‘თემურ, რას აკეთებ?’ – ქეცბაიამ საკუთარი გუნდის თავდამსხმელს წყლის ბოთლი ესროლა

20 ნოემბერს, კვიპროსის ჩემპიონატში “ანორთოსისი” სტუმრად ნიქოზიის “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდა და 3:2 დამარცხდა. “ანორთოსისი” 12-გუნდიან ლიგაში, მე-9 ადგილს იკავებს.

კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ მატჩის შემდეგ, გასახდელში რამდენიმე ფეხბურთელსა და მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას შორის სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

sportdog.gr-ს ცნობით, ქეცბაიამ გასახდელში ჯერ ცენტრალურ მცველებს უსაყვედურა, შემდეგ კი თავდამსხმელებს – კაილ ლაფერტისა და ნიკა კაჭარავას. ლაფერტიმ ეს შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ის კაჭარავამ 52-ე წუთზე შეცვალა. მწვრთნელი მათ ეჩხუბებოდა იმის გამო, რომ მარტივ სიტუაციებში გოლები ვერ გაიტანეს.

ქეცბაიამ ლაფერტის წყლის ბოთლი ესროლა, ირლანდიელმა კი მას ასე უპასუხა: “Fuck You!” ქართველმა სპეციალისტმა ფეხბურთელს უთხრა, რომ “ანორთოსისში” მისი ადგილი აღარ არის. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მათ შორის ნიკა კაჭარავა ჩადგა, რომელმაც თემურს უთხრა: “რას აკეთებ?” მწვრთნელმა კი თანამემამულესაც უთხრა, რომ გუნდიდან უშვებდა.

ვებ-გვერდის ცნობით, წყლის ბოთლის გარდა, გასახდელში ფეხსაცმელიც ისროლეს, ორივე მხარე კი ერთმანეთზე იწევდა, ფეხბურთელების ნაწილი მათ დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ ეს ძალიან რთული იყო.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს “ანორთოსისმა” უეფას კონფერენს ლიგაზე “გენტს” უმასპინძლა და 1:0 მოიგო. გუნდის განაცხადში არც ლაფერტი და არც კაჭარავა არ ყოფილა. სათადარიგოთა რიგებში იყო გიორგი ლორია.

რას აკეთებდა ლიონელ მესი რაჰიმ სტერლინგის გოლის მომენტში? (ვიდეო)

რონალდუსა და კუადრადოს დაპირისპირების კადრები გავრცელდა (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში ტურინის “იუვენტუსზე” გადაღებული დოკუმენტური სერიალიდან “ყველაფერი ან არაფერი: იუვენტუსი” ახალი კადრები გავრცელდა.

ამ მონაკვეთში ტურინული გუნდის გასახდელში კრიშტიანო რონალდუსა და ხუან კუადრადოს შორის დაპირისპირებაა აღბეჭდილი. ეს ყველაფერი გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, “პორტუსთან” მარცხის დროს მოხდა. ფეხბურთელებმა ერთმანეთთან იკამათეს, სიტუაცია კი მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ განმუხტა.

რონალდუ: “უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ. ჯანდაბა! არც კი გვითამაშია! არაფერი გაგვიკეთებია!”

კუადრადო: “ნუ ღელავ.”

რონალდუ: “ჩავისვარეთ, როგორ ყოველთვის!”

კუადრადო: “შენ ყველასათვის მაგალითი უნდა იყო.”

რონალდუ: “მეც მათ შორის. ერთმანეთს სიმართლე უნდა ვუთხრათ, საშინლად ვითამაშეთ. ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩია და ხასიათი უნდა გამოვავლინოთ.”

პირლო: “საკმარისია, წავედით. საკმირისია, კრი. საკმარიასია, ხუან. მშვიდად უნდა ვიყოთ. ასეთივე შემართებით გავაგრძელოთ, მაგრამ კამათის გარეშე.”



*თარგმანი Tuttosport-ის მიხედვით.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე

7-17 დეკემბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკეტნში ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გიორგი ასანიძის გუნდი მსოფლიო პირველობაზე ასეთი შემადგენლობით წარსდგება:

61კგ: გოდერძი ბერდელიძე, შოთა მიშველიძე, რამინ შამილიშვილი;
73კგ: კახი ასანიძე;
89კგ: რევაზ დავითაძე;
96კგ: ანტონ პლიესნოი, ირაკლი გობეჯიშვილი;
102კგ: ირაკლი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე;
+109კგ: ლაშა ტალახაძე, გიორგი ჩხეიძე, ბაქარ თურმანიძე.

ლევან საგინაშვილი მთავარ გარეკანზე – ფილმის ახალი თრეილერი გავრცელდა (ვიდეო)

ქართველი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი რამდენიმე წლის წინ ბრიტანულ-არაბულ ფილმ The Lady of Heaven-ში (სამოთხის ქალბატონი) გადაიღეს. გადაღებების ნაწილი თბილისში, რუსთავში, ვაზიანსა და ლონდონში მიმდინარეობდა.

24 ნოემბერს ფილმის ახალი ოფიციალური თრეილერი გავრცელდა, რომლის მთავარ ფოტოზეც “ქართველი ჰალკი” ჩანს.

“სამოთხის ქალბატონის” ჩვენება კინოთეატრებში 10 დეკემბრიდან დაიწყებენ.

იხილეთ თრეილერი

‘ყვითელი ბარათი მივიღო?’ – კაზემირო ანჩელოტის (ვიდეო)

25 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის “რეალი” ტირასპოლის “შერიფს” ესტუმრა და მეტოქე 0:3 დაამარცხა.

მატჩის მიმდინარეობისას კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს, რომელიც ანჩელოტისთან მივიდა და მწვრთნელს ჰკითხა, მიეღო თუ არა ყვითელი ბარათი.

საქმე იმაშია, რომ “რეალს” მერვედფინალში გასვლა განაღდებული აქვს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს თუ მეორეს. მადრიდელები ბოლო ტურში უშუალო კონკურენტ “ინტერს” შეხვდებიან. იმ შემთხვევაში, თუ “შერიფთან” შეხვედრაში კაზემირო ყვითელ ბარათს მიიღებდა, ის დისკვალიფიკაციის გამო “ინტერთან” მატჩს გამოტოვებდა და მომდევნო ეტაპს გაფრთხილებების გარეშე შეხვდებოდა.

“კაზემირომ მითხრა, რომ დისკვალიფიკაციას ერთი ყვითელი ბარათი აშორებდა. არ გვინდოდა მისთვის გაფრთხილების მიღება, ამიტომ შევცვალეთ”, – განაცხადა ანჩელოტიმ.

იხილეთ ვიდეო

ვან დერ ვარტი: ‘მესი დასეირნობს… არ რცხვენია?’

ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვარტმა ლიონელ მესის შესახებ კომენტარი გააკეთა.

ერთ-ერთი ნიდერლანდური ტელევიზიის ეთერში, ვან დერ ვარტი “მანჩესტერ სიტისა” და “პარი სენ-ჟერმენის” მატჩს (2:1) მიმოიხილავდა, როცა მან არგენტინელი გააკრიტიკა.

“ის დასეირნობს და ამ დროს ვფიქრობ: “არ რცხვენია?” მესიზე ვბრაზდები და ცუდია, რომ ასეთი ფეხბურთელი აღარასოდეს დაიბადება. როცა მას “ბარსელონაში” კუმანთან მუშაობა უწევდა, შევამჩნიე, რომ მოტივაცია აკლდებოდა. რეალურად, ეს იმას ნიშნავს, რომ სამუშაოს შესრულებაზე უარს ამბობს, რაც მისი მსგავსი ფეხბურთელისგან სწორი არ არის.

მესი და რონალდუ ერთმანეთისაგან განსხვავებულები არიან. რონალდუ იბრძვის და მას უნდა, რომ გუნდი ახალ საფეხურზე აიყვანოს”, – თქვა ვან დერ ვარტმა Ziggo Sport-ის ეთერში.

ლაშა შავდათუაშვილსა და ილია სულამანიძეს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ!

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სხვადასხვა ნომინაციებში 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტების გამოვლენა დაიწყო. გამარჯვებულები 6 ნომინაციაში დასახელდებიან, აქედან ორში კი ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველები იბრძოლებენ.

ხმის მიცემა დღეს, 25 ნოემბერს დაიწყო და ის 10 დეკემბერს დასრულდება. შედეგები 18 დეკემბერს გამოცხადდება.

