არანორმალური მონაცემები – ლაშა ტალახაძის ვარჯიში 315 კილოგრამით (ვიდეო)

7-17 დეკემბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძალოსნობაში მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოს ნაკრები მსოფლიო პირველობისათვის ემზადება და ამჟამად შეკრებას ბათუმში გადის.

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ სოციალურ ქსელში მისი ერთ-ერთი ვარჯიშის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის ჩაჯდომებს 315 კილოგრამით აკეთებს.

“სიმამაცეა შენს ცოლთან დარჩენა მაშინ, როცა ის გღალატობს”

7 ნოემბერს, იტალიის სერია A-ში “დელა მადონინა” გაიმართა. “მილანსა” და “ინტერს” შორის ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მატჩის პირველი გოლი მე-11 წუთზე გავიდა, როცა ჰაკან ჩალჰანოღლუმ თავისივე მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა და ყოფილი გუნდის კარი აიღო. გატანილი გოლის შემდეგ თურქი ნახევარმცველი “მილანის” ფანების ტრიბუნისთან გაჩერდა და მათ ჟესტი უჩვენა.

8 ნოემბერს, “მილანის” ფანების დაჯგუფებამ, “კურვა სუდმა” მილანში, ერთ-ერთ ხიდზე ბანერი გადმოფინეს, რომლითაც მათ ჩალჰანოღლუს უპასუხეს: “სიმამაცე ის კი არ არის, როცა მე-10 წუთზე პენალტით გოლი გაგაქვს, არამედ, სიმამაცეა შენს ცოლთან დარჩენა მაშინ, როცა ის გღალატობს.”

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისათვის მზადება დაიწყო (ფოტო)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2021 წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 12 ფეხბურთელი მონაწილეობდა ​ ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები (ლუკა ლოჩოშვილი, ლაშა დვალი, დავით ვოლკოვი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ლორია, დავით ხოჭოლავა, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კაკაბაძე, ვაკო გვილია, ნიკა კაჭარავა) 9 ნოემბრიდან შეუერთდებიან. გუნდი სრული შემადგენლობით პირველ ვარჯიშს ხვალ თბილისში გამართავს, მოგვიანებით კი ნაკრები ბათუმში გაემგზავრება.

​ეროვნული ნაკრების მზადების შესახებ კომენტარი თურქული ჰატაისპორის შემტევმა საბა ლობჟანიძემ გააკეთა:

💬 საბა ლობჟანიძე: “ვემზადებით შვედეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ. ვფიქრობ, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ადვილი თამაში ნამდვილად არ გვექნება. ხვალიდან სრული შემადგენლობით შევიკრიბებით. ძალიან სასიამოვნოა, რომ შეხვედრას გულშემატკივარი დაესწრება, ეს ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. ჩვენი სურვილია, რომ მთლიანად წელი და კონკრეტულად საკვალიფიკაციო ეტაპი კარგად დავასრულოთ.”​

შეგახსენებთ,რომ გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი ყვითელი ბარათების გამო შვედეთთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ფეხბურთელები გუნდთან ერთად უზბეკეთთან დაგეგმილი ამხანაგური თამაშისთვის მოემზადებიან.

Nakrebi.ge

შკრინიარი: “ინტერმა” “მილანთან” მატჩში 2 ქულა დაკარგა”

მილანის “ინტერის” მცველმა მილან შკრინიარმა იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში “მილანთან” გამართული მატჩის (1:1) შესახებ კომენტარი გააკეთა.

“ინტერმა” “მილანთან” ჩატარებულ შეხვედრაში 2 ქულა დაკარგა. ბევრი მომენტი შევქმენით, ვდომინირებდით და უნდა მოგვეგო. ჩემპიონატის ლიდერებთან გასამართ მატჩებში მაქსიმუმი უნდა გამოვწუროთ, ხოლო შეხვედრების მიმდინარეობისას შექმნილი მომენტები ცივსისხლიანად უნდა გადავწყვიტოთ”, – ციტირებს შკრინიარის სიტყვებს DAZN.

გათამაშების სატურნირო ცხრილს “ნაპოლი” და “მილანი” 32-32 ქულით ლიდერობენ, მესამე პოზიციაზე მყოფ “ინტერს” კი აქტივში 25 პუნქტი აქვს.

ანჩელოტი “რეალიდან” ექვსი ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, შავი სია შეადგინა. სიაში ის ფეხბურთელები არიან მოხვედრილნი, რომელთაც იტალიელი სპეციალისტი თავის პროექტში ვერ ხედავს.

