მორატას და ასპილიკუეტას საკლუბო რეკორდი

პრემიერ ლიგის მე-20 ტურის მატჩში ლონდონის “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ბრაიტონი” მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. გოლები ალვარო მორატასა და ალონსოს ანგარიშზეა.

აღსანიშნავია, რომ ალვარო მორატას საგოლე გადაცემა სეზარ ასპილიკუეტამ გაუკეთა, რითიც ესპანელებმა კლუბის რეკორდი გაიმეორეს – სწორედ ექვსი საგოლე გადაცემა გაუკეთა ლამპარდმა დროგბას 2009/10 წლების სეზონში, ხოლოდ სესკ ფაბრეგასმა დიეგო კოშტას 2014/15 წლების გათამაშების მიმდინარეობისას.

ასპილიკუეტასა და მორატას კიდევ 18 მატჩი აქვთ ჩასატარებელი – 18 ახალი შანსი ამ რეკორდის დასამხობად. გეტყვით იმასაც, რომ ასპილიკუეტასა და მორატას დუეტი ყველაზე შედეგიანია ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის მასშტაბით.

ასპილიკუეტა: “ჩელსი” მზადაა, რომ მანჩესტერულ გრანდებს მიუახლოვდეს”

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში მანჩესტერული დერბი შედგება: “იუნაიტედი” და “სიტი” ერთმანეთთან ურთიერთობას “ოლდ ტრაფორდზე’ გაარკვევენ. საგულისხმოა, რომ ამ თამაშში ნებისმიერი შედეგი, საკუთარი მოგების შემთხვევაში, ხელს აძლევს ლონდონის “ჩელსის”, რომელიც მესამე ადგილზეა. შესაბამისად, დედაქალაქელები თუ სამ ქულას მოიპოვებენ, ისინი ერთ-ერთ ან ორივე მანჩესტერულ გუნდს უფრო მიუახლოვდებიან.

“არისტოკრატები” ხვალ “ვესტ ჰემ იუნაიტედს” დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ ჟურნალისტებს სეზარ ასპილიკუეტა ესაუბრა.

“პირველ და მეორე ადგილზე მყოფი კლუბები ერთმენთს ხვდებიან. ორივე მათგანს სამი ქულის მოპოვება არ შეუძლიათ. შესაბამისად, თუ ამ შანსს გამოვიყენებთ, რომელიმესთან ჩამორჩენას, რაღაც დონეზე, აღმოვფხვრით. აუცილებელია, დაკვირვებულად ვიმოქმედოთ. ჩვენი თავის უნდა ვირწმუნოთ და შედეგიც მოვა.”

“დეკემბერში თამაშები ყოველ სამ დღეში გვაქვს. ამ თვეში, ფაქტობრივად, ძალიან სწრაფად რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სამი ქულისთვის ვიბრძვით. თუ ახლა გავუძლებთ ამ დატვირთვას და წარმატებულად გადავიტანთ აღნიშნუ პერიოდს, სეზონის ბოლოს სასურველ სიტუაციაში ვიქნებით,” – აცხადებს ესპანელი.

ოფიციალურად: “ჩელსის” ფეხბურთელმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

სულ ცოტა ხნის წინ ლონდონის “ჩელსის” ტვიტერის ოფიციალურმა  გვერდმა საზოგადოებას ამცნო, რომ სეზარ ასპილიკუეტამ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

 

როგორც ცნობილია, ესპანელი ფეხბურთელი “არისტოკრატების ღირსებას კიდევ სამწელიწად-ნახევარი დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ასპილიკუეტა ლონდონურ კლუბში 2012 წლიდან ირიცხება.

“ბარსელონას” ხელმძღვანელები სეზარ ასპილიკუეტას გადაბირებას აპირებენ

ლონდონის “ჩელსის” მცველი, სეზარ ასპილიკუეტა “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას ინგლისური Telegraph ავრცელებს.

წყაროს ცნობით კატალონიელები კარგა ხნის მანძილზე აკვირდებოდნენ ამ ფეხბურთელის გარშემო არსებულ სიტუაციას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კონტეს გეგმებში ასპილიკუეტას ადგილი არ იძებნება, რამაც კატალონიური მხარის გააქტიურება გამოიწვია.

აქამდე კი ვრცელდებოდა ხმები, რომ სეზარის გადაბირების სურვილი “ატლეტიკსაც” გააჩნდა. გეტყვით იმასაც, რომ ლაპორტას “სიტიში” გაყიდვის შემდეგ ბასკური კლუბის ბანკი საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხას შეიცავს.

რა გაუკეთეს დიეგო კოშტამ და ასპილიკუეტამ ედენ აზარის ავტომობილს (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა გაუკეთეს დიეგო კოშტამ და სეზარ ასპილიკუეტამ ედენ აზარის ავტომობილს.

სეზარ ასპილიკუეტამ მსაჯს ყვითელი ბარათი უჩვენა (ვიდეო)

30 მაისს, ლონდონის “ჩელსისა” ტაილანდის ყველა ვარსკვლავს შორის გამართული მატჩის (1:0) დაწყების წინ, კამერებმა სახალისო მომენტი დააფიქსირეს.