2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტი

ნომინანტები:
ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია)
მატიას კასე (ბელგია)
ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)
ჰიფუმი აბე (იაპონია)

2021 წლის მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავი

ნომინანტები:
მადინა ტაიმაზოვა (რუსეთი)
აი ცუნოდა როსტანტი (ესპანეთი)
დიორა კელდიოროვა (უზბეკეთი)
საიტო ტაცურუ (იაპონია)
ილია სულამანიძე (საქართველო)


როგორ მივცეთ ხმა?

გულშემატკივრები უნდა ეწვიონ მითითებულ ბმულს (awards.ijf.org) და VOTE-ის საშუალებით საკუთარ რჩეულს ხმა მისცენ.


შეგახსენებთ, რომ 20 წლის ილია სულამანიძე ამომავალი ვარსკვლავის (Rising Star 2021) ნომინაციაზეა წარდგენილი. ილიამ 2021 წელს, -100კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი და ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატი მოიგო. მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დიდებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ამავე სინჯის მედალს დაეუფლა 2021 წლის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატსა და თელ ავივის გრან სლემზე.

მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტის ნომინაციაზე (Male Judoka of the Year 2021) წარდგენილმა ლაშა შავდათუაშვილმა 2021 წელს -73კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. ასევე, ლაშა თბილისის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ლიონელ მესის მოქმედება რაჰიმ სტერლინგის წინააღმდეგ (ვიდეო)

ვალბუენა: “შოკირებული ვარ, ნაკრებიდან იმდენად მცირე მხარდაჭერა მივიღე”

ფრანგული ფეხბურთში აღმოცენებული ბოლო დროის უდიდესი სკანდალი დასასრულს უახლოვდება. მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, მატიე ვალბუენას შანტაჟის საქმეში დამნაშავედ სცნეს.

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, სასამართლომ მადრიდელთა ვარსკვლავს 1-წლიანი პირობითი პატიმრობა და ჯარიმის სახით 75 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

“საფრანგეთის ნაკრებში რამდენიმე წელი ვითამაშე მაღალ დონეზე. ბოლო დროს ცოტა რამ თუ მაკვირვებს, მაგრამ ახლა შოკირებული ვარ, ნაკრებიდან იმდენად მცირე მხარდაჭერა მივიღე.

როდესაც ნაკრებში ვთამაშობდი, მისტერ ლე გრე ჩემ ბუცებს კოცნიდა. ახლა, რადგანაც აღარ ვთამაშობ, ალბათ დამივიწყეს, თუ ვინ ვარ მე. ძალიან იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. მე მსხვერპლი ვარ. ძალიან ცუდია, როდესაც ასე გიშორებენ ნაკრებიდან,” – აცხადებს ვალბუენა.

პოჩეტინოს პირველი კომენტარი “მანჩესტერ სიტისთან” მარცხის შემდეგ

“პარი სენ-ჟერმენი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში “მანჩესტერ სიტისთან” გასვლაზე დამარცხდა. შედეგად, “პარიზელებმა” ჯგუფში ასპარეზობა მეორე ადგილზე დაასრულეს და მომდევნო ეტაპის საგზურიც გაინაღდეს.

“დიახ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. “მანჩესტერ სიტიმ” პირველ ტაიმში ძალიან კარგად ითამაშა, აგრესიული ფეხბურთი შემოგვთავაზა. თუმცა ზეწოლას გავუმკლავდით და პირველი 45 წუთი ფრედ დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარში ანგარიში გავხსენით და მშვიდად ვიყავით, რამეთუ ჩვენ ვაკონტროლებდით მატჩის მიმდინარეობას. მეტოქემ დროის მოკლე მონაკვეთში შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და ორი გოლი გავუშვით.

ყველაზე მნიშვნელოვანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა. ჩვენ პარიზში “სიტის” დამარცხება შევძელით, აქ კი დავმარცხდით,” – აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი.

სტერლინგმა ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისელთა ბომბარდირთა დავაში წინ წაიწია

“მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში “პარი სენ-ჟერმენი” ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ანგარიში კილიან მბაპეს გოლით გაიხსნა, რასაც “ქალაქელთა” მხრიდან პირველმა რაჰიმ სტერლინგმა უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ რაჰიმ სტერლინგისთვის ეს ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი რიგით 23-ე გოლი იყო. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მასზე მეტი გოლი მხოლოდ პოლ სქოულზსა (24) და უეინ რუნის (30) აქვთ გატანილი.