ანჩელოტიმ უკვე სთხოვა კლუბის ხელმძღვანელებს ზემოხსენებულ სიაში მყოფი ფეხბურთელების ტრანსფერზე დაყენება. საუბარია ისეთ ფეხბურთელებზე, როგორებიც არიან: გარეტ ბეილი, მარსელო, ლუკა იოვიჩი, ხესუს ვალეხო, ედენ აზარი და ისკო.

“რეალი” მზად არის, რომ დაინტერესების არ არსებობის შემთხვევაში ეს ფეხბურთელები უფასოდაც გაუშვას, რითიც სახელფასო ხაზინას გაზრდიან.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში “ბლანკოსი” კილიან მბაპეს ტრანსფერისთვის ემზადება და “სანტიაგო ბერნაბეუს” რეაბილიტაციის ფონზე ახალ პროექტზეც მუშაობენ.

ბრაზილიური სიგიჟე – “ინტერნასიონალმა” “გრემიოს” სიკვდილის ნიშნად კუბოები უჩვენა

ბრაზილიის სერია A-ში “ინტერნასიონალისა” და “გრემიოს” მატჩის დასრულებას დიდი არეულობა მოყვა. ამ მატჩში გამარჯვება “ინტერნასიონალმა” მოიპოვა “შახტარის” ყოფილი ვარსკვლავის, ტაისონის, მიერ გატანილი ერთადერთი გოლით.

მატჩის შემდეგ “ინტერნასიონალის” ფეხბურთელებმა ხელში მუყაოსგან დამზადებული კუბოები დაიჭირეს და ასე დასცინეს “გრემიოს”, რომელიც გავარდნის დიდი საფრთხის წინ იმყოფება.

“გრემიოს” ფეხბურთელების უმეტესობას მოედანი ამ დროისთვის უკვე დატოვებული ჰქონდათ, თუმცა ამის დანახვისთანავე შემობრუნდნენ და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ჩხუბი დაუწყეს.

სლუცკისა და ხვიჩას “რუბინი” კრიზისშია – ერთი გამარჯვება ბოლო შვიდ მატჩში

რუსეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინმა” გამანადგურებელი მარცხი განიცადა “როსტოვთან” გამართულ გასვლით შეხვედრაში. ლეონიდ სლუცკის შეგირდებმა გაშვებულ ხუთ გოლს მხოლოდ ერთით უპასუხეს.

ბოლო დროს “რუბინი” საუკეთესო თამაშის ჩვენებას ვეღარ ახერხებს. ბოლო შვიდ მატჩში რუსულმა კლუბმა მხოლოდ ერთხელ შეძლო გამარჯვების მოპოვება (“ცსკა”-სთან). დარჩენილიდან 4 მატჩი გუნდმა წააგო, ხოლოდ 2 ფრედ ითამაშა.

კვლავ არასახარბიელო ფორმაშია “რუბინის” ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც რუსეთის პრემიერ ლიგის 12 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი და ერთი ასისტი გაკეთებული.

ხვიჩა კვარაცხელიას შედეგები ბოლო ათ მატჩში:

“რუბინის” შედეგები ბოლო შვიდ მატჩში:

კასანო: “კონტე არა პირველი ან მეორე, არამედ მესამე საფეხურის მწვრთნელია”

იტალიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა წევრმა, ანტონიო კასანომ, “ტოტენჰემის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესა და სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის შესახებ ისაუბრა.

“პარატიჩი არაკომპეტენტურია. თვითონაც არ იცის, თუ როგორ აღმოჩნდა “ტოტენჰემში”. მან ფონსეკასთან შეთანხმებას მიაღწია, რის შემდეგაც ნუნუ ეშპირიტუ სანტუ დანიშნა ჟორჟე მენდეშის დახმარებით. ახლა კი კონტეს ჩააბარა გუნდი.

კონტემ ივნისში უარი თქვა “ტოტენჰემში” მუშაობაზე, ახლა კი დათანხმდა. რატომ არ განიხილავენ მას “ბარსელონაში”, “რეალსა” და “ბაიერნში”? ყველა ამბობს, რომ ის ფენომენალურია, მაგრამ საუკეთესო გუნდებს ის არ სურთ. კონტეს “მანჩესტერ იუნაიტედი” არ დაკავშირებია. ვფიქრობ, ეს ტოპ-4 კლუბი, ისევე როგორც “მილანი”, არასდროს შეეცდებიან მის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას.

