“ბარსელონამ”, შესაძლოა, ფრენკი დე იონგი ტრანსფერზე დააყენოს

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი, შესაძლოა ტრანსფერზე დააყენონ. ამის შესახებ ინფორმაციას მადრიდული გამოცემა El Chiringuito ავრცელებს.

როგორც იცით, კატალონიური გრანდი უკვე კარგა ხანია, რაც ფინანსურ კრიზისს განიცდის. კლუბში თვლიან, რომ ნიდერლანდელი ტალანტის ტრანსფერით სოლიდური თანხის გამომუშავებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი “კამპ ნოუზე” 2019 წელს გამოჩნდა. მის სანაცვლოდ “ლურჯ-ბროწეულსიფრებმა” ამსტერდამის “აიაქსს” 75 მილიონი ევრო გადაუხადეს, რასაც 11 მილიონი ბონუსების სახით დაემატა.

მიმდინარე სეზონში ფრენკი დე იონგმა “ბლაუგრანას” მაისური 13 შეხვედრაში მოირგო და თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

პერესი: “ერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ 200 მილიონს ვიხდით, მაგრამ მას არ ყიდიან”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, “პარი სენ-ჟერმენის”, “მანჩესტერ სიტისა” და “ნიუკასლის” მსგავსი კლუბებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკა გააკრიტიკა.

“მაქსიმალურად ვცდილობთ ხელშეკრულების პირობების შესრულებას, გვინდა, რომ გუნდში კარგი და საუკეთესო ფეხბურთელები მოვიწვიოთ. თუმცა მათთვის ხელფასის გადახდაა საჭირო.

ახლა ერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ 200 მილიონს ვიხდით, მაგრამ მას არ ყიდიან. ასეთ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი კონტრაქტის ვადის ამოწურვაა. სიგიჟეა ყოველივე ის, რასაც ხელისუფლებისგან დაფინანსებული კლუბები აკეთებენ. მათ უბრალოდ არ სურთ ფეხბურთელების გაყიდვა.

მე ამის წინააღმდეგი ვარ, რადგან მთავარი კლუბის მართვაა – ეს ფულზე მნიშვნელოვანია. მოვა ისეთი დრო, როდესაც ევროპის საუკეთესო 30 კლუბი ხელისუფლების მმართველობის ქვეშ იქნება. ეს ჩვენ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ამას კლუბში მოსვლის პირველივე დღიდან ვებრძვი და ბრძოლას გავაგრძელებ,” – აცხადებს ფლორენტინო პერესი Marca-სთან საუბრისას.

დი მარიას ფინტი ვინიუსის წინააღმდეგ (ვიდეო)

როდის შედგება 2022 წლის მუნდიალის პლეი-ოფის წილისყრა?

ევროპაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი უკვე დასრულდა. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ამჯერადაც ვერ შეძლო მომდევნო ეტაპზე გასვლა და ჯგუფში, სადაც ჩვენ გარდა ესპანეთს, შვედეთის, საბერძნეთისა და კოსოვოს ნაკრებები იყვნენ, მეოთხე ადგილი დაიკავა.

როგორც იცით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში გაიმართება, სადაც 32 ნაკრები დაუპირისპირდება ერთმანეთს. უკვე ცნობილია იმ ათი ევროპული ნაკრების ვინაობა, რომლებმაც უკვე გაინაღდეს მუნდიალის საგზური (სერბეთი, ესპანეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, ბელგია, დანია, ნიდერლანდები, ხორვატია, ინგლისი და გერმანია).

მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის წილისყრა 2021 წლის 26 ნოემბერს უნდა გაიმართოს შვეიცარიაში, კერძოდ კი FIFA-ს შტაბბინაში, რომელიც ციურიხში მდებარეობს.

პლეი-ოფში მონაწილეობას 12 ევროპული ნაკრები მიიღებს. 10 მეორეადგილოსანს ერთა ლიგიდან ორი ნაკრები შეუერთდა, რომელთაც საუკეთესო შედეგი ჰქონდათ (იმ ნაკრებების გარდა, რომლებმაც უკვე მოიპოვეს საგზური). პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩები 24-25 მარტს გაიმართება, ხოლო ფინალები – 28-29 მარტს არის ჩანიშნული.

განთესილი ნაკრებები: პორტუგალია, შვედეთი, უელსი, რუსეთი, შოტლანდია, იტალია,

განუთესავი ნაკრებები: ჩეხეთი, ავსტრია, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, თურქეთი, პოლონეთი

აქვე გეტყვით, რომ პლეი-ოფები გაიმართება დანარჩენი კონტინენტების ნაკრებებს შორისაც და გადაწყდება ბოლო ორი საგზურის მფლობელის ვინაობა.

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაინაღდა

17 ნოემბერს არგენტინაში სანაკრებო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი გაიმართა. სამხრეთ ამერიკისს ჩემპიონი საკუთარ კედლებში ბრაზილიის ნაკრებს დაუხვდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი ძალიან უხეში და ჩაკეტილი გამოდგა. საერთო ჯამში შეხვედრის მიმდინარეობისას 41 ჯარიმა დაფიქსირდა, გოლის გატანა კი ვერცერთმა მხარემ ვერ მოახერხა.

მოპოვებული ერთი ქულა საკმარისი აღმოჩნდა “ალბისელესტესთვის” მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის გასანაღდებლად. ამ ეტაპზე საგზური მხოლოდ ბრაზილიასა და არგენტინას აქვთ განაღდებული სამხრეთ ამერიკულ ნაკრებებს შორის.

აქვე შეგახსენებთ, რომ ევროპულ ქვეყნებს შორის საგზური უკვე გაინაღდეს: სერბეთის, ესპანეთის, შვეიცარიის, საფრანგეთის, ბელგიის, დანიის, ნიდერლანდების, ხორვატიის, ინგლისისა და გერმანიის ნაკრებებმა.

ედი ჰაუმ მიზანში “პარი სენ-ჟერმენის” მცველის ტრანსფერი ამოიღო

“ნიუკასლ იუნაიტედში” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნულმა ედი ჰაუმ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის პირველი სამიზნე უკვე შეარჩია. “ბორნმუთის” ყოფილ თავკაცს გუნდში აბდუ დიალოს ხილვა სურს.

როგორც იცით, მას შემდეგ, რაც “ნიუკასლი” მილიარდელებმა შეიძინეს, გუნდის დამრიგებელი სტივ ბრიუსი დაითხოვეს. “კაჭკაჭებს” ამ დროისთვის ძალიან ცუდი შედეგი აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზე იმყოფებიან 5 ქულით.

არსებული არასახარბიელო მდგომარეობის გამო კლუბის ახალი მფლობელები მზად არიან, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიურონ. პირველი, ვის გადაბირებასაც ისინი შეეცდებიან სწორედ აბდუ დიალო გახლავთ.

აბდუ დიალო მაურისიო პოჩეტინოს გუნდში ძირითადად მარცხენა მცველის მოვალეობებს ასრულებს, თუმცა ძირითადის ფეხბურთელი არ გახლავთ. მასზე მეტად პოჩეტინო ხუან ბერნატსა და ნუნო მენდეშს ენდობა.

კანადამ მექსიკა 1976 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა – რა ხდებოდა მატჩის შემდეგ? (ვიდეო)

17 ნოემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კანადამ საკუთარ მოედანზე მექსიკას უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ეს პირველი შემთხვევაა 2000 წლის შემდეგ, როცა კანადელებმა მექსიკელებს მოუგეს. ასევე, კანადის ნაკრებს მექსიკასთან 1976 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპებზე გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული.

კანადელებმა ისტორიული გამარჯვება ემოციურად აღნიშნეს.

იხილეთ ვიდეო

~

რას წერენ ინგლისელი ფანები საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთან მარცხის შემდეგ?

16 ნოემბერს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისს დაუპირისპირდა. ბათუმში გამართული მატჩი ქართველების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ინგლისელი ქომაგები ამ მარცხით გაოგნებულები იყვნენ. გთავაზობთ მათ კომენტარებს სოციალური ქსელი Twitter-იდან:


“ვინ ავარჯიშებს ქართველ ბიჭებს, ქინქლაძე? ისინი ძალიან ტექნიკურები არიან.”


“საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ინგლისის 21-წლამდე ნაკრები 3:2 დაამარცხა, რითაც დამტკიცდა, რომ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო ინგლისის წინააღმდეგ თამაშს არ იმსახურებს, მაგრამ ნახეთ, რა მოხდა. პირველი მარცხი ლი კარსლის მწვრთნელობის დროს. გიორგი გულიაშვილი ბრწყინვალე იყო.”


“ინგლისის 21-წლამდე ნაკრები საქართველომ გაანადგურა…”


“ინგლისის 21-წლამდე ნაკრებმა საქართელოსთან ამხანაგურ მატჩში შოკისმომგვრელი მარცხი განიცადა.”


ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი: “ვულოცავ საქართველოს 21 წლამდე საფეხბურთო ნაკრებს, ინგლისის 21 წლამდე ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში გამარჯვებას.”


“ექსპერტებად წოდებულების თქმით, საქართველოს მსგავსი გუნდი ინგლისის წინააღმდეგ არცერთ დონეზე არ უნდა თამაშობდეს. ვფიქრობ, ეს შედეგი ადასტურებს, რა შეიძლება მოხდეს სანაკრებო ფეხბურთში.”


ოლივერმა დაასახელა მოთამაშე, ვისი მონაწილეობით მატჩების განსჯა ყველაზე მეტად უჭირდა

ინგლისელმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა დაასახელა ის ფეხბურთელი, რომლის მოედანზე ყოფნის დროსაც ყველაზე მეტად უჭირდა მსაჯობა.

“როდესაც მინდორზე კრეიგ ბელამი იყო, მსაჯობა განსაკუთრებით რთულდებოდა. ცნობილია, რომ ზოგიერთი გუნდის მონაწილეობით მატჩის განსჯა ძნელია. ძირითადად ეს ის გუნდები არიან, რომლებიც ვერ იმარჯვებენ და მარცხს არიან მიჩვეულნი. შესაბამისად, მათი უკმაყოფილების დონე ყოველთვის მაღალია.

თუ ერთი კონკრეტული მოთამაშე უნდა დავასახელო, კრეიგ ბელამს გეტყვით. მე მას ორი-სამი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი. “ნიუკასლის” ფანი ვარ და მინდოდა, რომ მას ჩემს საყვარელ გუნდში ეთამაშა, ვინაიდან ის ბუნებით გამარჯვებულია, თუმცა მსაჯობის მხრივ ბელამისთან ერთად მოედანზე ყოფნა ნამდვილი კოშმარი იყო. ის ნებისმიერ შემთხვევაში გეკამათებოდა. თუ რამეზე ეტყოდი, რომ შავია, ბელამი აუცილებლად გიპასუხებდა, რომ თეთრია”, – მაიკლ ოლივერის კომენტარი “სანმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ კრიგ ბელამიმ მოთამაშის კარიერა 2014 წელს დაასულდა. მას სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში პრემიერლიგის 294 მატჩში 81 გოლი აქვს გატანილი.

გოჩოლეიშვილის ბრწყინვალე გოლი ინგლისელთა კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

გულიაშვილის მაგარი გოლი ინგლისის კარში (ვიდეო)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ბათუმში ამხანაგურად ინგლისის ნაკრებს უპირისპირდება. პირველი ტაიმი გიორგი გულიაშვილის ერთადერთი მაგარი გოლით მოვიგეთ.

რედნაპმა და ოუენმა სანაკრებო ტურნირები გააკრიტიკეს: “ინტერესი დავკარგეთ”

ინგლისის ნაკრებსა და სან მარინოს შორის გამართული შეხვედრის (10-0) შემდეგ, ჰარი რედნაპმა და მაიკლ ოუენმა სოციალურ ქსელში თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს.

“არაფერი მოგვიგია! ჩვენ საკვალიფიკაციო ეტაპი გადავლახეთ. ათიდან ათი მოვიგეთ. მთავარ ტურნირზე მონაწილეობის უფლება მოვიპოვეთ, თუმცა რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?

ინტერესი დავკარგე. სახლში ვიყავი და თამაშის ყურების სურვილი არ მქონია. კომენტატორი ამბობდა, რომ მალტას 18 ნომერი კონსულტანტადაც მუშაობს ხოლმე.

დავფიქრდი, თუ რატომ უნდა მეყურებინა ამისთვის. მოუთმენლად ველი პრემიერ ლიგის განახლებას. ძალიან მინდა ნორმალურ თამაშს დავესწრო, მაგალითად “კრისტალ პალასისა” და “ვესტ ჰემის” დაპირისპირებას,” – აცხადებს რედნაპი.

მაიკლ ოუენმა კი მმართველ ორგანოებს რესტრუქტურიზაციისკენ მოუწოდა – “სწრაფი ტემპით ვკარგავთ სიყვარულს სანაკრებო თამაშების მიმართ. მჯერა, რომ ბევრი ფანი გრძნობს ამას. ამ თამაშების ნახევარზე მეტი უაზროა. რესტრუქტურიზაცია აუცილებელია.”