SUN: დავიდ სილვა “სიტის” ტოვებს

“მანჩესტერ სიტისა” და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, დავიდ სილვამ შესაძლოა მანჩესტერული კლუბი დატოვოს.

ცნობილი ინგლისური გამოცემა THE SUN იტყობინება, რომ ესპანელის შეძენა “ლივერპულსა” და მილანის “ინტერს” სურს. 31 წლის ფეხბურთელს “სიტისთან” კონტრაქტი 2019 წელს ეწურება, მაგრამ ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მხარეები ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ. თავის მხრივ “ლივერპული” მზადაა სილვა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატოს, მას კლოპი ადამ ლალანას შემცვლელად მოიაზრებს.

შეგახსენებთ, რომ დავიდ სილვა “მანჩესტერ სიტიში” 2010 წლის შემდეგ ირიცხება, მანამდე კი “ვალენსიის” ღირსებას იცავდა.

დავიდ სილვა იტალიურ გრანდს უახლოვდება

“მანჩესტერ სიტისა” და  ესპანეთის ნაკრების გამოცდილ ნახევარმცველს დავიდ სილვას, თავის კლუბთან კონტრაქტი მალე უმთავრდება.

მანჩესტერელთა 21-ე ნომერს კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროისათვის ესპანელი 33 წლის იქნება დიდი ალბათობით კლუბი მასთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს.

მისი დამატებით კი იტალიური “მილანია” დაინტერესებული, როგორც იცით ახალი ინვესტორების მოსვლის შემდეგ, იტალიელთა რიგებში, არა ერთი ტრანსფერი განხორციელდა და არც სილვას დამატება იქნება მათთვის ურიგო.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა TransferMarketWeb-ი ავრცელებს.

“მანჩესტერ სიტი” მზადაა, გაბრიელ ჟეზუს ხელფასი გაუორმაგოს

The Telegraph-ის მიერ გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები ძალიან კმაყოფილები არიან გუნდის და წამყვანი ფეხბურთელების ასპარეზობით და მზად არიან, ჯილდოებიც გასცენ.

წყაროს ცნობით, “ქალაქელები” ამჯერად კლუბის სამ ლიდერთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე – საუბარი გაბრიელ ჟეზუსს, დავიდ სილვასა და კევინ დე ბრუინს ეხება.

ჟეზუსის ამჟამინდელი კონტრაქტის თანახმად, ის გუნდში 2021 წლამდე უნდა დარჩეს, კლუბმა კი ხელფასის სახით წელიწადში 3,5 მილიონი ფუნტი გადაუხადოს ბრაზილიელ შემტევს. ახალი ხელშეკრულების მიხედვით კი მას ორჯერ მეტი თანხა დაერიცხება ხელფასის სახით. გაიზრდება მისი გამოსასყიდი თანხაც.

რაც შეეხება დავიდ სილვას, ინგლისელები მას ერთი წლით გაუხანგრძლივებენ კონტრაქტს – 2020 წლამდე. გაბრილე ჟეზუსის მსგავსად, ხელფასი გაუორმაგდება დე ბრუინსაც – 12 მილიონი ფუნტი, ექვსის ნაცვლად.

სქოულზმა პრემიერ ლიგის 3 საუკეთესო მოთამაშე დაასახელა – სამივე “სიტის” ფეხბურთელია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, პოლ სქოულზმა მოახლოებულ მანჩესტერულ დერბიმდე საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელების სტატუსს სერხიო აგუერო, კევინ დე ბრუინი და დავიდ სილვა იმსახურებენ.

“ევროპულ ჩემპიონატებს შორის ესანეთის ლიგას გამოვარჩევდი. ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის 1/4-ფინალებში მათ 6 წარმომადგენელი ჰყავდათ, სულ კი 16 გუნდი იყო. კლუბების თითქმის ნახევარი ესპანური იყო. პრემიერ ლიგიდან კი მხოლოდ 2 გუნდი იყო.

ჩემპიონატის დონის ასამაღლებლად რეალური ნაბიჯები უნდა გადადგან. პრემიერ ლიგას არ ყავს საუკეთესო მოთამაშეები, თუ არ ჩავთვლით კუნ აგუეროს, კევინ დე ბრუინსა და დავიდ სილვას. ყველა დანარჩენი სხვა ქვეყნებშია გაფანტული.

საუკეთესო ფეხბურთელები ესპანეთში, “ბაიერნში” ან “იუვენტუსში” თამაშობენ. ჩვენ დიდ ფეხბურთელებთან გვაკავშირებენ – გარეთ ბეილი უმაღლესი დონის ფეხბურთელია – თუმცა მათ გადაბირებას ვერ ვახერხებთ. ვეღარ ვახერხებთ. ლიონელ მესი აქ არასდროს მოვა, ისევე როგორც ნეიმარი.”

დავიდ სილვა „ტოტენჰემთან“ ვერ ითამაშებს

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი დავიდ სილვა „ტოტენჰემთან“ ინგლისის პრემიერლიგის მეშვიდე ტურის მატჩში ვერ ითამაშებს.

