ტურაგენტმა რონალდუს საბანკო ბარათიდან თანხა უკანონოდ ჩამოაჭრა

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ თაღლითობის მსხვერპლი გახდა.

ესპანური გამოცემა “ასი” იუწყება, რომ ტურაგენტმა, რომელთანაც პორტუგალიელი ფეხბურთელი თანამშრომლობდა, მოთამაშის საბანკო ბარათიდან ორასამდე მოგზაურობისთვის სამყოფი თანხა გაიტანა. სინამდვილეში რონალდუს აღნიშნული ტურაგენტის მომსახურეობით არ უსარგებლია. ფეხბურთელმა ტურისტული ფირმის წარმომადგენელს საგზურის დასაჯავშნად აუცილებელ სხვა დოკუმენტებთან ერთად საბანკო ბარათის მონაცემებიც გადასცა. საერთო ზარალმა 288 ათასი ევრო შეადგინა.

სასამართლომ ტურაგენტს მთელი თანხის დაბრუნება დააკისრა.

კალაძე შოთა არველაძეზე: “ცოტა გაუგებარი იყო მისი უარი ჩემთვის”

საქართვერლოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ლევან კობიაშვილისა და შოთა არველაძის დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა.

კალაზე ამბობს, რომ არველაძეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა შესთავაზეს, მაგრამ მან ამაზე უარი განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა. ძალიან გამიხარდებოდა, თუ შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იქნებოდა. როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე შეთავაზებაც იყო, თუმცა, მან უარი განაცხადა, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ თუ რამე წარმატებას მივაღწიეთ, ეს წარმატება ვის უნდა მოვახმაროთ, თუ არა ჩვენს ქვეყანას, ფეხბურთს, სპორტს, ეროვნულ ნაკრებს?! გულწრფელად გეტყვით, ცოტა გაუგებარი იყო მისი უარი ჩემთვის, რადგან მგონია, რომ ის ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა”, – განაცხადა კალაძემ POSTV-ის ეთერში.

მამარდაშვილი: “უიღბლო დღე, კარგი გამოცდილება”

საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” გოლკიპერმა გიორგი მამარდაშვილმა “რეალთან” 1-2 წაგებული მატჩის შემდეგ “ინსტაგრამზე” მოკლე პოსტი გამოაქვეყნა.

“უიღბლო დღე, კარგი გამოცდილება” – დაწერა მამარდამ.

მამარდას ფოტოს ქვეშ ძალიან ბევრი ესპანური კომენტარია და ესპანელები მას ამხნევებენ.

ტოჩინოშინმა აკი ბაშოზე მე-3 გამარჯვება მოიპოვა (ვიდეო)

აკი ბაშო, მე-9 დღე
ჩიონო – ტოჩინოშინი

ტოჩინოშინის ბალანსი: 3-6

იხილეთ ვიდეო

კანისარესი: “მამარდაშვილს შეცდომა არ დაუშვია”

“ვალენსიას” ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მადრიდის “რეალთან” მატჩში, მეორე გაშვებული გოლის ეპიზოდში ქართველს შეცდომა არ დაუშვია.

როგორც იცით, ლა ლიგის მე-5 ტურში “ვალენსიამ” საკუთარ მოედანზე “რეალი” მიიღო და 1:2 დამარცხდა. მადრიდელებმა გოლები 86-ე და 88-ე წუთებზე გაიტანეს. გულშემატკივართა დიდი ნაწილის აზრით, ბენზემას გოლის დროს მამარდაშვილი შეცდა და გამოსვლა დააგვიანა.

“ბენზემას გოლის მომენტში მამარდაშვილს შეცდომა არ დაუშვია. ვინისიუსმა ბურთი ცენტრალურ მცველებს შორის ჩააწოდა და მეკარეს სხვა გზა აღარ ჰქონდა. თუ მამარდაშვილი კარში დარჩებოდა, 95 პროცენტით, გოლი მაინც გავიდოდა. თუ გამოვიდოდა, ის მოხდებოდა, რაც მოხდა – ბენზემა ცოტათი არაკომფორტულ სიტუაციაში ჩააგდო, მაგრამ ფრანგმა გოლი მაინც გაიტანა”, – თქვა კანისარესმა Tiempo de Juego-ს ეთერში.

შეგახსენებთ, რომ “ვალენსია” მომდევნო მატჩს 22 სექტემბერს, “სევილიას” წინააღმდეგ გამართავს.

პოჩეტინომ ახსნა, თუ რატომ შეცვალა მესი

19 სექტემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ლიონი” მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის 76-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, მაურისიო პოჩეტინომ ლიონელ მესი ჰაკიმით შეცვალა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი შეცვლით უკმაყოფილო იყო და ეს კამერებმაც დააფიქსირეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა განმარტა, რატომ შეცვალა მესი.

