მაგუაიერი: “პასუხისმგებლობა საკუთარ თავებზე უნდა ავიღოთ”

“მანჩესტერ იუნაიტედმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ოლე გუნარ სულშერი გაანთავისუფლა. კლუბმა ეს გადაწყვეტილება “უოტფორდთან” განადგურების (4-1) შემდეგ მიიღო. გუნდის დროებით თავკაცად მაიკლ კერიკი გახლავთ დანიშნული.

“ოლდ ტრაფორდზე” მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარ იგუნდის კაპიტანმა, ჰარი მაგუაიერმა გააკეთა: ” ფეხბურთი რთული და წარმატებული მონაკვეთებისგან შედგება. ეს ბევრი ჩვენგანისთვის ყველაზე რთული პერიოდია საკლუბო დონეზე თამაშის განმავლობაში.

ჩვენ ყველანი ერთად ვცდილობდით, ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო. პასუხისმგებლობა საკუთარ თავებზე უნდა ავიღოთ და კლუბი თავის კუთვნილ ადგილას დავაბრუნოთ.

მწვრთნელი ჩვენთან მოვიდა და გაგვესაუბრა. ძალიან ემოციური დღე იყო. ის ნამდვილი ლეგენდა იყო და ლეგენდად დარჩება. მან ყოველივე საუკეთესო გვისურვა, უნდა, რომ ყველა მომდევნო მატჩი მოვიგოთ,” – აცხადებს მაგუაიერი.

ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ჟოზემ პირობა შეარულა და აფენას 800 დოლარიანი საჩუქარი გადასცა (ვიდეო)

სერია ა-ს გასულ ტურში “რომას” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თამაშის ბოლოს მოედანზე 18 წლის ფელიქს აფენა-გიანი ჩართო, რომელმაც 20 წუთში დუბლი შევჩენკოს “ჯენოას” შეასრულა და ორივე მაგარი გოლი გამოუვიდა.

მოუს განცხადებით, მან თამაშამდე გიანს პირობა მისცა, თუ დღეს გოლს გაიტანდა, ძვირად ღირებულ ბოტასებს აჩუქებდა. როგორც ჩანს, განსაკუთრებულმა პირობა შეასრულა და აფენას 800 დოლარიანი ფეხსაცმელი გადასცა.

არაბულის თავური გოლი “პანათინაიკოსის” კარში (ვიდეო)

საბერძნეთის სუპერ ლიგის მე-10 ტურში “ლამიამ” “პანათიაკოსთან” 1-3 წააგო. ანგარიში 35-ე წუთზე ბაჩანა არაბულმა კარგი თავური გოლით გახსნა.

“პანათიაკოსმა” მე-2 ტაიმში 3 გოლი გაიტანა და მატჩი მარტივად მოიგო.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მოლაპარაკებას პოჩეტინოსთან აწარმოებს

RMC Sport-ის ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენის” თავკაც მაურისიო პოჩეტინოს წარმომადგენლებმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოლაპარაკებები დაიწყეს.

49 წლის არგენტინელ სპეციალისტს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა ინგლისში დასაბრუნებლად მზად არის, “პარი სენ-ჟერმენთან” შრომითი ხელშეკრულება გაწყვიტოს. პოჩეტინო პარიზში დღემდე სასტუმროში ცხოვრობს, მისი ოჯახი კი ლონდონში დარჩა, სადაც არგენტინელი “ტოტენჰემ ჰოთსპურს” თავკაცობდა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურას 2018 წლის დეკემბერშიც განიხილავდა, თუმცა მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე ულე გუნარ სულშერის დანიშვნა გადაწყდა.

ისკო “რეალის” დატოვებას აპირებს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ისკო გუნდის გამოცვლას აპირებს.

“მუნდო დეპორტივოს” ცნობით, “სამეფო კლუბი” მზად არის, 29 წლის ფეხბურთელს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეელიოს. თავად ისკოს ზაფხულამდე მოცდა სურს, ვინაიდან კონტრაქტს ვადა 30 ივნისს გაუვა, რის შემდეგაც ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსი მიენიჭება. ასეთ შემთხვევაში, ისკოს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების დამოუკიდებლად დაწყება იანვრიდანვე შეეძლება.

ისკომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში შვიდი არასრული მატჩი (176 წუთი) ჩაატარა და ერთი ბურთი გაიტანა.

