პოლონელი მოდელი ლევან საგინაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

ურშულა ტონკო პოლონელი ფიტნეს მოდელია, რომელიც სოციალურ ქსელში საკმაოდ პოპულარულია. მას Instagram-ში 300 ათასამდე გამომწერი ჰყავს.

ტონკო ამჟამად დუბაიში იმყოფება, საიდანაც ლევან საგინაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა:


შეგიძლიათ იხილოთ პოლონელი მოდელის სხვა ფოტოებიც:

ლაუტარომ “ინტერთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

მილანის “ინტერსა” და გუნდის თავდამსხმელ ლაუტარო მარტინესს შორის შრომითი ხელშეკრულება გახანგრძლივდა. ახალი კონტრაქტი ძალაში 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით იქნება.

24 წლის არგენტინელი ფეხბურთელით დაინტერესებას წამყვანი ევროპული კლუბები იჩენდნენ. ლაუტარომ მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” ლაუტარო მარტინესის სატრანსფერო ღირებულებას 80 მილიონ ევროდ აფასებს.

“ბარსელონა” ლუკ დე იონგთან განშორებას ზამთარშივე აპირებს

“რაიო ვალეკანოსთან” მინიმალური ანგარიშით წაგებული მატჩის შემდეგ “ბარსელონამ” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რონალდ კუმანი გაათავისუფლა. დიდი ალბათობით, კუმანის წასვლა გუნდიდან კიდევ ერთი ფეხბურთელის წასვლას გამოიწვევს.

საუბარი “ბარსელონას” 31 წლის შემტევს ეხება, რომელიც “კამპ ნოუზე” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარის მიწურულს გადაბარგდა არენდის წესით “სევილიადან”. რონალდ კუმანის წასვლის შემდეგ ლუკ დე იონგი კატალონიური გრანდის სამომავლო გეგმებში აღარ განიხილება.

ლა ლიგის წესდების თანახმად, ერთ ფეხბურთელს სეზონის განმავლობაში სამ განსხვავებულ კლუბში თამაშის უფლება არ აქვს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ დე იონგს მიმდინარე სეზონში “სევილიას” მაისურით მატჩი არ ჩაუტარებია, სხვა კლუბშიც შეუძლია გადასვლა.

აშშ-ში ქალთა კლუბისთვის სტადიონი ისტორიაში პირველად აშენდება (ვიდეო)

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალთა ფეხბურთის პროგრესი გრძელდება. ნაციონალურ ქალთა საფეხბურთო ლიგაში მოასპარეზე “კანზას-სიტის” მფლობელები ახალი სტადიონის აშენებას გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი სტადიონი იქნება აშშ-ს მასშტაბით, რომელიც სპეციალურად ქალთა კლუბისთვის აშენდება. პროექტის ღირებულება 70 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. სტადიონი 2024 წლისთვის იქნება მზად და 11 ათას ფანს დაიტევს.

რა თანხა გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე გამოსვლით?

27 ოქტომბერს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის 500-ქულიანი ტურნირის მერვედფინალში მსოფლიოს მე-7 ჩოგანს, იტალიელ მატეო ბერეტინის დაუპირისპირდა და სამ სეტში 7:6, 2:6, 3:6 დამარცხდა.

მერვედფინალამდე, ქართველი ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას შეხვდა და მეტოქეს სამ სეტში 7:5, 4:6, 6:3 მოუგო.

ბასილაშვილმა ვენის ტურნირზე ასპარეზობით 45 სარეიტინგო ქულა და 32885 ევრო გამოიმუშავა. ეს ის თანხაა, რაც მან ბუსტას დამარცხების შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 25-ე პოზიციას იკავებს.

ხავის გამოსასყიდი თანხის ოდენობა ცნობილია, მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია

კატალონიის “ბარსელონამ” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რონალდ კუმანი გაანთავისუფლა. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კლუბის თავკაცის თანამდებობაზე ხავის დანიშვნის თაობაზე.

კატალონიური გამოცემების თანახმად, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც “ბარსელონა” ხავისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. გუნდის ყოფილ ნახევარმცველს აქამდე არაერთხელ აღუნიშნავს, რომ “ბლაუგრანას” მწვრთნელად მუშაობა მისი ოცნებაა.

რაც შეეხება ხავის კლუბს, “ალ-სადს” ესპანელი სპეციალისტის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მხოლოდ 1 მილიონი ევრო აქვს მითითბული. ყატარული კლუბი ხავის ნაცვლად ლეგენდარული ფეხბურთელის ძმის, ოსკარ ჰერნანდესის, დანიშვნას აპირებს.

