შოთა მთავარ შემოთავაზებას ელოდება – უარი თურქულ კლუბს!

თურქული “ქარაგუმრუქისა” და იტალიელი ფრაჩენსკო ფარიოლის გზები გაიყო. “ქარამგურუქის” მთავარი მწვრთნელობა შოთა არველაძეს შესთავაზეს, თუმცა შოთამ უარი განაცხადა.

“ქარაგუმრუქი” თურქეთის სუპერ ლიგაში 22 ქულით მე-11 ადგილზეა და გუნდს ლუკა ბილია კაპიტნობს, შემადგენლობაში კი ვატო არველაძეც ირიცხება.

როგორც ჩანს, შოთა ჯერ კიდევ ელის ინგლისური “ჰალისგან” წინადადებას, რომელიც თურქი ბიზნესმენი ჩაუდგა სათავეში.

არველაძე 2020 წლის სეზონის ბოლოს ტაშკენტის “ფახთაქორიდან” წამოვიდა და მას შემდეგ, ისვენებს.

გიორგი არაბიძე ქუთაისის “ტორპედოში”

ქუთაისის “ტორპედომ” ეროვნული ლიგის პლეი-აუტის ორმატჩიან დუელში მარტვილის “მერანთან” საოცარი ქამბექი (3-2) დადო და ელიგაში დარჩა.

შესაბამისად, მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი იქნება, რაც პრაქტიკულად გადაწყვეტით ნიშნავს, რომ ცეცაძე ქუთაისში მის საყვარელ ფეხბურთელს, გიორგი არაბიძეს მიიყვანს.

ცეცაძე გასული სეზონის მე-2 ნახევრის წინ “სამტრედიაში” დაინიშნა, სადაც არაბიძემ ჯერ ვარჯიში დაიწყო, შემდეგ კი “სამტრედიას” იჯარით “ნასიონალიდან” შეუერთდა. არაბას პორტუგალიაში დაბრუნება არ სურს და თუ სხვა რეალური შემოთავაზება არ იქნება, დიდი ალბათობით, კვლავ ცეცაძესთან, ამჯერად “ტორპედოში” აღმოჩნდება.

23 წლის გიორგი “სამტრედიას” მთავარი ლიდერი იყო და მისი დამატება ქუთათურებსაც გამოადგებათ.

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა განმეორებით ჩატარდა

დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა ხელმეორედ გაიმართა.

“ზალცბურგი” – “ბაიერნი”
“სპორტინგი” – “მანჩესტერ სიტი”
“ბენფიკა” – “აიაქსი”
“ჩელსი” – “ლილი”
“ატლეტიკო” – “მანჩესტერ იუნაიტედი”
“ვილიარეალი” – “იუვენტუსი”
“ინტერი” – “ლივერპული”
“პსჟ” – “რეალი”

მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 15, 16, 22 და 23 თებერვალსაა დაგეგმილი, განმეორებითი შეხვედრები კი 8, 9, 15 და 16 მარტს ჩატარდება.

რა “შეცდომა” დაუშვეს ლიგაზე? – ფანები წილისყრის გადამეორებას ითხოვენ!

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წყვილები დღეს, ნიონშში გაირკვა. ლიგის ამბასასდორი ანდრეი არშავინი იყო, რომელმაც “ვილიარეალის” დასახელების შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედის” ბურთულა ამოიღო. რადგან ეს ორი გუნდი ისედაც ერთი ჯგუფიდან გავიდნენ, ერთმანეთთან შეხვედრა არ შეეძლოთ და “მანჩესტერის” ნაცვლად “ვილიარეალს” “მანჩესტერ სიტი” მოუწია.

როგორც Independent წერს, “მანჩესტერ იუნაიტედის” ბურთულა უკან აღარ დაუბრუნებიათ და სწორედ ამიტომ ბოლოში “პსჟ” – “იუნაიტედი” დაჯდა. შესაძლოა, მანამდე “ატლეტიკო” – “მანჩესტერის” დაპირისპირება მიგვეღო.

მესი – რონალდოს თემამ ეს მომენტი გადაფარა, თუმცა ფაქტია, ძალიან დიდი შეცდომა მოხდა, რის გამოც, ფანები წილისყრის გადამეორებას ითხოვენ.

