მიულერი: “ოქროს ბურთი ლევანდოვსკიმ უნდა მოიგოს, წერტილი”

ოქროს ბურთის 2021 წლის პრიზიორის გამოვლენამდე სულ ცოტაა დარჩენილი. მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ტომას მიულერმა, პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ ჯილდოს რობერტ ლევანდოვსკი იმსახურებს.

“ოქროს ბურთი ლევანდოვსკიმ უნდა მოიგოს, წერტილი. მან სრულად დაიმსახურა ეს პრიზი. ნახეთ, რას აკეთებს ეს კაცი პოლონეთის ნაკრებში. ეს ტოპ-კლუბში თამაშზე გაცილებით უფრო რთული რამ არის.

რა თქმა უნდა, ესპანეთში შეიძლება თქვან, რომ ბენზემასაც ძალიან კარგი წელი ჰქონდა. ლევიმ ყველაფერი მოიგო “ბაიერნთან” ერთად, გასულ წელს ეს პრიზი არ მისცეს, თუმცა არ გაჩერებულა და კიდევ უფრო შედეგიანი წელი ჰქონდა.

ინდივიდუალურ დონეზე ასეთ პრიზს არცერთი ფეხბურთელი არ იმსახურებს ისე, როგორც რობერტ ლევანდოვსკი,” – განაცხადა მიულერმა.

ევლოევი თოფურიას: “ესპანელო, უბრალო წითელი ტილო ხარ”

2022 წლის 23 იანვარს, UFC 270-ზე ილია თოფურია დაუმარცხებელ მოვსარ ევლოევს დაუპირისპირდება. ქართველმა მებრძოლმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ შეხვედრას პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაასრულებს.

ილიას ამ კომენტარს ინგუშმა სპორტსმენმა, რომელიც რუსეთს წარმოადგენს, სოციალურ ქსელში პოსტით უპასუხა:

“იოცნებე, ესპანელო. შენ მატადორი კი არა, უბრალო წითელი ტილო ხარ, რომელსაც მე ოქტაგონის მოსაწმენდად გამოვიყენებ”, – დაწერა ევლოევმა.

მალევე, ევლოევის პოსტს თოფურია გამოეხმაურა: “არ მინდა, რომ ეს ჩვენი ქვეყნების დონეზე დავიყვანო, მაგრამ შენ ყველა საზღვარი გადაკვეთე!!!”

დეივერსონის მოქმედება “ფლამენგოსთან” მატჩის ბოლო წამებში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

“ბელენენსეში” მოედანზე ცხრა ფეხბურთელით გამოვიდა, მათგან ორი მეკარეა

ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა პორტუგალიის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ “ბენფიკასა” და აუტსაიდერ “ბელენენსეშს” შორის. როგორც მოსალოდნელი იყო, “ბენფიკა” უპირატესობას ფლობს, თუმცა ამის განმაპირობებელი მიზეზი ძალიან უცნაური რამ არის.

მასპინძელთა გუნდი მოედანზე ცხრა ფეხბურთელით არის გამოსული, რომელთაგან ორი მეკარე გახლავთ. საქმე ის არის, რომ პორტუგალიურ კლუბში კორონავირუსის აფეთქებაა და განაცხადში მყოფი ფეხბურთელებიდან მხოლოდ ამ ცხრას შეეძლო მოედანზე გასვლა.

გასაკვირი არ არის, რომ “ბელენენსეშმა” პირველივე წუთზე გაუშვა გოლი, თანაც ავტოგოლი.

“პსჟ” ვინისიუსს წელიწადში 17 მილიონს სთავაზობს

მადრიდის “რეალი” უკვე წლებია, რაც კილიან მბაპეს ტრანსფერით ინტერესდება. საპასუხოდ “პარი სენ-ჟერემნის” ხელმძღვანელებმა ვინისიუს ჟუნიორის გადაბირებისთვის დაიწყეს ბრძოლა.

როგორც ცნობილი ხდება, ფრანგული გრანდის მესვეურები დიდ პოტენციალს ხედავენ ბრაზილიელ ვარსკვლავში და მზად არიან, რომ მადრიდის “რეალის” ნებისმიერ პირობას დათანხმდნენ ამ ტრანსფერის განსახორციელებლად.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ვინისიუსს მადრიდულ გრანდთან ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს. ამ დროისთვის ეს უკანასკნელი ხელფასის სახით 3.3 მილიონ ევროს იღებს. “პსჟ” კი მას 17 მილიონ ევროს სთავაზობს.

მიმდინარე სეზონში ვინისიუსი “რეალის” ერთ-ერთ ლიდერად იქცა. მან 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა საკლუბო დონეზე, გაიტანა 10 გოლი და გააკეთა 7 საგოლე გადაცემა.

“ბაიერნმა” ბუნდესლიგაში გოლების რეკორდი დაამყარა

მიუნხენის “ბაიერნმა” საშინაო არენაზე “არმინიასთან” დაძაბულ შეხვედრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება. მატჩში ერთადერთი გოლი ლეროი ზანემ გაიტანა თამაშის 71-ე წუთზე.

ლეროი ზანეს გოლით მიუნხენის “ბაიერნმა” “კიოლნის” მიერ 1977 წელს დამყარებული გოლების რეკორდი გააუმჯობესა. საქმე ის გახლავთ, რომ ერთ კალენდალურ წელში ბუნდესლიგაში 102 გოლზე მეტი ისტორიაში არავის არ აქვს გატანილი.

ალეგრი: “ხალხი ტურნირის ფავორიტად მიგვიჩნევდა, ჩვენ ოთხეულისთვის ვიბრძვით”

ტურინის “იუვენტუსმა” იტალიის ელიტარული ლიგის მე-14 ტურში მტკივნეული მარცხი განიცადა ბერგამოს “ატალანტასთან”. მასიმილიანო ალეგრის შეგირდები შინ მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მერვე პოზიციას იკავებენ.

“ჩვენ შევქმენით მომენტები, თუმცა მათგან მაქსიმუმი ვერ მივიღეთ. “ატალანტამ” მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარში, ისიც ჩვენი შეცდომის შედეგად. თუმცა, როგორც გუშინ აღვნიშნე, ფეხბურთში გადამწყვეტ როლს გოლები თამაშობს.

ვფიქრობ, “იუვენტუსს” ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. გოლების გატანის პრობლემა გვაქვს, თუმცა ამაზე მუშაობა შესაძლებელია.

სეზონის დასაწყისში ხალხი ტურნირის ფავორიტად მიგვიჩნევდა, ამბობდნენ, რომ საუკეთესო გუნდი გვყავდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არ იყო სწორი. ჩვენ ოთხეულისთვის ვიბრძვით,” – აცხადებს ალეგრი.

“ვოლფსბურგის” ფანის პასუხი ერლინგ ჰოლანდს (ვიდეო)

ერლინგ ჰოლანდი მოედანს ჩვეულ სტილში დაუბრუნდა. მართალია, რომ ნორვეგიელ ფეხბურთელს 2022 წლამდე არ ელოდნენ მოედანზე, თუმცა ჰოლანდმა რეაბილიტაციის პროცესშიც განსაკუთრებული თვისებები გამოავლინა და მალევე შეძლო ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში დაბრუნება.

ერლინგ ჰოლანდი მოედანს “ვოლფსბურთან” მოგებულ გასვლით შემთხვევაში დაუბრუნდა. ერლინგმა შეცვლაზე შემოსვლიდან 8 წუთში შეძლო მეტოქე გუნდის კარის აღება. გოლის აღნიშვნის მომენტში კამერებმა სახალისო კადრი დააფიქსირეს.

ჟორჟ მიქაუტაძე Inarrêtable! (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ჟორჟ მიქაუტაზე ბელგიის ჩემპიონატში მორიგ გოლს იტანს. ამჯერად, მიქაუტაძემ “სტ.ტრუიდენს” შეუგდო.

ედინ ჯეკომ ხორვატიის მოქალაქეობა მიიღო

მილანის “ინტერისა” და ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ ხორვატიის მოქალაქეობა მიიღო.

35 წლის ფეხბურთელმა ეს ნაბიჯი ბიზნესის საწარმოებლად გადადგა. კერძოდ, ჯეკო ხორვატიის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის კურორტ დუბროვნიკზე სარესტორნო ბიზნესის წარმოებას აპირებს. ბოსნია და ჰერცეგოვინა ორმაგი მოქალაქეობის უფლებას იძლევა. ასე რომ, ჯეკოს ხორვატიის მოქალაქეობის მიღებით ბოსნიის ნაკრებში თამაშზე პრობლემა არ შეექმნება.

თავის მხრივ, ხორვატია ცნობილი ფეხბურთელის ამ გადაწყვეტილებით ისარგებლებს და ინვესტიციების მოზიდვას სხვა ვარსკვლავებისგანაც შეეცდება.

ედინ ჯეკომ მიმდინარე წელს ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებში ექვსი მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა, “ინტერის” რიგებში კი ამ სეზონში ათი გოლი აქვს გატანილი.

რა ეტაპზეა ჯანო ანანიძე?

2021 წლის 14 მაისს ჯანო ანანიძემ თბილისის “დინამოს” მაისურით ეროვნულ ლიგაში პირველი მატჩი “დინამო ბათუმთან” გამართა, მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა და 30 წუთზე მეტი ითამაშა.

მას შემდეგ ანანიძეს მუხლის ტრავმა აქვს და რეაბილიტაციის ხანგრძლივ პერიოდს გადის. დღესაც ჯანო ინდივიდუალურად ემზადება, თუმცა უცნობია ზუსტად, როდის შეძლებს დაბრუნებას. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ანანიძეს მიმდინარე წელს ვეღარ ვიხილავთ და კარგ შემთხვევაში, 2022 წლის თებერვალში დაბრუნდება.

ამ ფონზე 29 წლის ანანიძის სატრანსფერო ღირებულება 250 ათას ევრომდე დაეცა, კონტრაქტი კი კლუბთან 31 დეკემბრამდე აქვს გაფორმებული.

ჩავი: “ვილიარეალთან” რთული მატჩი გველის, მათ პატარა მოედანი აქვთ”

27 ნოემბერს, ლა ლიგის მე-15 ტურში კატალონიის “ბარსელონა” სტუმრად “ვილიარეალს” დაუპირისპირდება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩავიმ იმ სირთულეებზე ისაუბრა, რაც მის გუნდს “ვილიარეალთან” ელის.

“რთული თამაში იქნება. მათი მოედანი იმაზე პატარაა, ვიდრე სხვა მოედნები. მეტოქე გუნდს ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს”, – თქვა ჩავიმ.

გამოცემა “მარკას” ცნობით, “ვილიარეალის” სტადიონის, “ესტადიო დე ლა სერამიკას” მოედანი უეფას რეგულაციებს აკმაყოფილებს, მისი სიგრძე 105 მეტრია, ხოლო სიგანე – 68. აღსანიშნავია, რომ “ნოუ კამპის” მოედანსაც ასეთი სიგრძე და სიგანე აქვს.