ფეხბურთელი კუნთის ტრავმის შემდეგ ბოლომდე ჯერ არ გამოჯანმრთელებულა. ცნობისთვის, ტრავმა ესპანელმა „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში მიიღო. ამავე მიზეზით მან „ვესტ ჰემთან“ პრემიერლიგისა და „სანდერლენდთან“ ინგლისის ლიგის თასის შეხვედრა გამოტოვა.

„ქალაქელთა“ სამწვრთნელო შტაბი იმედოვნებს, რომ სილვა მიუნხენგლადბახის „ბორუსიასთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

დავიდ სილვა სლოვაკი ფეხბურთელების წინააღმდეგ (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა გააკეთა დავიდ სილვამ რამდენიმე სლოვაკი ფეხბურთელის გარემოცვაში.

დავიდ სილვა ვარჯიშს დაუბრუნდა

“მან.სიტის” ესპანელი ნახევარმცველი, დავიდ სილვა სავარჯიშო პროცესს შეუერთდა.

გასულ ტურში, “ვესტ ჰემის” ფეხბურთელ, შეიხ კოუიატესთან შეჯახებისას, ესპანელი ნახევარმცველი უგონო მდგომარეობით გაიყვანეს საკაცით მოედნიდან.

სამედიცინო შემოწმებას არანაირი პრობლემა და მოტეხილობა არ აჩვენა და “ფურია როხას” წევრი გუნდს შეუერთდა.

ამდენად, ნახევარმცველი შეძლებს 34-ე ტურში, “ასტონ ვილას” წინააღმდეგ თამაშს.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, სილვამ 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და გააკეთა 7 ასისტენტი.

დავიდ სილვა მოტეხილობას გადაურჩა

“მან.სიტის ნახევარმცველი, დავიდ სილვა მოედანს მალე დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ კვირას “ვესტ ჰემთან” მატჩში, შეიხ კოუიატესთან შეჯახებისას, ესპანელი ფლეიმერი საკაცით მოედნიდან უგონო მდგომარეობაში გაიყვანეს.

“მანჩესტერ სიტის” ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, 29 წლის შემტევს მოტეხილობა არ აღმოაჩნდა, რისიც გუნდში ყველაზე მეტად ეშინოდათ.

არაა გამორიცხული, სილვა მომდევნო ტურში “ასტონ ვილასთან” იყოს.

დავიდ სილვა: „შესაძლებელია, ნებისმიერი რამ მოხდეს“

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა დავიდ სილვამ „ბარსელონასთან“ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის მოახლოებული განმეორებით მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ბევრი ვერ იფიქრებდი, რომ პსჟ „ჩელსის“ გაივლიდა, განსაკუთრებით იბრაჰიმოვიჩის გაძევების შემდეგ. ასე რომ, ვიცი, ფეხბურთში შესაძლებელი ყველაფერია. ყველა „ბარსას“ შემდეგ რაუნდში გასვლას ელის, მაგრამ, იმედია, კარგი თამაშის ჩვენებას შევძლებთ. ზეწოლას არ ვიგრძნობთ, რადგან ვაგებთ და სტუმრად ვითამაშებთ“, – განაცხადა ესპანელმა.

რა გაუკეთა ლიონელ მესიმ დავიდ სილვას დღევანდელ მატჩში (ვიდეო)

24 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩში ლიონელ მესიმ დავიდ სილვა მარტივად მოატყუა.

ჯეკო: “დავიდ სილვას პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი” (მატჩის ვიდეომიმოხილვა)

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში “მანჩესტერ სიტიმ” “ნიუკასლ იუნაიტედი” ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

მატჩის შემდეგ “ქალაქელთა” თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ თანაგუნდელი დავიდ სილვა შეაქო. სწორედ ესპანელი ნახევარმცველის გადაცემის შემდეგ გაიტანა ბოსნიელმა ფორვარდმა. მოგვიანებით დავიდ სილვამ საკუთარ ანგარიშზე საგოლე გადაცემასთან ერთად ორი გოლიც ჩაიწერა.

“სილვამ უმაღლესი დონის პასი მომცა. მე მას პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი. კარგია, რომ ჩვენ თანაგუნდელები ვართ. დავიდთან ერთად გოლს ყოველთვის გაიტან”, – ჯეკოს სიტყვები “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.

დავიდ სილვამ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა დავიდ სილვამ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი დაასახელა.

“მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია, თუმც წარსულში მოთამაშე დიდებული ფეხბურთელების თამაშის ხილვის საშუალება არ მქონია. ბრაზილიელი რონალდო საუკეთესო თავდამსხმელია მათ შორის, ვისი თამაშიც ოდესმე მინახავს”, – სილვას სიტყვები “მარკამ” გამოაქვეყნა.

როგორც რამდენიმე დღის წინათ გაუწყეთ, “მანჩესტერ სიტის” ესპანელმა ნახევარმცველმა ყველა დროის საუკეთესო გუნდი შეადგინა, რომელიც ასე გამოიყურება: იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, კარლეს პუიოლი, კაფუ, რობერტო კარლოსი, კლოდ მაკელელე, პატრიკ ვიეირა, ლუიშ ფიგუ, ლეო მესი, მიქაელ ლაუდრუპი, რონალდო.