ლიანა ჯოჯუას მესამე მარცხი UFC-ში (ვიდეო)

13 ნოემბერს, ლიანა ჯოჯუამ UFC-ში მეოთხე ორთაბრძოლა გამართა. ქართველი მებრძოლი ამერიკელ კორტნი ქეისის დაუპირისპირდა და დამარცხდა. ეს ლიანასათვის ამ ორგანიზაციაში მესამე წაგება აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, ქეისიმ ჯოჯუას სამივე რაუნდში აჯობა და მსაჯების გადაწყვეტილებით, ამერიკელი გამარჯვებულად გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეო

რა პოზიციაზე მუშაობს ლადო დვალიშვილი საქართველოს ნაკრებში?

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და ბათუმის “დინამოს” სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი საქართველოს ნაკრებში სპორტული მენეჯერის პოზიციას იკავებს.

სანიოლს შვედეთთან მატჩის დროს დისკვალიფიკაცია ჰქონდა და სათადარიგო სკამზე დვალიშვილიც გამოჩნდა. კოვიდის შეზღუდვების გამო ქვედა მხარეს მანამდე ნაკლებად იყო.

ლადოს ფუნქცია ნაკრებში სავარჯიშო მოედნების ნახვა, სასტუმროების საკითხვის გარკვევა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხის მოგვარებაა. დვალიშვილი ამ კუთხით გიორგი კაციტაძესთან ერთად მუშაობს.

 

ნაკრებს 2 ფეხბურთელი გამოაკლდა, ვოლკოვი 100%-ით მზად არის!

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ, წლის დასკვნითი ამხანაგური მატჩისთვის თბილისში ემზადება.

15 ნოემბერს ვილი სანიოლის გუნდი გორში  უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ამხანაგურ მატჩამდე ჩვენი გუნდი თბილისში ვარჯიშობს. ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე დღეს ნაკრებმა 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. უზბეკეთთან ამხანაგურ შეხვედრას ტრავმის გამო ლუკა ლოჩოშვილი გამოტოვებს, ოჯახური მდგომარეობის გამო გუნდთან ერთად არ იქნება ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა.

ეროვნული ნაკრების დებიუტანტის დავით ვოლკოვის კომენტარი შვედეთთან მატჩისა და ბოლო ამხანაგური მატჩის შესახებ:

💬​დავით ვოლკოვი: ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს უდიდესი სიხარული. აქედან გამომდინარე, ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მატჩში მონაწილეობის შანსი მომეცა. რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართ მომავალ შეხვედრას, ყველანი 100 პროცენტიანი კონცენტრაციით ვემზადებით. ვცდილობთ, რომ ამ მატჩსაც ისე მივუდგეთ როგორც ოფიციალურ თამაშს, რადგან ეროვნულ ნაკრებში ამხანაგური შეხვედრა არ არსებობს. ბოლომდე დავიხარჯებით და იმედი მაქვს, რომ წელს დადებითი შედეგით დავასრულებთ.

💬დავით ხოჭოლავა: განვლილი ორი შეხვედრა ძალიან კარგი იყო, დიდი ემოცია და მუხტი მივიღეთ. ეს განსაკუთრებით ბოლო მატჩს ეხება, სადაც გულშემატკივრებთან ერთად საოცარ ატმოსფეროში ვითამაშეთ. ვთვლი, რომ ამ გარემოებამ შვედეთის წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა. რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ მატჩს, ვერ ვიტყვი, რომ ეს ამხანაგური შეხვედრაა, რადგან წლის ბოლო თამაშია და ამის შემდეგ ეროვნული გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ შეიკრიბება. აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ ეს შეხვედრაც მოვიგოთ და ჩვენი სერია გავაგრძელოთ.

​საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)

​საქართველოს და უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 15 ნოემბერს 18:00 საათზე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ამხანაგური შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დანი ალვეში “ბარსელონაში” დაბრუნებაზე: “ამისთვის ხუთი წელი ვიბრძოდი”

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, დანი ალვეში, რომელსაც ყველაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული, კატალონიის “ბარსელონაში” დაბრუნდა. ალვეშმა დაბრუნების შემდეგ პრესასთან პირველი კომენტარი უკვე გააკეთა.

“ხუთი წელი გიჟურად ვიბრძოდი ეს რომ მომხდარიყო. არ ვიცოდი, ასეთი რთული თუ იქნებოდა დაბრუნება და ამდენ დროს წაიღბდა. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ეს დღე ოდესმე დადგებოდა.

სახლში დავბრუნდი, საიდანაც არსად არ წავსულვარ. როგორც არაერთხელ მითქვამს, მე ყოველთვის ამ კლუბის ნაწილი ვარ. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება სიზმარი, თუმცა გზა მუდმივად ასეთი იქნება.

მალე შევხვდებით ჩემთვის ყველაზე მომხიბვლელ ადგილას. ისეთივე ენთუზიაზმით ვაპირებ ბრძოლას. გვინდა, რომ ეს კლუბი კვლავ საუკეთესოდ ვაქციოთ,” – აცხადებს 38 წლის მცველი.

დე ბრუინი მუნდიალის ორ წელში ერთხელ ჩატარებაზე: “ცუდი იდეა არ არის”

ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციებში ჯერ კიდევ აქტიურად განიხილავენ მსოფლიო ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეას. ამასთან დაკავშირებით კევინ დე ბრუინმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

“სეზონის დაწყებამდე შეხვედრა მქონდა ფიფას წარმომადგენლებთან და არსენ ვენგერთან, რათა განგვეხილა, თუ რისი გაკეთება სურდათ. ამ იდეის განსახორციელებლად ყველა ქვეყნის ფედერაციამ, ფიფამ და უეფამ ერთობლივი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.

მე დაჟინებით ვითხოვდი ერთი პირობის დაკმაყოფილებას – ფეხბურთელებს დასასვენებლად შესაფერისი დრო უნდა გვქონოდა. იდეა ცუდი არ არის, თუ ფეხბურთელებს დასვენების საშუალება გვექნება,” – განაცხადა დე ბრუინმა.

იკარდის გუნდის გამოცვლა სურს

ფრანგული მედია იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ მაურო იკარდის გუნდის გამოცვლა სურს.

GFFN-ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელს გადასვლა სურს შედარებით “წყნარ” კლუბში, რომლის რიგებში თამაშისას მეუღლესთან და შვილებთან საურთიერთოდ უფრო მეტი დრო დარჩება. არგენტინელმა ფეხბურთელმა მეუღლესთან მომხდარი სკანდალის შემდეგ ოჯახის შენარჩუნების მიზნით მთელი აქტივები და შემოსავალი ვანდა ნარას გადაუფორმა. საბოლოოდ, წყვილი შერიგდა.

მაურო იკარდიმ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 11 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი მიითვალა.

“რეალს” პოგბას დამატება უფასოდ უნდა

მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველ პოლ პოგბას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს.

ესპანური გამოცემა “მარკა” წერს, რომ “სამეფო კლუბი” მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ყურადღებით დააკვირდება 28 წლის ფეხბურთელის ირგვლივ შემქნილ სიტუაციას და თუ პოგბა “წითელ ეშმაკებთან” შრომით ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, “რეალი” ფრანგი ნახევარმცველის უსასყიდლოდ დამატებას შეეცდება. ცნობისათვის, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და პოგბას შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით აქვს. ინგლისურ კლუბს ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს, თუმცა თავად ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ფრანგი ნახევარმცველით ტურინის “იუვენტუსი” და “პარი სენ-ჟერმენიც” არიან დაინტერესებულნი.

პოლ პოგბამ მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა და შვიდი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ნავალოვსკი: “ამ წლების განმავლობაში სიამაყით ვატარებდი ეროვნული ნაკრების მაისურს”

გიორგი ნავალოვსკიმ სანაკრებო კარიერა 35 წლის ასაკში დაასრულა. ვეტერან მარცხენა მცველს 11 ნოემბერს, შვედეთთან მატჩის დაწყებამდე სიმბოლური საჩუქარი გადასცეს და ქვეყნის პირველი გუნდიდან გააცილეს.

ნავალოვსკიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

“მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს. ამ წლების განმავლობაში სიამაყით ვატარებდი ეროვნული ნაკრების მაისურს, თითოეული შეხვედრა ვითამაშე გულით, ჟინით, ჩვენი ქვეყნის, გერბის, დროშის და ჰიმნის სიყვარულით. ვარ ამაყი და ბედნიერი, კიდევ ერთხელ გეუბნებით მადლობას”, – წერს ნავალოვსკი Instagram-ში.

შმეიხელის რეაქცია, როცა მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გოლი გაუშვა

12 ნოემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ფარერებს უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

მატჩის 89-ე წუთზე სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ოლსენმა მასპინძელთა კარი აიღო. ეს მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შემთხვევა იყო, როცა დანიის ნაკრებმა გოლი გაუშვა. F ჯგუფში გამართული 9 მატჩიდან დანიელებმა ყველა მოიგეს, 30 გოლი გაიტანეს და მხოლოდ ერთი გაუშვეს.

ოლსენის გოლის შემდეგ, კამერებმა კასპერ შმეიხელი დააფიქსირეს.

იხილეთ ოლსენის გოლი

ანხელ დი მარიას ულამაზესი გოლი ურუგვაის კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ანდორელმა ფეხბურთელმა პოლონეთთან მატჩში წითელი ბარათი 21-ე წამზე მიიღო (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ლიანა ჯოჯუამ წონა ვერ ჩააბარა, თუმცა ბრძოლა მაინც შედგება (ვიდეო)

13 ნოემბერს, UFC Vegas 42-ზე ლიანა ჯოჯუა ამერიკელ კორტნი კეისის დაუპირისპირდება. ბრძოლამდე ერთი დღით ადრე სპორტსმენები აწონვებზე გამოცხადნენ.

სამწუხაროდ, ლიანა ჯოჯუამ წონა ვერ ჩააბარა, მან ზღვარს 1.1 კილოგრამით გადაამეტა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი მებრძოლის კუთვნილი თანხის 30 პროცენტი კეისის გადაერიცხება და რაც მთავარია, ბრძოლა მაინც შედგება.

შეგახსენებთ, რომ ეს ღონისძიება თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.