როტენი: “პოჩეტინოს გუნდს მხოლოდ რეგრესი აქვს და არანაირი პროგრესი”

“პარი სენ-ჟერმენის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა, მაურისიო პოჩეტინოს მუშაობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე გუნდში პროგრესი არ შეინიშნება.

“ბოლო რვა მატჩის მანძილზე არცერთხელ არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ “პარი სენ-ჟერმენი” 90 წუთის განმავლობაში კარგი ყოფილიყო. მათ მხოლოდ 20-30-წუთიანი მონაკვეთები აქვთ, კარგ შემთხვევაში კი ტაიმიანიც.

“მანჩესტერ სიტისთან” მატჩს გამონაკლისთა სიას მივაკუთვნებ. მაგრამ “ბრიუგესთან”, “ლიონთან”, “რენთან”, “ანჟერთან”, “ლაიფციგთან” და “მარსელთან” მატჩებში ხარისხი გვაკლდა. ვერ ვხვდები, რისი მიღება სურს პოჩეტინოს.

პოჩეტინო ამბობს, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის, გუნდი პროგრესირებს. მაგრამ მის გუნდს მხოლოდ რეგრესი აქვს და არანაირი პროგრესი,” – აცხადებს როტენი.

რის გამო გააძევეს ფეხბურთელი იტალიის სერია A-ში? (ვიდეო)

26 ოქტომბერს, იტალიის სერია A-ში “ვენეციამ” საკუთარ მოედანზე “სალერნიტანა” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

შეხვედრის 67-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, მთავარმა არბიტრმა “ვენეციას” მცველს, ეთან ამპადუს წითელი ბარათი უჩვენა. არბიტრის გადაწყვეტილება ნამდვილად საკამათო, ბევრის აზრით კი, არასამართლიანი იყო.

ოფიციალურად: “ბარსელონამ” რონალდ კუმანი გაათავისუფლა

ლა ლიგის მეათე ტურში კატალონიის “ბარსელონა” გასვლაზე “რაიო ვალეკანოსთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მატჩიდან რამდენიმე საათში “ბლაუგრანას” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა რონალდ კუმანის განთავისუფლების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

ლა ლიგაში განცდილი ზედიზედ მეორე მარცხის შემდეგ “ლურჯ-ბროწეულისფრები” სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციას იკავებენ – ჩემპიონატის საწყისი 10 შეხვედრიდან მათ მხოლოდ 4 შემთხვევაში იზეიმეს გამარჯვება. “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგაზეც ძალიან ცუდი შედეგები აქვს – “ბაიერნთან” და “ბენფიკასთან” სამბურთიანი სხვაობებით წაგების შემდეგ, მათ მხოლოდ ერთი მოგება აქვთ (კიევის “დინამოსთან”).

“ბარსელონამ” რონალდ კუმანი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლა. კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ამ გადაწყვეტილების შესახებ მას პირადად ამცნო “რაიო ვალეკანოსთან” მატჩის შემდეგ.

რონალდ კუმანი თავის გუნდს ხუთშაბათს “სიუდად დეპორტივაზე” დაემშვიდობება. “ბარსელონა” მას ყველაფერ საუკეთესოს უსურვებს და მადლობას უხდის ყველაფრისთვის, რაც კლუბისთვის გააკეთა,” – ვკითხულობთ კატალონიელთა ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

“ბარსელონაში” რონალდ კუმანის შემცვლელად ლეგენდარულ ხავის ელიან.

2019 წლის შემდეგ, პირველად – გიორგი ჩაკვეტაძემ ოფიციალურ მატჩში გოლი გაიტანა (ვიდეო)

27 ოქტომბერს, ბელგიის თასის 1/16-ფინალში “გენტმა” საკუთარ მოედანზე ქვედა დივიზიონის წარმომადგენელი “ბელისია ბილზენი” მიიღო და მეტოქე 4:0 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობაში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მე-60 წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აქამდე, ჩაკვეტაძემ ბოლოს ოფიციალურ მატჩში გოლი 2019 წლის 14 აპრილს გაიტანა. ამის შემდეგ მან რამდენიმე მძიმე ტრავმა მიიღო და ოპერაციები გაიკეთა.

როგორ გამოიყურება კევინ-პრინს ბოატენგის ახალი მეგობარი გოგონა (ფოტო)

“ჰერტას” ნახევარმცველ კევინ-პრინს ბოატენგს ახალი მეგობარი გოგონა ჰყავს, რომელსაც ვალენტინა ფრადეგრადა ჰქვია.

დეპაიმ “ვალეკანოს” პენალტი ვერ გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო