ჯეკოს “რომაში” გაჩერება აღარ უნდა

“კორიერე დელო სპორტის” ცნობით, “რომას” კაპიტან ედინ ჯეკოს გუნდის მთავარ მწვრთნელ პაულუ ფონსეკასთან კონფლიქტი აქვს და გუნდის დატოვება სურს.

ბოსნიელი თავდამსხმელი იტალიის თასის მერვედფინალურ ეტაპზე “სპეციას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენეს, რის გამოც ჯეკოს პაულუ ფონსეკასთან უთანხმოება მოუვიდა. 34 წლის ფეხბურთელი არც იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში იმავე “სპეციასთან” ჩასატარებელი შეხვედრის განაცხადში შეიყვანეს.

წყაროს თანახმად, ედინ ჯეკოთი ტურინის “იუვენტუსი” და მილანის “ინტერი” არიან დაინტერესებულნი. ფეხბურთელის აგენტმა თავისი კლიენტი “ვესტ ჰემ იუნაიტედს” შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ედინ ჯეკო “რომას” ღირსებას 2015 წლიდან იცავს. 2016-2017 წლების სეზონში ის 29 გატანილი ბურთით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მას მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 15 შეხვედრაში შვიდი გოლი აქვს გატანილი.

ედინ ჯეკოსა და “რომას” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს. სპეციალიზებული პორტალი Transfermarkt-ი მის სატრანსფერო ღირებულებას რვა მილიონ ევროდ აფასებს.

ჯეკო “რომას” დატოვებს და სხვა იტალიურ გუნდში გადავა

“რომას” ბოსნიელი თავდასხმელი ედინ ჯეკო დედაქალაქურ კლუბს დატოვებს და სხვა იტალიურ გუნდში გადავა. ამის შესახებ ბოსნიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტ პროსინეჩკიმ განაცხადა.

“ედინ ჯეკოსა და მირალემ პიანიჩს ვესაუბრე. ეს უკანასკნელი ტურინის “იუვენტუსში” რჩება. რაც შეეხება ჯეკოს, ის სხვა იტალიურ გუნდში გადავა”, – ციტირებს პროსინეჩკის სიტყვებს Football Italia.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ედინ ჯეკო მილანის “ინტერთან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. 33 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში საკლუბო დონეზე 40 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჯეკო: “შემეძლო, “იუვენტუსში” გადავსულიყავი”

“რომას” თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ განაცხადა, რომ თავის დროზე კარიერის გაგრძელება ტურინის “იუვენტუსში” შეეძლო, მაგრამ ბედნიერია, რომ, საბოლოო ჯამში, დედაქალაქურ კლუბში აღმოჩნდა.

“მართალია, რომ “იუვენტუსში” გადასვლის შანსი მქონდა, მაგრამა ხლა “რომას” ღირსებას ვიცავ და ამ არჩევანით კმაყოფილი ვარ. იტალიურ კლუბში გადმოსვლამდე ბევრმა ფეხბურთელმა მითხრა, რომ აქ ბევრს ვარჯიშობენ. რობერტო მანჩინი ხუმრობდა კიდეც, უნდა შეეგუო იმ ფაქტს, რომ იტალიაში სირბილის დაწყება მოგიწევსო”, – ციტირებს ჯეკოს სიტყვებს Il Messaggero.

შეგახსენებთ, რომ ედინ ჯეკო “რომაში” 2015 წლიდან იჯარის წესით თამაშობდა, გასული წლიდან კი კლუბის სრულფასოვანი ფეხბურთელია.

“რომას” ჯეკო არ სჭირდება

“რომას” ხელმძღვანელობა ედინ ჯეკოს ტრანსფერზე დაყენებას აპირებს. გუნდის სამწვრთნელო შტაბი ბოსნიელი თავდამსხმელის თამაშით უკმაყოფილოა და მომდევნო სეზონში მის შენარჩუნებას არ აპირებს.

30 წლის ფეხბურთელით ჩინური კლუბები დაინტერესდნენ, თუმცა თავად ჯეკოს ევროპაში დარჩენა სურს.

შეგახსენებთ, რომ ედინ ჯეკო “რომაში” “მანჩესტერ სიტიდან” გასული წლის ზაფხულში გადავიდა. იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ბოსნიელმა ფორვარდმა 29 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

“რომას” ლაზარეთი წამყვანი მოთამაშეებით შეივსო

“რომას” უახლოეს მატჩებში წამყვანი მოთამაშეები დააკლდება.

გუნდის კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ ბარძაყის ტრავმა მიიღო. ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელსაც დღეს 39 წელი შეუსრულდა, იტალიის სერია A-ს VI ტურში “კარპის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (5:1) მოედანზე მხოლოდ 9 წუთი დაჰყო. ტოტიმ დაზიანება სწორედ იმ არეში მიიღო, რომელზეც ორი წლის წინათ მიღებული ტრავმის შედეგად იარა აქვს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ იტალიელ ფეხბურთელს ლაზარეთში ყოფნა ორი თვით მოუწევდა, თუმცა დაზიანება ამდენად სერიოზული არ გამოდგა.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც “რომას” უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება, ედინ ჯეკო გახლავთ. ბოსნიელმა თავდამსხმელმა მარჯვენა მუხლის მყესი დაიშავა.

გუშინდელ მატჩში ტრავმა მიიღო გუნდის ნახევარმცველმა სეიდუ კეიტამაც, რომელმაც მოედანი შეხვედრის 21-ე წუთზე დატოვა. მალელ ფეხბურთელს ბარძაყის პრობლემა აქვს და ორი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

 

“რომა” ჯეკოს შეუთანხმდა

“სქაი სპორტსის” თანახმად, “რომამ” “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელ ედინ ჯეკოსთან შეთანხმებას მიაღწია. ახლა “მგლებს” ინგლისურ კლუბთან ფეხბურთელის ტრანსფერის ღირებულებაზე მოუწევთ მოლაპარაკება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “რომა” მზად არის, ბოსნიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გაიღოს.

ისიც ითქვა, რომ იტალიელები დასახელებულ თანხაზე მეტს არ გადაიხდიან და ახლა ინგლისელების პასუხს ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერი განხორციელდება, ჯეკო “რომასთან”, სავარაუდოდ, ხუთწლიან შრომით ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, წელიწადში კი ჯამაგირის სახით 4,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ედინ ჯეკომ გასულ სეზონში “მანჩესტერ სიტის” ფორმით 32 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

დორტმუნდის “ბორუსია” ჯეკოთი დაინტერესდა

დორტმუნდის “ბორუსია” “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელ ედინ ჯეკოთი დაინტერესდა.

გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა 29 წლის ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალურ წინადადებას ამზადებს. ტრანსფერის ღირებულება 20 მილიონ ევროდ ფასდება.

მიმდინარე სეზონში ედინ ჯეკომ “მანჩესტერ სიტის” ფორმით ჩატარებულ 22 მატჩში ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ჯეკო: “დავიდ სილვას პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი” (მატჩის ვიდეომიმოხილვა)

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში “მანჩესტერ სიტიმ” “ნიუკასლ იუნაიტედი” ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

მატჩის შემდეგ “ქალაქელთა” თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ თანაგუნდელი დავიდ სილვა შეაქო. სწორედ ესპანელი ნახევარმცველის გადაცემის შემდეგ გაიტანა ბოსნიელმა ფორვარდმა. მოგვიანებით დავიდ სილვამ საკუთარ ანგარიშზე საგოლე გადაცემასთან ერთად ორი გოლიც ჩაიწერა.

“სილვამ უმაღლესი დონის პასი მომცა. მე მას პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი. კარგია, რომ ჩვენ თანაგუნდელები ვართ. დავიდთან ერთად გოლს ყოველთვის გაიტან”, – ჯეკოს სიტყვები “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.

ბოსნია & ჰერცეგოვინა — ირანი (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოსნია & ჰერცეგოვინისა და ირანის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბალკანელთა თავდამსხმელი ედინ ჯეკო დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში გახსნა

„მანჩესტერ სიტიში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მოედანზე 84 წუთი დაჰყო, გააკეთა 25 გადაცემა და კარში დაარტყა 4-ჯერ.