდეოში “აპოელის” გოლზე კაჭარავას ღიმილი ჩანს. კლუბის გადაწყვეტილებით, ნიკა სრულად ჩამოშორდება სავარჯიშო პროცესს და დიდი ალბათობით, კონტრაქტიც გაწყდება.

ქეცბაიას 1 თვის წინ კაჭარავას გაშვება ისედაც უნდოდა და როგორც ჩანს, ეს მაინც მოხდება.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ, “ანორთოსისის” ფანებმა კაჭარავა მკაცრად გააკრიტიკეს, რადგან ეს კლუბი “აპოელის” ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქედ ითვლება. ამის გამო, ქართველ თავდამსხმელს ბოდიშის მოხდაც მოუწია:

“მინდა, მცირე განცხადება გავაკეთო დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით. მე ნაკრებში ჩემს თანაგუნდელთან და კაპიტანთან ერთად “ომონია” – “აპოელის” მატჩს ვესწრებოდი. ჩემმა მეგობარმა გადაიღო ვიდეო, როცა ის ქვილითაიას გოლს აღნიშნავდა. ამ დროს მე მეღიმებოდა, რადგან ის ისე ზეიმობდა, როგორც პატარა ბავშვი. მე არასოდეს ვიზეიმებ ჩვენი მოწინააღმდეგეების გოლს. ყოველთვის პატივს ვცემდი “ანორთოსისის” ფანებს და მათ მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდი. თუ ამ ვიდეოს გამო, ვინმეს ვაწყენინე, ბოდიშს ვუხდი”, – განაცხადა კაჭარავამ.

კაჭარავა “ანორთოსისში” 2018 წლიდან თამაშობს.

ქუვეითიდან “დინამომდე” – ანდრეს კარასკო დაბრუნდა

“დინამო თბილისის” აკადემიის მთავარ მწვრთნელად ანდრეს კარასკო დაინიშნა. ესპანელმა სპეციალისტმა თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 3 წლის ვადით გააფორმა.

კარასკო წარსულში უკვე მუშაობდა “დინამოში”, 2011-12 წლებში აკადემიის ჩამოყალიბება სწორედ მის სახელს უკავშირდება.

ანდრეს კარასკოს სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო კლუბ “ბარსელონაში” დაიწყო, იგი ლა მასიაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამას გარდა კარასკო სხვადასხვა დროს “მალაგას” 16-წლამდე და დონეცკის “შახტარის” 19-წლამდე გუნდების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ესპანელმა სპეციალისტმა გარკვეული პერიოდი “საბურთალოს “აკადემიაშიც იმუშავა. აკადემიების გარდა, კარასკოს ძირითად გუნდებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს – იგი ესპანური “საბადელის”, ავსტრალიური “ვესტერნ სიდნეი უონდერერსის” და თურქული “კარაბიუკსპორის” მთავარი მწვრთელის ასისტენტი გახლდათ. დინამოში დაბრუნებამდე კი, კარასკო ქუვეითის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

ესპანელი სპეციალისტი დინამოს აკადემიაში მუშაობას 2022 წლის იანვრიდან დაიწყებს.

Fcdinamo

ვინ ითამაშა მთავარი როლი ანანიძის ბათუმურ ტრანსფერში?

ბათუმის “დინამომ” გუშინ საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე დაიმატა, რომელიც 1 თვის წინ “დინამო თბილისიდან” გამოუშვეს.

ანანიძე წარმოშობით აჭარიდან არის, ქობულეთელია და პირველი ნაბიჯებიც სწორედ ქობულეთის “შუქურაში” გადადგა, თუმცა მთავარი როლი ვინც, ჯანოს “დინამოში” ტრანსფერში ითამაშა, მამუკა კობახიძეა.

კობახიძე “დინამოს” კაპიტანი და ანანიძის უახლოესი მეგობარია. ბოლო 1 თვე ფეხბურთელები დროს თითქმის სულ ერთად ატარებდნენ.

ჯანოს და მამუჩიკოს ბოლო პოსტი ინსტაგრამზე. კობახიძე წლების განმავლობაში ბევრ რუსულ გუნდში, მათ შორის, ყაზანის “რუბინში”, “ალანიაში” და “მორდოვიაში” უთამაშია.