საბოლოო წყვილები ასე გამოიყურება

ბენფიკა VS მადრიდის რეალი
ვილიარეალი VS მანჩესტერ სიტი
ატლეტიკო VS ბაიერნი
ზალცბურგი VS ლივერპული
ინტერი VS აიაქსი
სპორტინგი VS იუვენტუსი
პსჟ VS მანჩესტერ იუნაიტედი
ჩელსი VS ლილი

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

ბენფიკა VS მადრიდის რეალი
ვილიარეალი VS მანჩესტერ სიტი
ატლეტიკო VS ბაიერნი
ზალცბურგი VS ლივერპული
ინტერი VS აიაქსი
სპორტინგი VS იუვენტუსი
პსჟ VS მანჩესტერ იუნაიტედი
ჩელსი VS ლილი

მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 15, 16, 22 და 23 თებერვალსაა დაგეგმილი, განმეორებითი შეხვედრები კი 8, 9, 15 და 16 მარტს ჩატარდება.

კონსტატინ მარადიშვილის სუპერ გოლი (ვიდეო)

მოსკოვის “ლოკომოტივმა” პრემიერ ლიგის მე-18 ტურში “უფას” უმასპინძლა და 2-0 მოიგო. პირველი გოლი კონსტატინ მარადიშვილმა 71-ე წუთზე შეაგდო, მალევე “ლოკომ” მეორეც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

მარადიშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

ბოლო ინფორმაციით, კონსტატინი, რომელიც წარმოშობით გურჯაანელია, საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს.

იოზუა კიმიხი: “ვნანობ, რომ კოვიდ ვაქცინა უფრო ადრე არ გავიკეთე”

მიუნხენის “ბაიერნის” ლიდერი იოზუა კიმიხი ნანობს, რომ ვაქცინა უფრო ადრე არ გაიკეთა, ვიდრე კოვიდი მას ფილტვს დაუზიანებდა.

კიმიხს გასულ კვირას კოვიდი დაუდასტურდა და მიმდინარე წელს თამაშს ვეღარ შეძლებს.

“ჩემთვის ძალიან რთული იყო ჩემს შიშებთან და შფოთვებთან გამკლავება, რის გამოც, ამდენი ხნის განმავლობაში არ ავიცერი. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ჯერ კიდევ ორგანიზმის მდგომარეობიდან გამომდინარე, თამაშს ვერ ვახერხებ. ფილტვის ქსოვილიც დაზიანებულია. როგორც კი საშუალება მომეცემა, აუცილებლად ავიცრები”, – განუცხადა კიმიხმა გერმანულ TZ-ს.

საინტერესოა, რომ კიმიხი მთელი წლის განმავლობაში აფინანსებდა კოვიდ-ვაქცინის წამახალისებელ ღონისძიებებს, მაგრამ თვითონ ვაქცინას არ იკეთებდა. ბოლოს განაცხადა, რომ გერმანიაში ინაქტივირებული, ჩინური ვაქცინების დაშვებას ელოდებოდა.

ვაკო ყაზაიშვილი – ყველაზე ჭკვიანი ქართველი “ბიზნესმენი” ფეხბურთელი

28 წლის ვაკო ყაზაიშვილი იმ ოქროს თაობას ეკუთვნის, რომლის ბევრ წარმომადგენელს დღეს უკვე კარიერა დასრულებული აქვს (ჭანტურია, ყენია, ანანიძე) ან საქართველოში დაბრუნების შემდეგ პრაქტიკულად ვერაფერი შეძლო (მჭედლიძე).

ყაზაიშვილი გასულ სეზონში სამხრეთ კორეის საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა და სამხრეთ კორეაში ერთ-ერთ საუკეთესო ლეგიონერად ითვლება.

ვაკო ევროპაში 2011 წელს მოხვდა და 2017 წლამდე “ვიტესში” ირიცხებოდა. მაშინ, როცა “ვიტესში” თამაში არ უწევდა, პოლონურ “ლეგიაში” წავიდა, გახდა ჩემპიონი და  ჩემპიონთა ლიგაზე “რეალს” ეთამაშა.