“მესის შეცვლის გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ ის შესაძლო ტრავმის მიღებისაგან დაგვეცვა. წინ მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს და მას უნდა მოვუფრთხილდეთ. გადაწყვეტილებებს გუნდის ინტერესიდან გამომდინარე ვიღებთ. ყველამ იცის, რომ შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს”, – ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს “მარკა”.

ლიონელ მესის რეაქცია, როცა ის პოჩეტინომ შეცვალა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

ზლატანის ნაკვალევზე – როგორი გოლი გაუტანა ჰოლანდმა “უნიონ ბერლინს”? (ვიდეო)

დორტმუნდის “ბორუსიამ” გერმანული ბუნდესლიგის მეხუთე ტურში “უნიონ ბერლინი” მიიღო საშინაო კედლებში და ანგარიშით 4-2 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ერლინგ ჰოლანდი გახდა, რომელმაც დუბლის გაფორმება შეძლო. მეორე გოლი კი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა.

იხილეთ ვიდეო

“ბარსელონა” სამი ვარსკვლავის ტრანსფერს გეგმავს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელები 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას გეგმავენ. Mundo Deportivo-ს ცნობით, კლუბი სამ ვარსკვლავურ ტრანსფერს უმიზნებს.

“ლურჯ-ბროწეულისფრები” პირველ რიგში “ლაიფციგის” ახალგაზრდა შემტევის, დანი ოლმოს, ტრასნფერის განხორციელებას აპირებენ. ბოლო ცნობების მიხედვით ესპანელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს.

დანი ოლმოსთან ერთად “ბარსელონას” რადარზე ერლინგ ჰოლანდისა და პოლ პოგბას სახელებიც გამოჩნდა. ზაფხულში ესპანური გრანდი ჰოლანდის ტრანსფერში არსებული გამოსყიდვის პუნქტის გააქტიურებას გეგმავს, პოლ პოგბას გადაბირებას კი უსასყიდლოდ შეეცდება.

მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატში სეზონის პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატის მერვე ტურში გიორგი მიქაუტაძემ ჟუპილერ ლიგაში სეზონის პირველი გოლი გაიტანა. 20 წლის ქართველმა ვარსკვლავმა თავი “ანტვერპენის” წინააღმდეგ გატანილი გოლით გამოიჩინა.

ძოძუაშვილი კობი-შოთიზე: “ძალიან კარგი რამ მოხდა”

ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა რევაზ ძოძუაშვილმა ბოლო დროს კობიაშვილისა და არველაძის დაპირისპირებაზე ისაუბრა.

“ფეხბურთს 1 კანონი აქვს, თუ გინდა რომ ყველაზე კარგი იყო, ყველაზე მეტი უნდა ივარჯიშო. ამასთან, ისეთი კარგი რამ მოხდა, თეორიული მხარეც არსებობს ფეხბურთში და შოთა არველაძეს და ლევან კობიაშვილს შორის მოხდა კამათი. ასეთი ხალხის კამათში იბადება ძალიან ბევრი ჭეშმარიტება, თუ ამ კამათში ნონა გაფრინდაშვილს ჩართავენ, მანუჩარ მაჩაიძეს, კახა კალაძეს და ბევრ სხვას, მაშინ დაიბადება ჭეშმარიტება. ქალბატონმა ნონამაც ძალიან მაგრად იცის ფეხბურთი, ხშირად მოდიოდა ჩვენთან და ისე კარგად აგიხსნის, როგორ უნდა წავიდეს ფლანგზე ტურა თუ ცხენმა როგორ მიიღოს ბურთი. კამათი აუცილებელია ფეხბურთში.”

“ეროვნული ჩემპიონატი მაინც პლუსით დაიწყო, შარშანდელთან და 2 წლის წინანდელთან შედარებით, მიუხედავად ყველაფრისა. შეტევის მხრივ ჩვენი გუნდები კარგად თამაშობენ, პრესინგიც მომატებული გვაქვს, კონტრშეტევაც, თუმცა ოსტატურად მაღლა რომ ავწიოთ, უნდა გაერთიანდეს ეროვნული ჩემპიონატის გუნდი და საქართველოს ნაკრები. თითოეული კარგი გუნდის 2-3 ფეხბურთელი ნაკრებში უნდა იყოს გამოძახებული. ბათუმის “დინამოდან” 5 ფეხბურთელი გამოიძახეს, ამ ბიჭებს საერთაშორისო პრაქტიკა აკლიათ და ნელ-ნელა ისინიც დაიხვეწებიან”, – განაცხადა ძოძუაშვილმა POSTV-ის ეთერში.

რამდენიმე დღის წინ კობიაშვილი და არველაძე ერთმანეთს ნაკრების გამოსვლის შეფასებებისას ვირტუალურად დაუპირისპირდნენ.