ასპილიკუეტა: “ჩელსი” მზადაა, რომ მანჩესტერულ გრანდებს მიუახლოვდეს”

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში მანჩესტერული დერბი შედგება: “იუნაიტედი” და “სიტი” ერთმანეთთან ურთიერთობას “ოლდ ტრაფორდზე’ გაარკვევენ. საგულისხმოა, რომ ამ თამაშში ნებისმიერი შედეგი, საკუთარი მოგების შემთხვევაში, ხელს აძლევს ლონდონის “ჩელსის”, რომელიც მესამე ადგილზეა. შესაბამისად, დედაქალაქელები თუ სამ ქულას მოიპოვებენ, ისინი ერთ-ერთ ან ორივე მანჩესტერულ გუნდს უფრო მიუახლოვდებიან.

“არისტოკრატები” ხვალ “ვესტ ჰემ იუნაიტედს” დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ ჟურნალისტებს სეზარ ასპილიკუეტა ესაუბრა.

“პირველ და მეორე ადგილზე მყოფი კლუბები ერთმენთს ხვდებიან. ორივე მათგანს სამი ქულის მოპოვება არ შეუძლიათ. შესაბამისად, თუ ამ შანსს გამოვიყენებთ, რომელიმესთან ჩამორჩენას, რაღაც დონეზე, აღმოვფხვრით. აუცილებელია, დაკვირვებულად ვიმოქმედოთ. ჩვენი თავის უნდა ვირწმუნოთ და შედეგიც მოვა.”

“დეკემბერში თამაშები ყოველ სამ დღეში გვაქვს. ამ თვეში, ფაქტობრივად, ძალიან სწრაფად რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სამი ქულისთვის ვიბრძვით. თუ ახლა გავუძლებთ ამ დატვირთვას და წარმატებულად გადავიტანთ აღნიშნუ პერიოდს, სეზონის ბოლოს სასურველ სიტუაციაში ვიქნებით,” – აცხადებს ესპანელი.

გვარდიოლა: “მე ამაყი ვარ ჩემი გუნდით”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში “მანჩესტერ სიტიმ” “ნაპოლი” ანგარიშით, 2-1 დაამარცხა.

“ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გვარდიოლამ განაცხადა, რომ: “მე მოველოდი 90 წუთის განმავლობაში ბრძოლას, რადგან კარგად ვაფასებდი “ნაპოლის” შესაძლებლობებს. პირველ 35 წუთში ჩვენ შევძელით და გავიტანეთ ორი გოლი, ასევე შეგვეძლო რამდენიმე კარგი მომენტის რეალიზება, მაგრამ ამის შემდეგ ჩემი ფეხბურთელები დაიღალნენ და კონტრშეტევებით ვცდილობდით პასუხის გაცემას მეტოქეზე. იტალიელები მარტივ ფეხბურთს გვთავაზობდნენ, მაქსიმუმ ორი-სამი შეხება ბურთთან. “ნაპოლი” არიას ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელსაც ჩემს კარიერაში შევხვედრივარ. სწორედ ამიტომ ვარ მე ამაყი ჩემი გუნდით.” – ამბობს პეპი.

SUN: “მანჩესტერ სიტის” საოცარი შეთავაზება ლიონელ მესის”

პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ  “მანჩესტერ სიტი” ლიონელ მესის სანაცვლოდ “ბარსელონას” 400 მილიონ ევროს გადაუხდიდა, დღეს კი ინგლისური გამოცემა THE SUN კონტრაქტის დეტალებზე ალაპარაკდა.

არგენტინელ ფეხბურთელს “ბარსელონასთან” ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და ჯერ-ჯერობით მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან. აქიდან გამომდინარე შესაძლებელია მესიმ კლუბი იანვარში დატოვოს. მისი დამატება კი, რა თქმა უნდა, ყველა კლუბს სურს, მაგრამ განსაკუთრებით “მანჩესტერ სიტი” აქტიურობს. THE SUN-ის ინფორმაციით “სიტი” მზადაა მესის კვირაში 500,000 ფუნტი გადაუხადოს. წინასწარი ანაზღაურების სახით კი, ერთჯერადად 40 მილიონი ფუნტი მისცეს.

აგუერო: “დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მესის “მანჩესტერ სიტიში,” მაგრამ…”

სერხიო აგუერომ თანამემამულე ლიონელ მესიზე ისაუბრა.

აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია პრესაში იმის შესახებ, რომ “მანჩესტერ სიტი” მზად არის 400 მილიონი ევრო გადაიხადოს ლიონელ მესიში. ამ საკითხთან დაკავშირებით აგუერომ TyC Sport-თან ისაუბრა.

“დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მესის “მანჩესტერ სიტიში”, მაგრამ, ჩემი აზრით, ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან მესი და რონალდუ თავიანთი კლუბების სახეს წარმოადგენენ, ამიტომაც ყოველთვის რთულია ასეთ დროს გუნდის შეცვლა. ამ შემთხვევაში ფული პრობლემას არ წარმოადგენს,” – განაცხადა სერხიო აგუერომ.

აგუერო: “ვერ წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი რამ შეიძლება მომხდარიყო”

სერხიო აგუერომ ამსტერდამში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

სერხიო აგუერო: “როდესაც თავისუფალი დღეები გვაქვს ფეხბურთელების უმეტესობა ლონდონში მიდის, ზოგი კი იტალიასა და ესპანეთში. მე ამ შემთხვევაში “გამიმართლა”, რადგან კოლუმბიელი მომღერლის მალმუნას აგენტმა მის კონცერტზე მიმიწვია ამსტერდამში. ყველაფერი კი მაშინ მოხდა, როდესაც სახლში ვბრუნდებოდი. ამ ინციდენტის შემდეგ ჩემთავს ვეკითხებოდი თუ რატომ წავედი იქ, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო. ჯერ კიდევ არ ვიცი ვითამაშებ თუ არა შაბათს, ვარჯიში ინდივიდუალურად განვაახლე, იმედი მაქვს გუნდს მალე შევუერთდები.” -განაცხადა სერხიო აგუერომ.

AS: მესიმ, შესაძლოა, “ბარსელონა” დატოვოს

მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, შესაძლოა კატალონიის “ბარსელონა” დატოვოს.

საქმე იმაშია, რომ არგენტინელს კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და ჯერ-ჯერობით მხარეები ვერ თანხმდებიან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე. ამ ყველაფრით სარგებლობა კი, “მანჩესტერ სიტის” სურს. AS-ის ცნობით, ინგლისური კლუბი მზადაა, მესიში 400 მილიონი ევრო გადაიხადოს და ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაიმატოს.

აგუერო “მანჩესტერ სიტის” ტოვებს?

არგენტინელი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო “მანჩესტერ სიტის” დატოვებასთან ახლოსაა.

საქმე იმაშია, რომ მანჩესტერული კლუბი ზამთარში ალექსის სანჩესის დამატებას გეგმავს, ამისათვის კი, დაახლოებით 20 მილიონი ევრო იქნება საჭირო. ამ თანხის მოპოვებას “სიტი” აგუეროს ტრანსფერით შეეცდება, რომლის შეძენითაც “მილანია” დაინტერესებული. პეპ გვარდიოლა მზადაა შეელიოს სერხიო აგუეროს, თუ “სიტის” რიგებში ალექსის იხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

ვილიან დონატო “აგუერო ემოციურად ძალიან ცუდადაა”

“მანჩესტერ სიტისა” და არგენტინის ფორვარდი სერხიო აგუერო,  ამსტერდამში მომხდარი ინციდენტის შემდეგ რეაბილიტაციის კურს გადის.

როგორც არგენტინის ეროვნული ნაკრების ექიმი აცხადებს, სერხიოს დაზიანებები არც თუ ისე უმნიშვნელოა, ამიტომაც ფორვარდს, მინიმუმ ექვსი კვირით დასვენება მოუწევს.

ნაკრების ექიმი, ვილიან დონატო: “ემოციურად ის საკმაოდ ცუდადაა, რადგან მას აქ ყოფნა და ჩვენი დახმარება სურს. მინიმუმ, აგუეროს თვენახევარი მოუწევს დასვენება. ამ მომენტისათვის, მას სახლის დატოვებაც კი არ შეუძლია დამოუკიდებლად. მისთვის ეს ყველაზე რთულია.” – განაცხადა ვილიან დონატომ.

სერხიო აგუეროს, რომელსაც მხოლოდ ერთი გოლი აშორებს “მანჩესტერ სიტის” ყველა დორის საუკეთესო ბომბარდირ, ერიკ ბრუკის რეკორდის დასამხობად, არა ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაზე “ნაპოლისთან” გასამართ ორივე დაპირისპირების და 5 ნოემბერს “არსენალის” წინააღმდეგ.

“აგუერო ეგოისტი და არაპროფესიონალია “

სერხიო აგუერო რამდენიმე დღის წინ ავტოავარიაში მოყვა და საკმაოდ მძიმე დაზიანებებიც მიიღო.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ არგენტინელი ორ თვეს იუქმებდა, მაგრამ  დაზუსტებულ ინფორმაციას არავინ ავრცელებს, თუმცა დღეს ლონდონის “ჩესლის” წინააღმდეგ აგუეროს გამოჩენა გამორიცხულია.

ამის შესახებ “არსენალისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მარტინ კოუნმა განცხადება გაავრცელა, სადაც მან აგუეროს ეგოისტი და არაპროფესიონალი უწოდა. ასევე, მისი თქმით, ფეხბურთელისათვის პრიორიტეტი ფეხბურთი უნდა იყოს და გართობაზე სეზონის დასრულების შემდეგ უნდა იფიქროს.

ასევე, გავრცელდა გვარდიოლას კომენტარი, სადაც ის აცხადებს, რომ ამ ინციდენტის შესახებ დილით შეიტყო. მის ფეხბურთელებს თავისუფალი დრო ჰქონდათ, რომლის გამოყენებაც არგენტინელმა ამსტერდამში კონცერტზე გადაწვიტა. სწორედ აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მოხდა ავარია.

დავიდ სილვა იტალიურ გრანდს უახლოვდება

“მანჩესტერ სიტისა” და  ესპანეთის ნაკრების გამოცდილ ნახევარმცველს დავიდ სილვას, თავის კლუბთან კონტრაქტი მალე უმთავრდება.

მანჩესტერელთა 21-ე ნომერს კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში ეწურება, იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროისათვის ესპანელი 33 წლის იქნება დიდი ალბათობით კლუბი მასთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს.

მისი დამატებით კი იტალიური “მილანია” დაინტერესებული, როგორც იცით ახალი ინვესტორების მოსვლის შემდეგ, იტალიელთა რიგებში, არა ერთი ტრანსფერი განხორციელდა და არც სილვას დამატება იქნება მათთვის ურიგო.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა TransferMarketWeb-ი ავრცელებს.

ობამეიანგი: “მანჩესტერ სიტიდან” დამიკავშირდნენ”

დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი ლიდერი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რომლის ოცნებაც მადრიდის “რეალში” თამაშია, აღიარებს, რომ ზაფხულში მისი გადაბირება პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიმ” სცადა.

“მართალია, რომ ჩვენს შორის კონტაქტი იყო. კლუბთან მოლაპარაკებებს მამაჩემი აწარმოებდა, თუმცა ბოლოს შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ.

ვფიქრობ ჩემდამი ინტერესი მადრიდის “რეალმაც” გამოხატა, თუმცა სერიოზული არაფერი ყოფილა, ასე რომ დიდად არ გავრთულვარ ამ საქმით.”

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბუნდესლიგის 6 ტურის შემდეგ ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას სწორედ გაბონელი ფორვარდი ლიდერობს, რომლის ანგარიშზეც 5 გოლია.

ვისთან ჩაატარებს მოურინიოს “მანჩესტერი” პირველ ამხანაგურს?

ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედში” ოფიციალურად მუშაობა ორშაბათიდან დაიწყო. მან გუშინ ჟურნალისტებთან მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე, დასახელდა ის გუნდი, რომელთანაც მოურინიოს “მანჩესტერი” სეზონის პირველ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. “განსაკუთრებულის” შეგირდები 16 ივლისს “ჩემპიონშიფის” ბინადარ “უიგან ატლეტიკს” გაეჯიბრებიან.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით მოურინიომ შემდეგი კომენტარი გააკეთა:”უიგანთან” თამაში ძალიან პროდუქტიული უნდა გამოდგეს პირადად ჩემთვის. გუნდში ბევრი ფეხბურთელია. ზოგიერთი მათგანის შესაძლებლობების შესახებ ძალიან ცოტა ვიცი და ამის გარკევაში სწორედ ეს ამხანაგური დამეხმარება.”

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “წითელ ეშმაკებს” ჩინეთის ტურნეში 22 ივლისს დორტმუნდის “ბორუსიასთან”, ხოლო 25-ში პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტისთან” აქვს მატჩები დაგეგმილი. ხოლო, 30 ივლისს კი “მანჩესტერი” “გალათასარაის” გოტენბერგში შეხვდება.