2017 წელს, სხვადასხვა ევროპული კლუბისგან შემოთავაზებები ჰქონდა, თუმცა ამერიკულ “სან ხოსე” აირჩია, სადაც ხელფასის სახით ბონუსების გარეშე 1.7 მილიონი დოლარი ჰქონდა. ნაკრებში ვლადიმერ ვაისი ვაკოს სისტემატიურად იწვევდა.

ყაზაიშვილი “სან ხოსეს” ლიდერად ჩამოყალიბდა და 1 წელში მეგობარი გურამ კაშიაც ამერიკაში მისი რეკომენდაციით მოხვდა. ყაზაიშვილს ამერიკაში ჰქონდა დაფასება, ლიდერის როლი გუნდში, მაღალი ხელფასი და ნაკრებში გამოძახება.

2020 წელს ფეხბურთელმა “სან ხოსე” დატოვა და იმის ნაცვლად, რომ ევროპაში წამოსულიყო, სამხრეთ კორეაში გადაბარგდა. მან “ულსან ჰიუნდაისგან” საგრძნობლად უკეთესი ანაზღაურების კონტრაქტი მიიღო, K1 ლიგაში ბურთს ძალიან მაგრად აგორებს, მშვენიერი ხელფასი აქვს, დასახელდა საუკეთესო ნახევარმცველად და სანიოლიც ნაკრებში იძახებს.

ჩვენი ინფორმაციით, ვაკოს თვეში ბონუსებისა და პრემიების გარეშე – 60 000 დოლარს უხდიან.

ევროპის რომელიღაც საშუალო კლუბში თამაშს, სადაც 10-ჯერ ნაკლები ანაზღაურება და არასტაბილური გარემოა, გაცილებით სჯობს ამერიკა ან სამხრეთ კორეა.

ვაკომ არამარტო მისი პირადი ცხოვრებისთვის, არამედ კარიერულადაც ბევრჯერ სწორი არჩევანი გააკეთა, რაც ქართველი მოთამაშისგან არც თუ ისე მოსალოდნელია. მას სათამაშო პრაქტიკა 2017 წლიდან მოყოლებული არ აკლია.

ასე რომ, ვაკო ყაზაიშვილი კარგი ბიზნესმენი ფეხბურთელია, რომელსაც ინვესტიციების ჩადება სწორ დროს, სწორ ადგილას გამოსდის.

ვინ არის თორნიკე ახვლედიანი, რომელმაც “ტორპედო” ეროვნულ ლიგაში დატოვა?

ქუთაისის “ტორპედომ” მარტვილის “მერანი”, საოცარ მატჩში, 3-2 დაამარცხა და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. შეხვედრის უდავო გმირი თორნიკე ახვლედიანი იყო, რომელმაც ჯერ პენალტი მოინადირა, ბოლოს კი გამარჯვების გოლი შეაგდო. მთელი თამაშის განმავლობაში ახვლედიანი საუკეთესოდ გამოიყურებოდა და დაცვაშიც მაგრად გაისარჯა. მისი წვლილი “ტორპედოს” დარჩენაში განუზომელია.

და ვინ არის თორნიკე ახვლედიანი, რომელსაც ქართული ფეხბურთი არც თუ ისე კარგად იცნობს?

ახვლედიანმა კარიერა “ნორჩი დინამოში” ვალერი გაგუასთან და ვლადიმერ კაკაშვილთან დაიწყო. “ნორჩი დინამოს” გუნდის დაშლის შემდეგ სინჯებზე თბილისის “დინამოში” მივიდა, მაგრამ მე-3 დღესვე მაშინდელმა მწვრთნელებმა უარით გამოისტუმრეს, ისე რომ, შანსიც არ მიუციათ.

შემდეგ იყო “ავაზა”, “ცხინვალი”, “გაგრა”, სადაც ერთხელ ელიგა 2-ში ითამაშა. “გაგრაში” საფეხბურთო კარიერის დასრულებაც სურდა, თუმცა ესპანეთში აღმოჩნდა, სადაც “ლეგანესის”, “სან სებასტიანის” და “დე ლორკის” ახალგაზრდებში ასპარეზობდა. “ლორკაში” მისი მენტორი ურუგვაელი ვალტერ პანდიანი იყო.