ქეცბაია გუნდიდან ორ ქართველს უშვებს

კვიპროსული “ანორთოსისიდან” თემურ ქეცბაია 2 ქართველ ფეხბურთელს, ნიკა ნინუასა და ნიკა კაჭარავას დაემშვიდობება.

“ანორთოსისი” ბოლო მატჩში “ოლიმპიაკოსთან” 2-3 დამარცხდა, კაჭარავა მოედანზე 52-ე წუთზე შევიდა, ნინუა განაცხადში არ იყო, ლორიამ შეუცვლელად ითამაშა.

გუნდი უკვე ესაუბრა კაჭარავას და განუცხადა, რომ სჯობს მან ახალი ნავსაყუდელი იპოვნოს. უფრო რთული სიტუაციაა ნინუასთან მიმართებით, რომელსაც ჯერ სათამაშო პრაქტიკა “პაოკში” არ ჰქონდა, ახლა კი “ანორთოსისში” განაცხადშიც ვერ ხვდება.

თუ ყველაფერი ასე წავიდა, ქეცბას გუნდში მხოლოდ 1 ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ლორია დარჩება.

გრიზმანი: “ჩემ ბარსელონურ კარიერას კატასტროფას არ დავარქმევდი”

“ბარსელონაში” გატარებული ორი სეზონის შემდეგ “ვანდა მეტროპოლიტანოზე” დაბრუნებულმა ანტუან გრიზმანმა კარიერის ეს მონაკვეთი შეაფასა. ფრანგი შემტევი თვლის, რომ მას ფანების იმედები არ გაუცრუებია.

“ჩემ ბარსელონურ კარიერას კატასტროფას არ დავარქმევდი, რადგანაც სტაბილურად გამქონდა 20 გოლი თითო სეზონში. ამისთვის კატასტროფის დარქმევა არ შეიძლება. ასეთი ისტორიის მქონე კლუბში თამაში ჩემთვის საამაყო იყო.

ძალიან ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ 2019 წელს “ბარსელონაში” გადავედი. იქ მე არაერთ დიდებულ ადამიანს შევხვდი ჩემი თანაგუნდელების ჩათვლით.

მწვრთნელებისგანაც ბევრი რამ ვისწავლე, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ რაღაც მომენტებში ძალიან ვბრაზდებოდი, როდესაც სათადარიგოთა სკამზე მიწევდა ყოფნა,” – განაცხადა ანტუან გრიზმანმა.

“ბაიერნი” უკრაინაში ოთხი აუცრელი ფეხბურთელის გარეშე გაემგზავრა

მიუნხენის “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში კიევის “დინამოს” ეწვევა. აღსანიშნავია, რომ “ბავარიელები” უკრაინაში ოთხი მნიშვნელოვანი ფეხბურთელის გარეშე გაფრინდნენ.

მართალია, იულიან ნაგელსმანის გუნდი კიევში ფავორიტის რანგში ჩადის, თუმცა მათი დანაკლისი მაინც თვალსაჩინოა. იოზუა კიმიხთან ერთად ამ მატჩს სერჟ გნაბრი, ერიკ ჩუპო-მოტინგი, ჯამალ მუსიალა და მიკაელ კუიზანსი გამოტოვებენ.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ბოლო ოთხ ფეხბურთელს კორონავირუსით დაავადებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი. ოთხივე მათგანი აუცრელი გახლავთ და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში ოთხიდან ოთხი მოგებით “რეკორდმაისტერი” პირველ პოზიციას იკავებს, კიევის “დინამოს” კი მხოლოდ ერთი ქულა აქვს და თითქმის უშანსოდ არის დარჩენილი.

რატომ არ სურს ზიდანს “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობა?

ოლე გუნარ სულშერი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე უკვე აღარ მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ ჩაანაცვლებს “ოლდ ტრაფორდზე” ნორვეგიელ სპეციალისტს.

ამ ეტაპზე გავლენიანი უცხოური გამოცემები აქტიურად იწერებიან ზიდანსა და “წითელ ეშმაკებს” შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ. თუმცა, როგორც ჩანს, ფრანგ სპეციალისტს დიდად არ სურს მანჩესტერში გადაბარგება და ამის რამდენიმე მიზეზი აქვს.

უპირველესყოვლისა, გამოცემა Cuatro იმ ფაქტს უსვამს ხაზს, რომ ფეხბურთის ფრანგმა ლეგენდამ ინგლისური ენა კარგად არ იცის. როგორც სამწვრთნელო ასევე ფეხბურთელის კარიერის განმავლობაში მას ინგლისურ ფეხბურთთან შეხება არ ჰქონია.

გარდა ამისა, 49 წლის სპეციალისტის მეუღლეს ვერონიკ ზიდანს დიდად არ ხიბლავს ცხოვრების ინგლისში გაგრძელების პერსპექტივა. გარდა ამ მიზეზებისა, ფაქტია, რომ ზიდანს “ოლდ ტრაფორდზე” ძალიან რთული სიტუაცია დახვდება.

საიდუმლო უკვე არავისთვისაა, რომ მადრიდის “რეალის” ყოფილი თავკაცი ორ საოცნებო წინადადებას ელოდება – ზიდანს საფრანგეთის ნაკრების ან “პარი სენ-ჟერმენის” ჩაბარება სურს.

გიორგი ჯიქია: “მეც არ ვარ ეროვნებით რუსი, ქართველი ვარ”

მოსკოვის “სპარტაკისა” და რუსეთის ეროვნული ნაკრების მცველმა გიორგი ჯიქიამ რუსულ გამოცემა KP.ru-ს ინტერვიუ მისცა.

ინტერვიუში 27 წლის ფეხბურთელს შეკითხვები რუსეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანთან დაკავშირებით დაუსვეს.

– რუსეთის ნაკრებში კაპიტანი ყოველ მატჩში იცვლება. მთავარმა მწვრთნელმა კარპინმა თქვა, რომ ეს მოთამაშეების სურვილი იყო. როგორც ჩანს, თქვენც ამ მოთამაშეებს შორის იყავით.
– დიახ, ასეა. შეხვედრა გვქონდა, სადაც ამაზე ვისაუბრეთ. ყველამ მივიჩნიეთ, რომ ასე უკეთესი იქნებოდა.

– კარპინმა თქვა, რომ კაპიტნის სამკლავური მხოლოდ უბრალო ნაჭერია. თქვენ “სპარტაკში” კაპიტნის სტატუსი გაქვთ. ეს არ გეწყინათ?
– არა, რადგან კაპიტნობა კლუბში და კაპიტნობა ნაკრებში ერთმანეთისგან განსხვავდება. ორივე შემთხვევაში ეს სტატუსი და პასუხისმგებლობაა. თუმცა, კლუბში ყოველდღიურობაა, თითქმის 24 საათი საქმეში ხარ ჩართული. გარდა ვარჯიშისა და თამაშისა, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. ნაკრებში მხოლოდ ვარჯიში და მატჩია და სხვა პრობლემების მოგვარება არაა საჭირო.

– გასაგებია, მაგრამ შეიძლება გილერმე [ბრაზილიელი მეკარე, რომელიც 2016 წლიდან რუსეთის ნაკრების წევრია] იყოს კაპიტანი?
– რატომაც არა? მესმის, როგორი გამოხმაურება მოყვება ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, მეც არ ვარ ეროვნებით რუსი. დიახ, მოსკოვში დავიბადე, მაგრამ ქართველი ვარ. გილერმე ათი წელია რუსეთში ცხოვრობს, პატივს სცემს რუსეთს, რუს ხალხს. თუმცა, თუ ის კაპიტანი გახდება, ამას დიდი რეზონანსი მოყვება.


რა თქვა გიორგი ჯიქიამ 2017 წელს?

2017 წელს ჯიქიამ ინტერვიუ მისცა “როსისკაია გაზეტას”, სადაც მან საქართველოზე და საკუთარ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. როგორც იცით, ამ წელს მან პირველად ითამაშა რუსეთის ეროვნულ ნაკრებში.

“იყო იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ნაკრებში მეთამაშა. თუმცა, ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, რუსეთი ავირჩიე და ამას არ ვნანობ. ჩემი გადაწყვეტილების გამო, საქართველოში მოღალატედ მომიხსენიებენ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ოჯახში მხარი დამიჭირეს და სხვა დანარჩენს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.

დიახ, მე მეგრელი ვარ. არის ასეთი ხალხი საქართველოში, რომელსაც საკუთარი ენა აქვს. ისინი ქართველებს არც კი ჰგვანან. მეგრულად მეც ვსაუბრობ. ქართულად უფრო ცუდად ვლაპარაკობ, წერა და კითხვა არ შემიძლია”, – განაცხადა ჯიქიამ.

მოურინიოსა და შევჩენკოს პირველი შეხვედრა მწვრთნელების რანგში (ვიდეო)