მას ტოპ-მწვრთნელის სტატუსი არ აქვს, ის არა პირველი ან მეორე, არამედ მესამე საფეხურის მწვრთნელია. ერთადერთი, რაშიც ის კარგია, გუნდის გადაწყობაა,” – განაცხადა კასანომ.

მოურინიო “რომას” მარცხზე: “არ მესმის, როგორ შეუძლიათ ამდენი მომენტის გაფუჭება?”

ჟოზე მოურინიოს “რომას” სეზონის ბრწყინვალე სტარტის შემდეგ მძიმე პერიოდი დაუდგა. ბოლო შვიდი მატჩიდან დედაქალაქელები ოთხ შემთხვევაში დამარცხდნენ, ორჯერ კი ფრე ითამაშეს. ბოლო შეხვედრაში კი “რომას” ძლევა “ვენეციამ” შეძლო (3:2).

“ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით, სახიფათო სიტუაციებიც მრავლად გვქონდა. როდესაც ასეთ შანსებს ქმნი და ვერ იყენებ ან დამაგვირგვინებელ გადაცემას ვერ აკეთებ, რა თქმა უნდა, იმედგამაცრუებელია.

ასეთი მომენტი დაახლოებით 20 გვქონდა. გუნდში ისეთი შემტევები გვყავს, როგორებიც ვერეტუ და პელეგრინი არიან, მაგრამ პასს ვერ ვაკეთებდით. არ მესმის, როგორ შეუძლიათ ამდენი მომენტის გაფუჭება?

ასევე მნიშვნელოვანი განსახილველი თემაა “ვენეციას” მეორე გოლი. ამ შემთხვევაში საკუთარი თავი უნდა დავიცვა და რასაც ვფიქრობ საჯაროდ არ განვაცხადო,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი.

სერია A-ს 12 ტურის შემდეგ “მგლები” 19 ქულით მეექვსე პოზიციაზე იმყოფებიან. ცხრილის სათავეში “ნაპოლი” და “მილანი” გახლავთ თანაბარი 32-32 ქულით.

საქართველოს ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა – გუნდში დებიუტანტია

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ვილი სანიოლმა შვედეთისა და უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩებისათვის გასულ კვირაში 25 ფეხბურთელი გამოიძახა, თუმცა ტრავმის გამო, გუნდს გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა. მის ნაცვლად, ფრანგმა სპეციალისტმა შემადგენლობაში აზერბაიჯანული “ზირას” თავდამსხმელი დავით ვოლკოვი შეიყვანა.

ვოლკოვისთვის ეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველი გამოძახებაა. მან აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 ტურში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ბომბარდირთა დავის ლიდერია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, 11 ნოემბერს ბათუმში შვედეთს უმასპინძლებს, ხოლო 15 ნოემბერს გორში უზბეკეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს.


მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (დილა, გორი, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი)

ფოტო: სფფ

UFC-ის მებრძოლის სახე გადამწყვეტი დარტყმის მიღებისას (ფოტო)

ამერიკელი მებრძოლი ფრენკი ედგარი UFC 268-ის ეგიდით გამართულ ორთაბრძოლაში მარლონ ვერასთან მესამე რაუნდში დამარცხდა.

ედგარმა დამარცხება ვერას ერთ-ერთი ძლიერი დარტყმის შემდეგ იგემა:

რატომ ვერ მოხვდა ნინუა განაცხადში და რატომ არ ითამაშა ლორიამ?

“ანორთოსისმა” კვიპროსის ჩემპიონატში “პაფოსი” 1-0 დაამარცხა და ჩემპიონატში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.

კაჭარავა 46-ე წუთზე გამოცვალეს, ლორია სკამზე დარჩა, ნინუა განაცხადში ვერ მოხვდა.

“ლორიას მთელი კვირა არ უვარჯიშია, მცირე პრობლემა ჰქონდა და ამიტომ არ დავაყენე. ჩვენ ორი საიმედო მეკარე გვყავს. ჩემ ბიჭებს გამარჯვებას და 3 ქულას ვულოცავ.  ნინუას კუნთების პრობლემები აქვს, ჯერ კიდევ არ არის ფორმაში. არც ჩვენ ვართ მისით კმაყოფილი და არც ის ჩვენით”,  – განაცხადა ქეცბაიამ.

ნიკა იჯარით “პაოკიდან” გადავიდა “ანორთოსისში”, მაგრამ ჯერჯერობით სათამაშო დროს ვერ იღებს.