საბუთების პრობლემების გამო საქართველოში დაბრუნება მოუწია და მე-4 ლიგელ “ზესტაფონში” საფეხბურთო მენეჯერის, ირაკლი ხვედელიანის დახმარებით მოხვდა, სადაც 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა და რამდენიმე საგოლე პასი შეასრულა. მაშინვე მისით, ამჯერად უკვე,”დინამო თბილისი” დაინტერესდა და მთავარ გუნდში მიიწვიეს.

შეკრებაზე თორნიკე უდავოდ საუკეთესო იყო, თავდამსხმელების პრობლემების გამო 2020 წელს ძირითადშიც გამოჩნდა, მაგრამ ჯერ ტრავმა მიიღო, ბოლოს სხვა ფორვარდებიც დაიმატეს და ახვლედიანი ქუთაისის “ტორპედოში” გაანათხოვრეს.

“ტორპედო” 14 შეხვედრაში 5 გოლი დაუგროვდა და 5-ვე ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი სანახავი გამოდგა.

ახვლედიანი მოძრავი, ენერგიული ტიპის ფეხბურთელია, რომელსაც ძალიან მაგარი საგოლე ალღო აქვს და მეორე სართულზეც საკმაოდ საშიშია. ეროვნული ლიგის დონეზე ის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში “დინამო თბილისი” მას უკვე მესამეჯერ მიუბრუნდება.

22 წლის ახვლედიანმა დღეს თავისი სიტყვა თქვა, მაგრამ წინ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სათქმელი.

თოფურია ევლოევს: ‘ამისათვის გაზღვევინებ’

UFC-ის მებრძოლმა, ილია თოფურიამ abc.es-თან ინტერვიუში კომენტარი მისი მომავალი მეტოქის, მოვსარ ევლოევის სიტყვებზე გააკეთა.

წარმოშობით ინგუშმა, რუსეთის წარმომადგენელმა ევლოევმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თოფურია ჩვარია და მისით ოქტაგონის მოსუფთავებას აპირებს.

“მისმა ნათქვამმა ვერც კი გამაღიზიანა. მას პიროვნული თვისებები საერთოდ არ გააჩნია. დარწმუნებული ვარ, მას ეს არ დაუწერია, სხვამ დაუწერა. არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ჩემზე ცუდი რამ დაწეროს ან თქვას. თუ საზღვრებს გადაკვეთ, ამისათვის გაზღვევინებ.

ზოგი ფიქრობს, რომ საკუთარ თავში ზედმეტად ვარ დარტმუნებული, მაგრამ ასე არ არის. თუ ერთ დღესაც ვიფიქრებ, რომ ვინმე დამარცხებს, მაშინ მეტოქე პირველივე რაუნდში მომიგებს. ყოველდღიურად საკუთარ თავს უკეთესს ვხდი”, – განაცხადა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მებრძოლი მოვსარ ევლოევს UFC-ში 23 იანვარს დაუპირისპირდება.

ანრი: “ჩემი და მბაპეს შედარება არ მომწონს”

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრი “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.

“არ ვფიქრობ, რომ ჩვენი შედარება მიზანშეწონილია. ყველას საკუთარი სტილი, მოედნის ხედვა, ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს. ხშირად მბაპესა და ჩემ შორის პარალელს ავლებენ – ორივენი პარიზში გავიზარდეთ, “მონაკოში” ვთამაშობდით და ასე შემდეგ. არ მომწონს, რომ მბაპეს მადარებენ. მე მე ვარ, მბაპე მბაპეა. მისი თამაში ძალიან მომწონს, მართლაც გასაგიჟებლად თამაშობს. თუ ჩემ შესადარებლად დღევანდელობიდან მაინცდამაინც ვინმე უნდა ავარჩიო, კი ბატონო, მბაპეს დავასახელებ.

ის ძალზედ ჭკვიანია, მხიბლავს მისი აზროვნება. ეს მის ინტერვიუებშიც იგრძნობა. მან იცის, რისი მიღწევაც სურს. ვფიქრობ, რომ კილიანს მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვს. ხალხი, პირველ რიგში, მის სისწრაფესა და დრიბლინგს ამჩნევს, თუმცა მნიშვნელოვანი არამხოლოდ ბურთის ფლობა, არამედ სწორი გადაწყვეტილების მიღებაც არის”, – თქვა ანრიმ გამოცემა GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში.