რამდენი სეივი განახორციელა გიორგი ლორიამ?

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში შვედეთის ნაკრებს 2-0 მოუგო.

მატჩის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ გიორგი ლორია იყო, რომელმაც დღეს ერთბაშად 8 სეივი გააკეთა.

ლორი მთელი შეხვედრის განმავლობაში პრაქტიკულად უშეცდომოდ თამაშობდა, საოცრად კარგი იყო გამოსვლებზე, დასწრებაზე და ყველა ასპექტში.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ნაკრებმა შვედეთს კარში ზუსტად 6-ჯერ დაურტყა და 2 გოლი გაიტანა.

გოოოოოოოოლ! ხვიჩა კვარაცხელიას მეორე გოლი შვედეთის კარში!

იხილეთ ვიდეო

გოოოოლ! ხვიჩა კვარაცხელიამ შვედეთს გაუტანა! (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

გიორგი ნავალოვსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

35 წლის გიორგი ნავალოვსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების მაისურით 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ნავალას სიმბოლური საჩუქრები ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

საქართველო – შვედეთი (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში შვედეთს უმასპინძლებს.

უკვე ცნობილია, როგორი შემადგენლობებით გავლენ გუნდები მოედანზე.

საქართველო: ლორია – კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია – ლობჟანიძე, აზაროვი, კვეკვესკირი, გვილია – ოქრიაშვილი, კვარაცხელია, წიტაიშვილი.
სათადარიგოები: გუგეშაშვილი, კუპატაძე, ჩაბრაძე, აბურჯანია, კანკავა, ყაზაიშვილი, დავითაშვილი, კაჭარავა, ლოჩოშვილი, ვოლკოვი, ჩაკვეტაძე, მამუჩაშვილი.

შვედეთი: ოლსენი, კრაფტი, ლინდელოფი, აუგუსტინსონი, კლაესონი, ისაკი, ფორსბერგი, იბრაჰიმოვიჩი, ნილსონი, სვანბერგი, ოლსონი.

შეგახსენებთ, რომ მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

ოფიციალურად: სტივენ ჯერარდი “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელია

ბირმინგემის “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტივენ ჯერარდი დაინიშნა. “სქაი სპორტსის” თანახმად, მხარეებს შორის ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ 41 წლის სპეციალისტი ამ დრომდე გლაზგოს “რეინჯერსში” მუშაობდა, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში შოტლანდიის ჩემპიონატი მოიგო. “ასტონ ვილა” შოტლანდიური კლუბისთვის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა.

ჯერარდმა ინგლისური გუნდის თავკაცის პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“ასტონ ვილა” ინგლისურ ფეხბურთში მდიდარი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კლუბია და ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა. “ასტონ ვილას” ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკებების პროცესში გამოჩნდა, რაოდენ სერიოზული ამბიცია აქვს კლუბს და ჩვენ მის სისრულეში მოყვანას ვეცდებით.

მადლობას ვუხდი “რეინჯერსთან” დაკავშირებულ ყველა პირს, რადგან მათ მე ამ ლეგენდარულ კლუბში მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. მე გუნდს სარეკორდო 55-ე საჩემპიონო ტიტულის მოგებაში დავეხმარე. “რეინჯერსი” სამუდამოდ დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს ჩემს გულში. ფეხბურთელებს, პერსონალსა და ფანებს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს “ასტონ ვილას” ოფიციალური ვებგვერდი.

ინგლისის პრემიერლიგის 11 ტურის თავზე “ასტონ ვილას” ათი ქულით სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილი უკავია.

“ნიუელსმა” მესის პირველი ინტერვიუს ვიდეო გაავრცელა

ლეო მესის პირველი კლუბის, “ნიუელს ოლდ ბოიზის”, ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში არგენტინელი ფეხბურთელის პირველ მატჩისშემდგომ ინტერვიუს აქვეყნებს.

მესი არგენტინულ კლუბში ექვსი წლის ასაკში მივიდა. განსხვავებულ ასაკობრივ გუნდებში მან 176 მატჩი ჩაატარა და 234 გოლით გამოიჩინა თავი. ლეო “ბარსელონაში” 2000 წელს გადაბარგდა, როდესაც ჯერ კიდევ 13 წლის იყო.

ამ მატჩში ლეო მესიმ ორი გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ჟურნალისტთან საუბრისას მესიმ აღნიშნა, რომ გატანილ გოლებს მამამისს, ბიძამისს, მის მთელ ოჯახს და ყველა იმ ადამიანს უძღვნის, ვინც მას იცნობს.

აგენტი: “ბეილს ინგლისის ნაკრებში თამაში შეეძლო, მაგრამ კატეგორიული უარი თქვა”

ჯონათან ბარნეტი, მადრიდის “რეალის” ვარსკვლავ გარეთ ბეილის აგენტი, პრესსათან საუბრისას საინტერესო ამბავს იხსენებს. მისი თქმით, ბეილს თავის დროზე ინგლისის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა ჰქონდა.

“თუ ბეილი უელსის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გავა, ეს მისთვის უდიდესი წარმატება იქნება. მასთან მუშაობის პირველივე დღეს მივხვდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისთვის და მამამისისთვის უელსის ნაკრები.

მას ინგლისის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა ჰქონდა. როდესაც ამის შესახებ ვუთხარი, ასეთი პასუხი მივიღე – ‘მეორედ ასეთი რამ არ გავიგო, თუ გინდა, რომ ჩემი აგენტი იყო!.’

ის ფანატიკოსი უელსელია,” – აცხადებს ბარნეტი.

ჩავის ტრინკაუს დროზე ადრე დაბრუნება სურს

“ვულვერჰემპტონში” განათხოვრებული შემტევი ნახევარმცველი, ფრანსიშკუ ტრინკაუ, შესაძლოა, “ბარსელონაში” დროზე ადრე დაბრუნდეს. ამ იდეის ინიციატორი ჩავი ერნანდესი გახლდათ.

კატალონიური გრანდის ახალი მთავარი მწვრთნელი, ჩავი ჰერნანდესი, გუნდში 21 წლის გარემარბის ყოფნის აუცილებლობას ხედავს და კლუბის ხელმძღვანელებს უკვე სთხოვა იანვარში მის დაბრუნებაზე მუშაობა.

პორტუგალიელი ინგლისურ კლუბში გამოსყიდვის უფლებით არის განათხოვრებული, თუმცა ამ უკანასკნელმა ახალ კლუბში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ვულვზმა” ამ ტრანსფერში 6 მილიონი ევრო გადაიხადა. ტრინკაუს დაბრუნების შემთხვევაში კლუბმა ეს თანხა უკან უნდა მიიღოს.

რაკიტიჩი: “ის, რასაც კარიმი ამდენი წლის მანძილზე აკეთებს, გასაოცარია”

“სევილიას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, პრესასთან საუბრისას კარიმ ბენზემას შეაქო. როგორც იცით, ფრანგი თავდამსხმელი 2021 წელს ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია ლეო მესისთან და რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად.

“ის, რასაც კარიმი ამდენი წლის მანძილზე აკეთებს, უბრალოდ გასაოცარია. მას თავისუფლად შეუძლია ოქროს ბურთის მოგება. კარიმი მუდმივად იღებს მონაწილეობას დიდ ტურნირებზე.

ბენზემა “რეალში” ძალიან დიდი ხანია თამაშობს და ყოველთვის გააქვს მნიშვნელოვანი გოლები! კრიშტიანუს წასვლის შემდეგ ის გახდა ლიდერი. ის უბრალოდ უნიკალურია და მინდა, რომ ასეთ დონეზე თამაში გააგრძელოს, ოღონდ არა ჩვენ წინააღმდეგ,” – განაცხადა რაკიტიჩმა beINSports-თან საუბრისას.

რადამელ ფალკაოს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ

“რაიო ვალეკანოში” დაბრუნებული რადამელ ფალკაო ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. 35 წლის კოლუმბიელ შემტევს კარგი შედეგების ფონზე ახალ ხელშეკრულებას სთავაზობენ.

COPE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ესპანური კლუბი რადამელ ფალკაოს კონტრაქტს 2023 წლამდე გაუხანგრძლივებს. მის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ივნისის თვეში ეწურება.

რადამელ ფალკაო ამ დროისთვის ტრავმირებულია და ლაზარეთში დაახლოებით 3-4 კვირის განმავლობაში მოუწევს ყოფნა. მას “რაიოს” მაისურით ჩატარებულ 8 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. ფალკაომ “ბარსელონასა” და “რეალსაც” გაუტანა.

აქვე გეტყვით, რომ რადამელ ფალკაოს ბოლო კლუბი “გალათასარაი” გახლდათ, სადაც სამი სეზონი გაატარა. იქამდე კოლუმბიელი “მონაკოს” ღირსებას იცავდა.